23 ივნისი, 2015
''X ფაქტორზე'' ლიფით მისული ანრი ჯოხაძე და დეკოლტიანი გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძემ გააშველა
დაძაბულობამ პიკს მიაღწია ''X ფაქტორის'' მორიგი ტურს ანრი ჯოხაძის და გიორგი გაბუნიას კონფლიქტის გარეშე არ ჩაუვლია.

ყვლაფერი კი დიმა კობეშავიძის გამოსვლას მოჰყვა. დიმამ  პრინცის ''kiss'' შეასრულა. სოფო ნიჟარაძემ მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ის პრინცზე დიდი ანუ მეფე იყო.

ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ მას არ ეგულება მეორე მომღერალი, ვინც დიმასნაირად მაღალ ნოტებს აიღებდა. სოფოს გვერდით მჯდომმა ანრი ჯოხაძემ გააპროტესტა მისი ნათქვამი
და აღნიშნა, რომ  სოფო ძალიან უყვარს, ის კი მას ამცირებს.

სოფომ დაამშვიდა და უთხრა, რომ ანრი კონკურსგარეშე იყო. ანრის და სოფოს კამათში გიორგი გაბუნია ჩაერთო და აღნიშნა, მხოლოდ დედოფლის ადგილი იყო დარჩენილი ქართულ შოუბიზნესში.

ჩემი გაბარიტებისგან დედოფალი არ გამოვა, მაგრამ მე შემიძლია, გავაკეთო დედოფალი, უპასუხა ანრიმ. დარბაზში მჯდომს მარაო სთხოვა და გაბუნიას გადასცა, მოგიხდებაო...

გიორგიმ კი საპასუხოდ ყველას ანრის სამოსზე მიუთითა და აღნიშნა,  რომ ანრი ლიფით იყო მისული.

დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ანრიმ ისიც კი აღნიშნა, რომ გაბუნიას 'საროჩკა'' ისე ღრმად ჰქონდა ჩახსნილი , ძუძუ უჩანდა.

საბოლოოდ სიტუაცია, სოფო ნიჟარაძემ დააწყნარა, რომელიც მოჩხუბრებს შორის ჩადგა.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს ანრი ჯოხაძემ და გიორგი გაბუნიამ ეპატაჟურად ჩაცმა.

შესაძლოა, ეს უბრალოდ პიარისთვის დასჭირდათ, ან ყველაფერი წინასწარ გათვალეს ყურადღების მისაქცევას. თუმცა რჩება კიდევ ერთი ვერსია. შესაძლოა, ანრი ლიფში და გაბუნია ღრმად ჩახსნილ პერანგში თავს კარგად გრძნობენ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დაჯიჯენი
ქართველ მომღერლებს შორის მეტად მსუქანია არ გინახავთ? ეს ქცევები შოუს ნაწილია ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს, მაგრამ უარყოფითი რომ ვთქვათ ადამიანებზე ეს მოგვწონს.
09:40 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სახელი
და მერე უკვირთ ჰომოფობიის არსებობა, თქვენ თვითონ ქმნით სიტუაციას , რომ ნეგატიური დამოკიდებულება გაღვივდეს. რა საჭიროა ეს იაფფასიანი ქცევები პირდაპირ ეთერში, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს. კონკურსია თუ რამდენიმე ადამიანის თავშეყრა ყავის საწრუოავად ))
13:04 / 27-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ანრი ისე გასუქდა ლიფი კი არა მალე ბანდაჟის ჩაცმა დაჭირდება
18:11 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS