26 ივლისი, 2013
პრეზიდენტობის კანდიდატი „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
კატეგორიულად მოვითხოვ, სერიალის რეჟისორებმა ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვის გამო ღვთისა და ერის წინაშე. 
„ჩემი ცოლის დაქალების“ გასული შაბათ-კვირის სერიები ისეთ სევდიან თემას ეძღვნებოდა, როგორიც ქელეხია. სცენარისტმა ამ ტრადიციის „გამაიმუნება“ მაქსიმალურად შეძლო, „ახალმა სიტყვამ გლოვაში“ მაყურებლის უმრავლესობას სახეზე ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ლელა მებურიშვილის კატოს მცდელობა, ქელეხი სვეტურ ივენთად გადაექცია, კრახით დასრულდა.

რასაკვირველია, გარდა სერიალის რეიტინგზე ზრუნვისა, იგრძნობოდა სცენარისტის მისწრაფება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სალაპარაკო თემა „აეგდო“ , რასაც მიაღწია კიდეც. რამდენად მიზანშეწონილია
200-კაციანი ქელეხები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ღრეობად გადაიქცევა ხოლმე, ეს საკითხი დღის წესრიგში ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება და აქტუალობასაც არ დაკარგავს, თუმცა ზოგიერთი მაყურებლისთვის წინა ორი სერია საკმაოდ არასასიამოვნო სანახავი გახლდათ.

მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ-გელა სალუაშვილისთვის, რომელმაც სერიალის შემქმნელებს პრეტენზიები წაუყენა.

„ვგმობ ქართულ გადაცემა-სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ , ბოლო სერიაში ქართული ტრადიციის, კერძოდ, ქელეხის პროცესის აბუჩად აგდებას. (ქ)=9, (ე)=4, (ლ)=16, (ე)=4, ანუ 94164=კამუჰ, ანუ ებრაულად სულის გაცილებას. ეს პროცესი აღწერილია საღვთო წიგნში და არის ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილი, რის გარეშეც სული სამოთხის გზას დიდი წვალების შემდეგ თუ დაადგება გარდაცვალების შემდეგ.
კატეგორიულად მოვითხოვ, სერიალის რეჟისორებმა ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვის გამო ღვთისა და ერის წინაშე.
პატივისცემით, მიხეილ-გელა სალუაშვილი“ .

ზემოხსენებული წერილი, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა, სერიალის ერთ-ერთმა მსახიობმა, ბასა ხარაზმა საკუთარ გვერდზე გააზიარა.
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
მარიმარი
აბა ქელეხი თუ არ გააკეთა ხალხმა ამდენ რესტორნებს და დარბაზებს რაგა ეშველებათ ერტმანეთს ხომ არ დაკრძაკავენ?(DDD
22:56 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არანაირად არ მომწონს ეგეთი ქელეხები,დოლ აკარდიონით რომ აცილებენ მიცვალებულს.შემდეგ კი იწყებენ იმის გაქილვას თუ როგორი სუფრა იყო...ოჯახში როგორი ფარდა ეკიდათ...რა ფერის იატაკი იყო და ა.შ
19:16 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიონა2
მე მომცონს რეზჰისორის დადგმა სცორედაც ამხელა ხრეობა გასვენებაჰი რა ლამაზია მისი ოგახის ცევრები უნდა ჯდებოდეს გასვენების ჰემდეკ მაგიდასან აბა ისაა კარგი დატვრებიან და მიცვალებული ვეხარ მიკავტ საპლავამდე?
02:10 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მთავარი ლოცვა და პანაშვიდია თორე აქ ვინ რამდენს დალევს და შეჭამს მაგას რა მნიშვნელობა აქვს სულისთვის ეგ ხომ არაფერს არ ნიშნავს. "პაკაზუხა" ხალხი ვართ და ღრეობამდე მიგვყავს სამგლოვიარო ცერემონიალი - სამწუხაროდ
01:18 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
ჩემი სახელით გავრცელებულ ზემოთ გადმოცემულ ე.წ. კომენტართან - მე არავითარი კავშირი არ მაქვს... ღმერთმა შეუნდოთ ეს ნებსითი [თუ უნებლიე] შეცოდება
22:01 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკო
სად წერია 300 კაციანი ქელეხი სავალდებულოა ოჯახი ვალებში ჩავარდეს და დაუსრულებელ ღრეობას და ლოთობას უყუროს ჭირისუფალმაო.არაფერი აქვს საბოდიშო რეჟისორს და სცენარისტს სულის მოხსენიება ახლო წრეშიც შეიძლება უფრო მოკრძალებული,გლოვის შესაფერისი სუფრით და არა ქეიფით!!!!!!!!!პ.ს.მაოცებს ეს ხალხი საზოგადოების სახელით რომ საუბრობს
20:54 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
საბერძნეთშიც იციან მიცვალებულის გაცილება მაგრამ ხაშლამებით კი არა არამედ ტკბილეულით და კონიაკით და ძალიან ნორმალურიცაა,და არავინ რჩება დიდ ხანს შილას მოლოდინში
18:28 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანაბანა
ნეტა ამ მიხეილს არ უჟუილებდეს,ქელეხი ღრეობა არ უნდა იყოს,მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავები უნდა აცილებდეს სულს,მოუნდა ბოდიში ჯიგარს...ნეტა თვითონ იხდიდნენ ბოდიშებს თავიანთი ქმედებებისთვის...მე მომხრე ვარ რეჯისორებისგან გაშუქდეს ამგვარი საკითხები,ამდენი კუდაბზიკობამ და კიკიმორობამ სადამდე მიიყვანა ერი თავად ხედავთ,ზომიერების გრძნობაა საჭირო ყველაფერში..
17:08 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ხაშლამა, ლობიო და შილა ფლავი თუ არ დაიყარა სუფრაზე და ღვინის 100-ნი ბოცები თუ არ დაიცალა, ისე მიცვალებულის სული ვერ შევა ცათა სასუფეველში?! კარგით რა!
16:56 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
უფრო ღრმად რომ გავაანალიზე, იმასაც მივხვდი, რომ სულის გაცილებასაც არ ემსახურება ქელეხი. ეს საკითხი ეკლესიაში წყდება. მოდით, ხალხო, დავსვათ ეს საკითხი, რა. ღმერთმა ყველას გვაშოროს, მაგრამ არც გარდაუვალია. ვისაც ძალუძს, გზები შემოგვთAვაზოს, როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ, და კოცნის აკრძალვის მაგივრად ეს მარაზმი ავკრძალოთ.
16:47 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS