26 ივნისი, 2015
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ეთერ კაკულია გარდაიცვალა
არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ
მომღერალი და ყველაზე პოზიტიური ქართველი ვარსკვლავი ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი რაულ ქირია სოციალური ქსელის საშუალებით წერს.

"ჩემი ეთერი აღარ არის" - ქირიამ ეს სტატუსი რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ მომღერლის მდგომარეობა ბოლო დროს ძალიან დამძიმდა, რის შემდეგაც ისრაელში ქიმიის კურსი შეუწყვიტეს და კაკულია სამშობლოში დაბრუნდა.

იმ დღიდან არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ყველა ჯერზე ეს ტყუილი აღმოჩნდა, თუმცა
ამჯერად ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

ბოლო დღეები მისი მდგომარეობა დამძიმდა და ტელეპროექტ „ერთი ერთში“ სტუმრად ვერ მივიდა, სადაც მომღერალმა სოფო ბედიამ სწორედ ქალბატონი ეთერი განასახიერა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
თიკო
ძალიან მეწყინა.უფალმა დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი.ქალბატონი ეთერის იუმორის მიღმა ასე მგონია დიდი სევდა და დარდი იმალებოდა.
17:29 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დასანანია,მართლაც რომ კარგი ადამიანი იყო,უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი
16:55 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის ლამაზ სულს,ძალიან ვწუხვარ(((((
16:27 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
გული მეტკინა, ძალიან მიყვარდა. ყველასათვის თბილი და საყვარელი მომღერალი იყავით ქალბატონო ეთერ, უფალმა გაგინათოთ სასუფეველი.
15:55 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
გმერთმა გაანათლოს მისი სული...გული დამწყდა ძალიან...ძალიან მიყვარდა :(
15:52 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS