26 ივლისი, 2013
პრეზიდენტობის კანდიდატი „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
კატეგორიულად მოვითხოვ, სერიალის რეჟისორებმა ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვის გამო ღვთისა და ერის წინაშე. 
„ჩემი ცოლის დაქალების“ გასული შაბათ-კვირის სერიები ისეთ სევდიან თემას ეძღვნებოდა, როგორიც ქელეხია. სცენარისტმა ამ ტრადიციის „გამაიმუნება“ მაქსიმალურად შეძლო, „ახალმა სიტყვამ გლოვაში“ მაყურებლის უმრავლესობას სახეზე ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ლელა მებურიშვილის კატოს მცდელობა, ქელეხი სვეტურ ივენთად გადაექცია, კრახით დასრულდა.

რასაკვირველია, გარდა სერიალის რეიტინგზე ზრუნვისა, იგრძნობოდა სცენარისტის მისწრაფება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სალაპარაკო თემა „აეგდო“ , რასაც მიაღწია კიდეც. რამდენად მიზანშეწონილია
200-კაციანი ქელეხები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ღრეობად გადაიქცევა ხოლმე, ეს საკითხი დღის წესრიგში ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება და აქტუალობასაც არ დაკარგავს, თუმცა ზოგიერთი მაყურებლისთვის წინა ორი სერია საკმაოდ არასასიამოვნო სანახავი გახლდათ.

მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ-გელა სალუაშვილისთვის, რომელმაც სერიალის შემქმნელებს პრეტენზიები წაუყენა.

„ვგმობ ქართულ გადაცემა-სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ , ბოლო სერიაში ქართული ტრადიციის, კერძოდ, ქელეხის პროცესის აბუჩად აგდებას. (ქ)=9, (ე)=4, (ლ)=16, (ე)=4, ანუ 94164=კამუჰ, ანუ ებრაულად სულის გაცილებას. ეს პროცესი აღწერილია საღვთო წიგნში და არის ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, რის გარეშეც სული სამოთხის გზას დიდი წვალების შემდეგ თუ დაადგება გარდაცვალების შემდეგ.
კატეგორიულად მოვითხოვ, სერიალის რეჟისორებმა ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვის გამო ღვთისა და ერის წინაშე.
პატივისცემით, მიხეილ-გელა სალუაშვილი“ .

ზემოხსენებული წერილი, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა, სერიალის ერთ-ერთმა მსახიობმა, ბასა ხარაზმა საკუთარ გვერდზე გააზიარა.
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
გვანცას
მარტალი ხარ გვანცა,ქელეხი კი არაღრეობაა უეს უკვე,ღმერტმა ყველას აცილოს და რამდენჯერ მინახია გადამტვრალი ხალხი უკვე ყანწებს ითხოვდა და გამწარებული ჭირისუფალი,რა ტრადიცია რის ტრადიცია ,სჰვილი რომ მოგიკვდება ადამიანს იმაზე უნდა იპიკრო ხალხს რაჩაახეთკო?უნდა მოისპოს ეს საშინელებახალხს თავის თკივილი Yოფნის ვიღაცეების არვირახსნილობას არრ უყურო გამწარებულ ულზე,და მერე კიდევ იჭორავონ სუფრას რა აკლდა და გემრიელი იყო თუ არა
13:35 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟურნალისტუნას
ჯერ ეს ვაი ჟურნალისტი. მერე. ეს ვაი პრ.კანდიდატი... ეს იმას ნიშნავს , რომ საქმე არ გაქვთ, ჯურნალისტმა სხვა თემა რომ ვერ ნახა და ხელფასი რომ აეღო ხია სტატია ტყვიასავით :))))))) ნეტა მართლა სხვა სადარდებელი და პრობლემა ამ ფილმის გარდა არ მოგვცეს ღმერთმა.. არ მოგწონს სერიალი გადართე, ძაან მარტივია, რა საჩიროა ეს "ბრძნული" აზრები არაფრისმთქმელი
13:28 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
მართლაც რომ ღრეობად გადაიქცევა, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ქელეხი. აღარავის ახსოვს არც მიცვალებული და არც ჭირისუფალი. ლამის "მრავალჟამიერი" შემოსძახონ. მართლაც კარგი იქნება თუ ყველა დაფიქრდება ამ მდგომარეობაზე და იქნებ ცოტათი მაინც შეიცვალოს მიცვალებულისათვის პატივისმიგების ე.წ. "კანონი"
13:13 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
და ამას უნდა პრეზიდენტობა!!!!ვასიკო ოდიშვილისა არ იყოს..."შენ მოგიკვდა დედა,ჩემო საქართველო".:(
12:38 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ვაი შენს პატრონს!! თვითონ პროცესი არავის აუგდია სასაცილოდ, უბრალოდ მართლა სასაცილოა, ის რომ ჭამა სმაში გართულ საზოგადოებას ავიწყდება სად არიან და ბევრჯერ შევსწრებივარ ფაქტს, როცა ღვინით გალეშილებს სიმღერა დაუწყიათ და ფეხებზე დაუკიდებიათ ჭირისუფალთა გულისტკივილი. აი ასეთი ტრადიციები გვაქვს ქართველებს!!!
12:31 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
რა ცოდვები ხართ ყველა ასე მოაზროვნე. ქელეხი არანაირ კავშირში არ არის ეკლესიასთან და სული ჯონჯოლის და მწნილის გარეშეც მიაგნებს თავის ადგილს. სასაცილოები ხართ ქართველები.მიხარია რომ ახალგაზრდებს არ მოგვწონს თქვენი ბინძური "ტრადიციები". იქნებ თქვენი ქელეხების მერე მაინც მოეღოს ბოლო გასვენებაში ქეიფს.
12:28 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ბაბოიმტკლაც რა, რაც ხდება რეალობაში ხოლმე ის იყო ფილმშიც.
12:10 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბლა
მაგარი სოფლის კლუბი გახდა ეს სერიალი რა.არ შეიძლება სცენარი იმის მიხედვით იწერებოდეს,თუ რომელი კომპანია დაუკვეთავს რეკლამას.ახლა ეს 2 სერია რომ ჰერმესის რეკლამას მიეძღვნა,ყველა კარგად მიხვდა მგონი.თან ძალიან უგემოვნო რეკლამას.
11:32 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS