26 ივლისი, 2013
პრეზიდენტობის კანდიდატი „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
კატეგორიულად მოვითხოვ, სერიალის რეჟისორებმა ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვის გამო ღვთისა და ერის წინაშე. 
„ჩემი ცოლის დაქალების“ გასული შაბათ-კვირის სერიები ისეთ სევდიან თემას ეძღვნებოდა, როგორიც ქელეხია. სცენარისტმა ამ ტრადიციის „გამაიმუნება“ მაქსიმალურად შეძლო, „ახალმა სიტყვამ გლოვაში“ მაყურებლის უმრავლესობას სახეზე ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ლელა მებურიშვილის კატოს მცდელობა, ქელეხი სვეტურ ივენთად გადაექცია, კრახით დასრულდა.

რასაკვირველია, გარდა სერიალის რეიტინგზე ზრუნვისა, იგრძნობოდა სცენარისტის მისწრაფება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სალაპარაკო თემა „აეგდო“ , რასაც მიაღწია კიდეც. რამდენად მიზანშეწონილია
200-კაციანი ქელეხები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ღრეობად გადაიქცევა ხოლმე, ეს საკითხი დღის წესრიგში ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება და აქტუალობასაც არ დაკარგავს, თუმცა ზოგიერთი მაყურებლისთვის წინა ორი სერია საკმაოდ არასასიამოვნო სანახავი გახლდათ.

მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ-გელა სალუაშვილისთვის, რომელმაც სერიალის შემქმნელებს პრეტენზიები წაუყენა.

„ვგმობ ქართულ გადაცემა-სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ , ბოლო სერიაში ქართული ტრადიციის, კერძოდ, ქელეხის პროცესის აბუჩად აგდებას. (ქ)=9, (ე)=4, (ლ)=16, (ე)=4, ანუ 94164=კამუჰ, ანუ ებრაულად სულის გაცილებას. ეს პროცესი აღწერილია საღვთო წიგნში და არის ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, რის გარეშეც სული სამოთხის გზას დიდი წვალების შემდეგ თუ დაადგება გარდაცვალების შემდეგ.
კატეგორიულად მოვითხოვ, სერიალის რეჟისორებმა ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვის გამო ღვთისა და ერის წინაშე.
პატივისცემით, მიხეილ-გელა სალუაშვილი“ .

ზემოხსენებული წერილი, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა, სერიალის ერთ-ერთმა მსახიობმა, ბასა ხარაზმა საკუთარ გვერდზე გააზიარა.
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ერკემალი
კარგია ხშირად თუ ვიმეორებთ ამას და ქელეხი, რომელიც მართლაც ძველი ტრადიციაა, მაგრამ არა ღეობისთვის, არამედ შორიგზიდან ცამოსული სტუმრების დასაპურებლად იყო შექმნილი!!! ახლა ყოველგვარი დანიშნულება დაკარგა და უმძიმეს ტვირთად აწვება ჭირისუფალთ და ხშირად მარაზმატულ სახესაც იღებს!!!!
16:02 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლერა
რა ხალხი ვართ მოკლედ არ ვიცი,სცენარისტსაც კი არ ვაძლევთ თავისუფლად მუშაობის საშუალებას,ყველაფერში ცხვირს ვყოფთ,პრეზიდენტობის კანდიდატს კი ურჩევნია თავის საპრეზიდენტო პროგრამას მიხედოს და სერიალებზე დროს ნუ დაკარგავს.
15:34 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხოოოდა
კიდევ ერთი პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც სერიალებს უყურებს და მერე აკრიტიკებს კიდეც. საქართველოვ შენ მოგიკვდი მე რა დღეში ხარ
15:17 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
ქელეხი არის ნათესაობის თავშეყრის ადგილი, სადაც წლობით უნახავი ნათესაობა იკრიბება და არის ერთმანეთის მოკითხვა და მერე შეიძლება ცხოვრებაში ვეღAრც ნახო. "ადამიანთA ურთიერთობა სისხლით,რომ განიზომებოდეს ღორებიც არიან სისხლით ნათესავები" მე ვეთანხმები ამ გამოთქმას-
14:45 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
ქელეხი არავითარი სულის გაცილება არ არის , სულის გასაცილებლად იხდიან ტაძარში სულის მოსახსენებელს, იკითხება ლოცვები და ორმოცამდე რაც შეიძლება მიცვალებულის სახელზე მეტი მ ოწყალება გაიცეს, თუ შორიდან არის მწუხარების გასაზიარებლად სტუმარი უფლისაა და სადილის გარეშე არ გაუშვებ. ეს არის საზიზღარი ტრადიცია 10-15 წლის უნახავი ნათესაობის თავშეყრა.
14:34 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
მართლა საშინელებაა ეს ქელეხები, ღმერთმა ყველა ოჯახს მშვიდობა მისცეს. რომელი ერთი უნდა იდარდოს ჭირისუფალმა მიცვალებულის გლოვა თუ ქელეხის მოწყობა-მომზადება. ბევრს მიცვალებულის დასამარხი ფულიც არ გააჩნია არამც თუ ქელეხის მაგრამ ტრადიციას რომ არ უღალატოს და სალაპარაკო არ გახადოს მისი ოჯახი სესხულობს და მაინც აკეთებს. კარგია რომ ეს თემა წამოიწია სამსჯელოდ.
14:31 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
გასაგებიაა რომ ქელეხი სულის გაცილებას ნიშნავს,მაგრამ ასეეხდება ჩვენთან?ქელეხში უნდაა იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები რომლებსაც მიცვალებულიი ადარდებთ,ასეთები ოჯახისწევრები არიანნ.არასწორია ის,რომ ქელეეხში ჭა-სმაზე იფიქრო,ამით მიცვალებულსაც შეურაცხყოფ და ჭირისფლებსაც.
14:15 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ქელეხზე საზიზღარი ტრადიცია ქართველებს არ გვაქვს,მიხარია,რომ არ მოწონს უმრავლესობას.მიცვალებულს ტირის ადამიანი,გამწარებული,გაუბედურებული და თან იმაზე ფიქრობს როგორი ბაჟე და როგორი ხაჭაპური გამოაცხეს მზარეულებმა,საშინელებაა
13:55 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ქელეხი, სულის გაცილება, უნდა მოეწყოს, ოგონდ მხოლოდ ჭირისუფლების მასშტაბებით. გასვენების შემდეგ მიპატიჟება, წამოდი თორემ მეწყინება და ამგვარები აგარ უნდა იყოს. სუფრასთAნ უნდა ჯდებოდეს მარტო უახლოესი რამოდენიმეადამინი, ნამდვილად შესრულდეს ის, რაც აუცილებელია მიცვალებულის სულთAნ დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს წარმოთქმულ სადღეგრძელოს რამდენი ადამიანი შესვამს?
13:52 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თ ე ო
ჯიგარი ხარ,ასე სწორად არავის განუმარტავს ეს საზიზღრობა ქელეხიიიიიიიი! ბრავო,კარგია რომ ახალგაზრდება სხავაგვარად ფიქრობს
13:38 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS