26 ივლისი, 2013
მანან თოდაძემ პროდიუსერზე იქორწინა? ''ხელი ლონდონში მოვაწერეთ''
ხელი ლონდონში მოვაწერეთ, საქორწინო მოგზაურობა პარიზში გვქონდა, ეიფელის კოშკზე გავხსენით შამპანური და იქ შევსვით ჩვენი წმინდა სიყვარულის სადღეგრძელო რას არ გაიგებ და რას არ წაიკითხავ ამ პატარა საქართველოში. სულ ტყუილად მეგონა რომ მინიმუმ ერთი კვირა მაინც ''იურმალასა'' და ტოტო კუტუნიოს უმადურობის ამბავს ვერაფერი გადაფარავდა ჩვენს ქვეყანაში. დღეს დილით ერთ-ერთი ინტერნეტ ტელევიზიის საიტზე მეტისმეტად დაუჯერებელ ამბავს გადავაწყდი, მანანა თოდაძე თავის პროდიუსერს, ბიძინა (ბიბი) სირბილაძეს გაჰყვა ცოლადო, წერდნენ.

ბიძინასგან კომენტარი მომღერლის ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით არაერთგზის ჩამიწერია.
''რეიტინგის'' მკითხველს მათი ერთობლივი ინტერვიუც ემახსოვრება. ბიბის ფეისბუქით დავუკავშირდი და დაოჯახების ამბავი ვამცნე.

ბიძინა სირბილაძე:

- დაგასწრეს, ნინო, გუშინ მეგობრებმა დამირეკეს და შემატყობინეს ჩემი დაოჯახების ამბავი (იცინის). ცოლი მომიყვანია თურმე და არ ვიცოდი, თანაც საქართველოს დამსახურებული არტისტი, მანანა თოდაძე. ისე გამიხარდა ეს ამბავი, დაწვრილებით წავიკითხე ამ ''ნიჭიერი'' ჟურნალისტის სტატია. აბა ტყუილს ხომ არ დაწერდნენ?! ჯერ მანანამ არ იცის ჩემზე რომ გათხოვდა, თორემ დამირეკავდა (იცინის). ალბათ მასაც მეგობრები შეატყობინებენ რომ უკვე ქმარი ჰყავს... ხელი ლონდონში მოვაწერეთ, საქორწინო მოგზაურობა პარიზში გვქონდა, ეიფელის კოშკზე გავხსენით შამპანური და იქ შევსვით ჩვენი წმინდა სიყვარულის სადღეგრძელო... ნინო, მაპატიე, რომ ქორწილში ვერ დაგპატიჟეთ, ისე მოულოდნელად დაგვაქორწინა ''უნიჭიერესმა'' ჟურნალისტმა, რომ თქმაც ვერ მოვასწარი.
- მივხვდი, იუმორის გრძნობას არ უჩივი, მაგრამ ჩვენ სიმართლე გვაინტერესებს... როგორ გგონია, ვის და რა მიზნით აწყობდა ამ ჭორის გავრცელება?
- შეიძლება მამაჩემს. ძალიან უნდა ოჯახი შევქმნა და შემდეგ მივხედო. უნდა ოჯახის კაცი მერქვას. იმედია მანანა თანახმა იქნება მამაჩემის ოცნება ავახდინო. შენ როგორ ფიქრობ, ნინო, უარს მეტყვის მანანა? აბა, ჟურნალისტებს იმედს ხომ არ გავუცრუებთ? მარტო ამიტომ ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა (იცინის).
- შენთან სერიოზულად საუბარი რთულია... ახლა სად ხარ, როგორც ვიცი მანანასთან ერთად ხარ მოსკოვში...
- მე პადმასკოვიაში ვარ, კოროლოვაში, მანანა - მოსკოვშია. ჯერ არ დამირეკავს და ახალი ამბავი არ მიხარებია მანანასთვის. რა კარგია ასეთი ჟურნალისტები რომ არსებობენ, კლოუნებს ჯობიან. კარგად გავმხიარულდი.
- ბიბი, შენ დაოჯახებული ხარ?
- მე არა და თქვენ?
- არც ყოფილხართ? როგორც ვიცი, ქალიშვილი გყავთ.
- არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. ჩემს პირადზე ოჯახში არ ვსაუბრობ, იმიტომ ჰქვია პირადი.
- თქვენ რომ გგონიათ, იმაზე მეტი ვიცი თქვენზე, თქვენი სასიყვარულო ისტორიიის შესახებაც მსმენია, ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მომღერალთან, როგორც ჩანს, ასაკით უფროსი ქალები მოგწონთ...
- ერთ-ერთ? რა ცუდად გსმენიათ, საინტერესოა, ვინ არის ის ერთ-ერთი უბედნიერესი?
- დრო მოვა და მის სახელსაც გეტყვი, მართლა გხიბლავს ასაკით უფროსი ქალები?
- რაც შეეხება ასაკს, სიყვარულმა ასაკი არ იცის. თუ გიყვარს ასაკი ბარიერი არ არის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს ცხოვრებაში. ანჯელინა ჯოლიც დიდია ჩემზე მაგრამ თუ გამომყვება, უარს არ ვიტყვი.
- რამდენი წლის ხარ?
- 42-ის.
- ცრუობ.
- აზროვნებით 50-ისას ვგავარ. კარგი, უნდა გავიდე, მანქანამ მომაკითხა, მოსკოვში მივდივარ. ჩემს ცოლს დღეს ღამე ერთ-ერთ კლუბში ვნახავ, საღამო გვაქვს. იმედია ''ვეჩერინკამდე'' გააგებინებთ, ჩემი ცოლი რომ გახდა. თქვენი იმედი მაქვს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მარიელა
ქორწინება თუ არაქორწინება...მნიშვნელობა არ ააქვს...ვუსურვებ წარმატებას და როგორც მათ სურთ ისეთ ცხოვრებას.. :)
14:53 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
გვიყვარხარ მანანა წარმატებები !!!
14:13 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ორი ნიჭიერი ადამიანი ერთად შეიკრიბა, აცადეთ ხალხნო ამ ქალს დასვენებული ცხოვრება, ისედაც გამწარებული წარსული ქონდა , აწყმოს და მომავალს ეხლა ჩვენ ნუ გავუფუჩებთ, ვისაც როგორ უნდა ისე უნდა იცხოვროს მთავარია ამით არავინ დაზარალდეს, და ჩვენ რომელიმე მანანას გათხოვებით ვზარალდებით , რომც სიმართლე იყოს??? ყველამ ჩვენს პირად ცხოვრებას მივხედოთ და ნუ დავიდებთ ცოდვას სხვების განსჯით.წარმატებები ორივეს პირადშიც და კარიერაშიც, ღმერთმა მანანიკო ბედნიერება გაღირსოს!
14:49 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითი
უიმე , რომც გათხოვილიყო მერე რა მოხდა, ან რაა აქ გასაკვირი რადგან მომღერალია და შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადამიანი არ შეიძლება მისთვის სიყვარული? თუ აკრძალულიაქ თუ ვინც დაწერა ასაკზე იფიქრა გავამწარებო? კარგით რა ხალხნო სხვის ფანჯრებში ყურებას ჯობია ჩვენში ვიყუროთ, და პირიქით ხალხს შევუწყოთ ხელი ბედნიერებაში.ამ კაცს კიდე ღმერთმა მრავალი მანანასი და რავი სხვების კონცერტები ატარებინოს.
22:29 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სვეტა
მომწონს ამ ახალგაზრდას საუბარი, კი ხუმრობს მაგრამ მის ხუმრობაში ბევრი სიმართლეა. წინსვლებს გისურვებ ბიძინა, მრავალი ქართული სარამოები ჩაგეტარებინოს უცხოეთშიც და საქართველოშიც, დიდი მადლობა 31 მაისისათვის რომ ქალბატონი მანანას კონცერტი გვაჩუქეთ. ნამდვილად მონატრებულებივართ ეგეთ სარამოებს სამწუხაროდ. ღმერთი გფარავდეს
18:27 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS