27 ივნისი, 2015
როგორ ეხმაურებიან საქართველოში ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას: „არ მინდა, ერთის მაგივრად ყველა გეი იყოს“
ღმერთო, რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში
ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში კამათი არ წყდება. ერთ- ერთი პირველი ამერიკაში მიმდინარე ამბებს ხატია სიჭინავა გამოეხმაურა. მის "ფეისბუქის" გვერდზე მწვავე კამათი გაიმართა.

"ამერიკამ მიიღო ერთსქესიანთა ქორწინება და ბედნიერია. ღმერთმა არ მოგაკლოთ ეგ ბედნიერება თქვენ და გვაშოროს ჩვენ. მალე შექმენით ბავშვის გაჩენის მეთოდი უმშობლებოდ! ჩაკალით ყველანაირი პატივისცემა რელიგიისა და მშობლების მიმართ ! ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ მანდ, ამერიკაში!!! ღმერთო,
რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში", წერს ხატია.

ხატიას სტატუსს მალევე უამრავი კომენტარი მოჰყვა.

"ხატია, დავიჯერო შენ სამეგობროში 1 გეი არ არსებობს?"

"არსებობს ! და არ მინდა, ერთის მაგივრად ყველა გეი იყოს!"

"ეს ადამიანები არსებობენ და მგონი, იმით რომ ერთმანეთი უყვართ არაფერს აშავებენ".

"და არც არავინ ეხებათ და აწუხებთ! და ანალოგიურად არ უნდა შეგვაწუხონ ჩვენც! უკვე ყელში ამოვიდა ამათი უფლებების დაცვა და ჩვენი გადაჯიშების აქტიური მცდელობა!"

"გეი მეგობრის არსებობა და მათი ქორწინების დაშვება საერთოდ რა შუაშია ერთმანეთან? მით უმეტეს ბაშვების ყოლის უფლება!! კოშმარია ნამდვილად, იყოს გეი, არავინ უშლის, მაგრამ ქორწინება, კაბა და მითუმეტეს ბავშვი, ძააალიააან ზედმეტიაა"!

ხატიას სტატუსი მოიწონა და საკუთარი აზრიც კომენტარით დააფიქსირა გიგა კვენეტაძის ყოფილმა მეუღლემ ნინო წიკლაურმაც, რომელიც როგორც ყოველთვის ამჯერადაც რადიკალური იყო.

"უუუ, როგორ მეზიზღება მათი მორალი! და საერთოდ, მაგ ამერიკისთვის ერთი ცუნამი არ არსებობს ? ღმერთო, მაპატიე...", წერს ნინო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნია
გაუნათლებლობის შედეგია ხატიას და მისი მსგავსი არსებების ამდაგვარი აზროვნება! ან თუნდაც კომენტარები რა ამაზრზენია! ერთადერთი ,,უწიგნურობა ზეიმობს".ამ ადამიანის კომენტარია ადამიანური და მართალი.როგორ და რატომ უნდა ინატრო ქვეყნის წალეკვა ცუნამით,თუ მართლა უწიგნური არ ხარ???
21:24 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა უვიცობაა, ინატრო ადამიანმა ცუნამი ქვეყნისთვის,სადაც ჰომოსექსუალების გარდა უამრავი ქართველი ემიგრანტია,უამრავი ბავშვი,მოხუცი და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანია! ნორმალურ მოვლენად არ მეჩვენება ასეთი გადამეტებული აქტივობა სადღაც ამერიკაში მიღებული კანონის გამო! ამდენ უაზრო ტლიკინს და და ვაიპატრიოტობას სჯობს, ყველამ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს,დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული მეეზოვემდე და იქნებ გვეშველოს! გახდა ყველა მორალისტი და მქადაგებელი! ვითომ თავიანთ ქვეყანაში აყვავებული აქვთ ყველაფერი და გადასწვდნენ ამერიკას,მიხედეთ საკუთარ ქვეყანას და პრობლემებს და ვიღაცეების სიკვდილის ნატვრას შეეშვით ეს,ვითომ ,,სელებრითები"!
21:03 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თუთა
არ მყავს გეი-ნაცნობები და არ მინდა რომ მყავდნენ, ვინაიდან ვერ ვმალავ ვერც მათდამი და ვერც მათი დამცველების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას...
17:32 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ucignuroba zeimobs
ქვეყანაში უამრავი პრობლემაა დაგროვილი, ცინა ხელისუფლეების მიერ დატოვილიც და ახალი ხელისუფლების დამატებული, შავი სურათი ნამდვილად არ მინდა დავხატო - რომ ქვეყანაში ყველაფერი აბსოლუტურად ცუდადაა, მაგრამ ფაქტია, რომ საზრუნავი ყველას ერთად ბევრი გვაქვს, რომ საერტო მდგომარეობა გამოსწორდეს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ სხვა ქვეყანაში რა კანონს მიიღებენ ამაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენი კანონმდებლობა როგორ გავაჯანსაღოთ და ჩვენივე საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა არ მოგვახვიოს მატთვის სასურველი კანონები ამისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რასიც საზოგადოების ჩართულობაა საჭირო, მაგრამ დიდი ხანია არავინ აღებს ხელისუფლებიდან ხალხთან თანამშრომლობისათვის სახელისუფლებო კარებს და ეს ცლებია პრობლემად რჩება მიუხედავად ხელისუფლების სხვადასხვაობისა. და კიდევ ერთი რამ: უამრავი ღირსეული ადამიანი და საზოგადო მიოღვაწე ყავდათ და ყავთ ამერიკელებსაც და საქართველოს ჩათვლით სხვა სახელმწიფოებსაც,ამიტომ ქვეყნის მასობრივად განადგურების სურვილი უმეცრებაა. მით უმეტეს რომ თუნდაც ამერიკაში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და რატომ ვწირავთ ცუნამისათვის.
16:51 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
რა მარაზმია,იყოს თასვისთვის ეს ამერიკა და ჩვენ შეგვეშვას,თავისი მორალური პრინციპების თავზე მოხვევით,უმრავლოთ,თუ ასე სურთ მათ გეი საზოგადოება,სიამოვნებით გავამგზავრებდი,რამდენიმე ჩარტერული რეისით ჩვენს კინკილა გეებსაც,დიადი ამრიკისკენ და ზედ მივაყოლებდი,მათ ასევე ვითომ დამცველ არასამთავრობოებს,დე იყვნენ იქ ერთად,დაცვა აღარავისგან მოუწევთ....
13:40 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თათი
იმდენი მიმდინარე პრობელმაა, მათზე რომ იფიქრონ და საქმე აკეთონ უმჯობესი იქნება, ვიდრე უაზრო მსგავს სტატუსებსზე დროის დახარჯვა.
12:36 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
გოგონებო გაგახარათ ღმერთმა! დიდება უფალს თქვენისთანები კიდევ შემორჩენილან საქართველოში! ე.ი. გადავრჩენილვართ, ვერ გამოგვატვინეს ბოლომდე უზნეობის დამქაშებმა! ე,.ი. მსოფლიოს გადაშენების მომხრეებმა
09:33 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
უფალო დაიფარე საქარტველო და ქარტველი ხალხი ამ განსაცდელისაგან.ეს ხომ სჰავი ცჰირია მოუსჰორებელი.......
22:54 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კობა კობალაძე
როცა დედამიწაზე შემომქმედმა შექმნა ულამაზესი, უსაყვარლესი ქმნილება ქალი, მისი უარყოფა, არ დანახვა და არ სიყვარული ჩემი აზრით მხოლოდ უბედურებაა. არც ავადმყოფობა და არც სხვა რამე. ღმერთო აშორე ეს უბედურება ჩვენს ჯიშსა და გენს
19:41 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვახო
ძველი რელიგიური შეხედულება უშვებს უმცირესობის გაწირვას. ლიბერალიზმი კი ამბობს: ადამიანი მარტოც რომ იყოს არის თანაბარ ღირებული. აი ეს 2 ხედვა იბრძვის.
15:44 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS