25 ივლისი, 2013
პიარის სპეციალისტმა ნინო ჩხეიძეს ღია წერილით მიმართა
ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც... სოსო გალუმაშვილი პიარის სპეციალისტი გახლავთ, მას ხშირად იწვევენ მედიაში, ამ სფეროს შესახებ მოსაზრებების გამოსათქმელად. სოსო გალუმაშვილი აქტიური „ფეისბუქელია“ და საკმაოდ გონებამახვილურ სტატუსებსაც აქვეყნებს, თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა სტატუსმა ყოველგვარი მოლოდინს გადააჭარბა. ის საბოდიშო ღია წერილით ქართველ მომღერალს, ნინო ჩხეიძეს მიმართავს, რომელსაც სახალისოდ უცვლელად გთავაზობთ.

„ღია წერილი ქალბატონ ნინო
ჩხეიძეს. ბოდიშს გიხდით, რომ გაკრიტიკებდით, ვაკრიტიკებდი თქვენს შესრულების მანერას, გაკრიტიკებდით პირველიდან მეორეზე, მეორედან ბანზე, ბანიდან პირველზე ან მეორეზე ან ყველა ხმაზე ერთდროულად გადასვლის გამო. ვაკრიტიკებდი თქვენს არათბილ ხმას და დეტონაციებს, უაზრო პაუზებს, ამოსუნთქვის დროს რომ ჩნდებოდა ხშირად. ბოდიშს გიხდით, რომ ქალაქური სიმღერის მესაფლავე გიწოდეთ, ბოდიშს გიხდით, რომ „წაღვერი და თბილისის“ შესრულების შემდეგ ვიოცნებე, რომ ეს მანძილი (თქვენი ნანატრის საპირისპიროდ), რაც შეიძლება გაზრდილიყო. ბოდიშს გიხდით, რომ გავაქილიკე თქვენი მცდელობა, სასცენო სახელად „ნიო“ დაგემკვიდრებინათ, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც იურმალას მოვუსმინე და ვუყურე.
ქალბატონო ნინო, გამოუშვით და ჩაწერეთ ახალ-ახალი სიმღერები, ახალ-ახალი ალბომები, მიეცით ინტერვიუები, გადაიღეთ კლიპები და იმღერეთ საოპერო არიები, მე თქვენ იურმალის ყველა შემსრულებელზე უფრო ნიჭიერად მიმაჩნიხართ.
პატივისცემით, თქვენი ნიჭის (გვიან, იურმალის შემდეგ) დამფასებელი, სოსო გალუმაშვილი“.

Ratingროგორც ჩანს, ნინო ჩხეიძემ სოსო გალუმაშვილის სტატუსი დღეს ნახა და მისი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაშეარება გადაწყვიტა, თან შესაბამისი წარწერაც გაუკეთა - „ბოდიში მიღებულია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პატივისცემით, ნიო“. აშკარაა, რომ მომღერალმა პიარის სპეციალისტის იუმორი სათანადოდ დააფასა.

შეგახსენებთ, იურმალაში „ახალი ტალღის“ კონკურსი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. მაყურებელმა უამრავ რუს შემსრულებელს მოუსმინა. როგორც აღმოჩნდა, მათ სოსო გალუმაშვილის მუსიკალური გემოვნება ვერ დააკმაყოფილეს, თუმცა გალუმაშვილის აზრს, „ფეისბუქის“ სტატუსებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა ბევრი ქართველიც იზიარებს...

ქეთი მელაძე, სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ლალუჩია
ამ ნინოს ვაფშე მუსიკალური განათლება ააქვს ნეტა? რაღაც არა მგონია! მაგან ,,ნიო,, კი არა ყანა უნდა დაირქვას. ოეეეე ყანააააააააააა!!!!!
21:04 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
5689
სოსო ყველაზე საყვარელი ლექტორი :)პატივს გცემთ
18:53 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
+
ფანდურასთან ერთად რომ მღერის „წყარო–თ“ რომ ამბობს?
12:41 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მემე
პარჩიკ ნინოს შეიზლება შეედავო ყველაფერსირაც ზემოთ ჩამოთვალე მარა ის რომ "არათბილი ხმა აქვს" პროფანულად მოგივიდა...უაზრო პაუზები სად დაუთვალე, მელიტონ ბალანჩივაძე ხარ თუ პიარშიკი? პ.ს. ამდნი შეცდომარომ შეგემჩნია მდენჯერ გექნება გადახვეული და გადმოხვეული ნინოს სიმგერები რო ვგონებ კვალიფიკაციის ამაგლება დგჩირდება შენს პროფესიაში.:*
12:23 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მართლაც, ძალიან დაბალი დონეა. მაგრამ სოსო პავლიაშვილი მაინც ძალიან ბანძი იყო.
12:00 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
იმიტომ იკლავენ ჩემო მარიტა,რომ აქ ჩამკვდარია მაგ საქმით ფულის გაკეთების შანსი.რუსეთის ბაზარი დიდია და ლიწინით იყიდება მდარე სიმღერები.იმართება კონცერტები ანშლაგით.ხოდა რა ქნან ამ მომღერლებმაა,მიდიან იმიტომ რომ იმედი აქვთ მერე კარიერას აიწყობენ რუსეთში.ზოგი გემოვნებიანს იმღერებს,ზოგიც უგემოვნოს.ფული კი გაკეთდება და.
11:30 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
სამარცხვინოა რუსი ,,მომღერლების'' შესრულება. სამარცხვინო...... რას იკლავენ ქართველები თავს ამ კონკურსზე მოსახვედრად ვერ გავიგე
01:01 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS