25 ივლისი, 2013
პიარის სპეციალისტმა ნინო ჩხეიძეს ღია წერილით მიმართა
ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც... სოსო გალუმაშვილი პიარის სპეციალისტი გახლავთ, მას ხშირად იწვევენ მედიაში, ამ სფეროს შესახებ მოსაზრებების გამოსათქმელად. სოსო გალუმაშვილი აქტიური „ფეისბუქელია“ და საკმაოდ გონებამახვილურ სტატუსებსაც აქვეყნებს, თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა სტატუსმა ყოველგვარი მოლოდინს გადააჭარბა. ის საბოდიშო ღია წერილით ქართველ მომღერალს, ნინო ჩხეიძეს მიმართავს, რომელსაც სახალისოდ უცვლელად გთავაზობთ.

„ღია წერილი ქალბატონ ნინო
ჩხეიძეს. ბოდიშს გიხდით, რომ გაკრიტიკებდით, ვაკრიტიკებდი თქვენს შესრულების მანერას, გაკრიტიკებდით პირველიდან მეორეზე, მეორედან ბანზე, ბანიდან პირველზე ან მეორეზე ან ყველა ხმაზე ერთდროულად გადასვლის გამო. ვაკრიტიკებდი თქვენს არათბილ ხმას და დეტონაციებს, უაზრო პაუზებს, ამოსუნთქვის დროს რომ ჩნდებოდა ხშირად. ბოდიშს გიხდით, რომ ქალაქური სიმღერის მესაფლავე გიწოდეთ, ბოდიშს გიხდით, რომ „წაღვერი და თბილისის“ შესრულების შემდეგ ვიოცნებე, რომ ეს მანძილი (თქვენი ნანატრის საპირისპიროდ), რაც შეიძლება გაზრდილიყო. ბოდიშს გიხდით, რომ გავაქილიკე თქვენი მცდელობა, სასცენო სახელად „ნიო“ დაგემკვიდრებინათ, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც იურმალას მოვუსმინე და ვუყურე.
ქალბატონო ნინო, გამოუშვით და ჩაწერეთ ახალ-ახალი სიმღერები, ახალ-ახალი ალბომები, მიეცით ინტერვიუები, გადაიღეთ კლიპები და იმღერეთ საოპერო არიები, მე თქვენ იურმალის ყველა შემსრულებელზე უფრო ნიჭიერად მიმაჩნიხართ.
პატივისცემით, თქვენი ნიჭის (გვიან, იურმალის შემდეგ) დამფასებელი, სოსო გალუმაშვილი“.

Ratingროგორც ჩანს, ნინო ჩხეიძემ სოსო გალუმაშვილის სტატუსი დღეს ნახა და მისი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაშეარება გადაწყვიტა, თან შესაბამისი წარწერაც გაუკეთა - „ბოდიში მიღებულია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პატივისცემით, ნიო“. აშკარაა, რომ მომღერალმა პიარის სპეციალისტის იუმორი სათანადოდ დააფასა.

შეგახსენებთ, იურმალაში „ახალი ტალღის“ კონკურსი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. მაყურებელმა უამრავ რუს შემსრულებელს მოუსმინა. როგორც აღმოჩნდა, მათ სოსო გალუმაშვილის მუსიკალური გემოვნება ვერ დააკმაყოფილეს, თუმცა გალუმაშვილის აზრს, „ფეისბუქის“ სტატუსებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა ბევრი ქართველიც იზიარებს...

ქეთი მელაძე, სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნანა
ნინო ძააან მაგარი მომღერალია და კარგადაც მღერის ხოლო მაგ გალუაშვილმა თავის თავს მიხედოს.და რაც გამოსდის ის აკეთოს.ნინო მაგისი სალანძღავი არ არის იგი ძაან ბევრ ადამიანს უყვარს განსაკუტრებით ემიგრანტებს
13:21 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ხალხო როგორ ვერ ხვდებით გალუაშვილი თვითონ არაფერს წარმოადგენს და ჩხეიძის საშვალებით ცდილობს ხალხს თავი გააცნოს. მე მგონი გამოუვიდა კიდეც. ეს ორი დღეა სხვადასხვა გვერდები სულ მაგ სისულელეს აშიარებენ, ზოგიერთი გვერდი სხვადასხვა კონთექსტში.
12:09 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გაგა
სიმღერის რა მოგახსენოთ მაგრამ მაგარ ზმანზე კი იჩითება.მაგარი ტანსაცმელი აცვია და ლამაზი ქალია.კარგია თუ სხვა ჟანრს იმღერებდა
17:21 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახ
მაგარიხარ ნინოცცცცცცცცცც
17:19 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა ლომიძე
რა არის ეს როგორ შეიდლება სულ ერთმანეთს რომ ლანძღავთ.ვისაც რა უნდა იმას მოუსმენს და იმღერებს.არ მღერის ეს გოგო ცუდად და თავი დაანებეთ
17:18 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალულიჩას
დიახ აქვს მუსიკალური განათლება და დალიან კარგადაც მღერის
17:16 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი შატბერაშვილი
ამ წერილიდან გამომდინარე გამოდის რომ ეს სოსო სულ ჩხეიძეს უსმენს და მის გამოსვლებს ადევნებს თვალს.თუ ესეთი განათლებული ხარ სიმღერაში ბატონოსოსო წადის შოუბიზნესში.ისე გირჩევნიათ თავი დაანებოთ სხვის კრიტიკას.ნინოს თქვენი დასაცინი არაფერი არ სჭირს.ან სად დაუთვალეთ ამდენი შეცდომა ეტყობა დღეში ათჯერ უსმენთ მის სიმღერებს.ნინო შენი სიმღერები მიყვარს
17:15 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
პიარჩიკს
შენ საერთოდ ვინა ხარ რომ ნინოს ლანძღავ.ისე დღეს ძაან ბევრ მომღერალს ჯობია ნინო.მეროჩხეიძისი ალბათ მოგკლავდი.ნინო მაგარი ხარ
17:11 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
vai tqvens patrons...
martala vai tqvens patrons, ertisac da meorisac, chxeidze tu momegralia... wadi qalo raaa. . ras itklarchebi igrixebi ushnod an ras icmev rom gadmokri xolme mag ushno pexebs vis rashi sjirdeba misi shexedva, ver xvdebi rom maxinji xar , ,mikvirs am goimi xalxis gemovneba sul dkaraget fuu tqvens dedas,,,,, smena daqveitebulebo.
03:26 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
----------
მემეს- შენ გაიხარე რა მაცინე, უეჭველი ეგრეა
21:25 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS