25 ივლისი, 2013
პიარის სპეციალისტმა ნინო ჩხეიძეს ღია წერილით მიმართა
ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც... სოსო გალუმაშვილი პიარის სპეციალისტი გახლავთ, მას ხშირად იწვევენ მედიაში, ამ სფეროს შესახებ მოსაზრებების გამოსათქმელად. სოსო გალუმაშვილი აქტიური „ფეისბუქელია“ და საკმაოდ გონებამახვილურ სტატუსებსაც აქვეყნებს, თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა სტატუსმა ყოველგვარი მოლოდინს გადააჭარბა. ის საბოდიშო ღია წერილით ქართველ მომღერალს, ნინო ჩხეიძეს მიმართავს, რომელსაც სახალისოდ უცვლელად გთავაზობთ.

„ღია წერილი ქალბატონ ნინო
ჩხეიძეს. ბოდიშს გიხდით, რომ გაკრიტიკებდით, ვაკრიტიკებდი თქვენს შესრულების მანერას, გაკრიტიკებდით პირველიდან მეორეზე, მეორედან ბანზე, ბანიდან პირველზე ან მეორეზე ან ყველა ხმაზე ერთდროულად გადასვლის გამო. ვაკრიტიკებდი თქვენს არათბილ ხმას და დეტონაციებს, უაზრო პაუზებს, ამოსუნთქვის დროს რომ ჩნდებოდა ხშირად. ბოდიშს გიხდით, რომ ქალაქური სიმღერის მესაფლავე გიწოდეთ, ბოდიშს გიხდით, რომ „წაღვერი და თბილისის“ შესრულების შემდეგ ვიოცნებე, რომ ეს მანძილი (თქვენი ნანატრის საპირისპიროდ), რაც შეიძლება გაზრდილიყო. ბოდიშს გიხდით, რომ გავაქილიკე თქვენი მცდელობა, სასცენო სახელად „ნიო“ დაგემკვიდრებინათ, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც იურმალას მოვუსმინე და ვუყურე.
ქალბატონო ნინო, გამოუშვით და ჩაწერეთ ახალ-ახალი სიმღერები, ახალ-ახალი ალბომები, მიეცით ინტერვიუები, გადაიღეთ კლიპები და იმღერეთ საოპერო არიები, მე თქვენ იურმალის ყველა შემსრულებელზე უფრო ნიჭიერად მიმაჩნიხართ.
პატივისცემით, თქვენი ნიჭის (გვიან, იურმალის შემდეგ) დამფასებელი, სოსო გალუმაშვილი“.

Ratingროგორც ჩანს, ნინო ჩხეიძემ სოსო გალუმაშვილის სტატუსი დღეს ნახა და მისი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაშეარება გადაწყვიტა, თან შესაბამისი წარწერაც გაუკეთა - „ბოდიში მიღებულია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პატივისცემით, ნიო“. აშკარაა, რომ მომღერალმა პიარის სპეციალისტის იუმორი სათანადოდ დააფასა.

შეგახსენებთ, იურმალაში „ახალი ტალღის“ კონკურსი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. მაყურებელმა უამრავ რუს შემსრულებელს მოუსმინა. როგორც აღმოჩნდა, მათ სოსო გალუმაშვილის მუსიკალური გემოვნება ვერ დააკმაყოფილეს, თუმცა გალუმაშვილის აზრს, „ფეისბუქის“ სტატუსებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა ბევრი ქართველიც იზიარებს...

ქეთი მელაძე, სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნანა
ნინო მაგარი ხარ ყურს ნუ უგდებ ამ სასიზღარ და ინტრიგან კაცს
08:58 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მეს
და ვინ ამბობოს რმ აზრის გამოთქმის უფლება არ გაქვთ.მაგრამ გააჩნია იმ აზრს როგორ გამოთქვამ.ზოგადად ქათველ მომღერლებს ბევრი მსმენელი არ ჰყავს.უმეტესობა უცხოურს უსმენს.მაგრამ ნინო ჩხეიძეს შეუძლია თქვას რომ ჰყავს მსმენელი თან დდი რაოდენობით.ასევე ჰყავს ბევრი მოსურნე,რომელთაც არ უხარია მისი წარმატება.უმეტესობა უსმენს მაგრამ ბევრი არ ამბობოს რადგან სეძელბა ვინმემ გოიმად ცატVალოს.ნინო Dღეს საქართველოში არის ყველაზე გაყიდვადი.პოპულარული და რეიტინგული მომრერალი.მისი ყველა სიმრერა ჰიტდება და იცის ყველამ მათ სორის ამ მახინჯმა სოსომაც.ნინო მაგარი ხარ
08:57 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
კარგით რა! სილამაზე რა შუაშია! მაგარი სტატუსი გააძრო სოსომ :))) ნინოც ლამაზია, მაგრამ მისი სიმღეა ბევრს არ მოსწონს, ამიტომ აზრის გამოხატვის უფლება ჩამოვართვათ?
16:34 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნო
აუუ ჩხეიძე რომ ამ მახინჯის დასაცინი გახდება.ნინო მიყვარხარ
11:41 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ფუუ
აუ ეს სოსო თუ ვიღაცა როგორ დასცინის ნინოს.ნინო ლამაზი არის და ეგ სოსო რა მახინჯი რარაცა.ნინო მაგ ბანჯგვლიანს ყურადღება არ მიაკციო
19:49 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS