"13 წელია, ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებ. გაფაციცებით ვუყურებ ტელევიზორს, რომ რაიმე აქტუალური ამბავი არ გამომრჩეს, ვიქექები ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, თუკი მოვკარი ყური რომელიმე წარმატებული ადამიანის შესახებ ამბავს, ვცდილობ, პირველი ვიყო, ვინც მასთან ინტერვიუს ჩაწერს. ყველაფერ ამას ჩემი საყვარელი ჟურნალისთვის ვაკეთებ, რომლისთვისაც 13 წელია, არ მიღალატია.
დამეთანხმებით, ეს დიდი დროა. ერთგულება ამ სფეროში ცოტა
ყვითელი პრესა საქართველოში ჩემ თვალწინ განვითარდა. ეს ახალი ხილი იყო 13 წლის წინ, ამიტომაც ჩვენც ვსწავლობდით, ზოგჯერ შეცდომებიც იყო, მაგრამ ამის გარეშე არც ერთი საქმე არ გამოდის.
მეამაყება, რომ "რეიტინგმა" წლების განმავლობაში
ბევრი საინტერესო თემა გააშუქა და ექსკლუზივიც მრავლად იყო ჩვენს ფურცლებზე.
შემდეგი ორშაბათიდან "რეიტინგის" ერთი, 13-წლიანი ეპოქა სრულდება... მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან თანამშრომლობდა და მათაც, ვინც არ თანამშრომლობდა. რა იქნება შემდეგ? ჟურნალისტი ვარ და ამ კითხვას მეც დავუსვამ ჩემს თავს თქვენთან ერთად", - წერს ნინო მურღულია.
რა გეგმები აქვს ჟურნალ "რეიტინგს" სამომავლოდ და რას გულისხმობს ჟურნალის რედაქტორი 13 წლიანი ეპოქის დასრულებაში, Ambebi.ge ამის გარკვევას უკვე ცდილობს.




















