19 ივნისი, 2015
რატომ ითხოვენ ქართველი ვარსკვლავები რუსულად დახმარებას - მომღერლები სკანდალში გაეხვნენ
საზოგადოების ნაწილი რუსებისადმი მოწოდებამ გააღიზიანა სოციალურ ქსელებში დილიდან ახალი სალაპარაკო თემა გაჩნდა. ვრცელდება აჩი ფურცელაძის, მიშა მესხის, რეპერ გიორგი პავლიაშვილის, ანუ მასტერის, თემურ თათარაშვილის, ნინი ქარსელაძის და სხვა ქართველების ფოტოები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ ან იქ დროებით იმყოფებიან.

ისინი რუსულად ერთად დგომისა და საქართველოს დახმარებისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების ნაწილი რუსებისადმი მოწოდებამ გააღიზიანა და მიიჩნევენ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არანაირი დახმარება არ უნდა ვითხოვოთ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე რეპერი მასტერი ამბობს,
რომ ისინი არა რუსებს, არამედ იქ მცხოვრებ ქართველებს მიმართავენ.

Rating

გიორგი პავლიაშვილი, მასტერი: - ზუსტად გეტყვით, რა ხდება. ჩემმა მეგობარმა, ბექა ხოფერიამ დამირეკა და მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო აქციაში, რომელიც ეხმარება ერთ ბიჭს, მას სტიქიის შედეგად დედა და დეიდა გარდაეცვალა, თუ სწორად მახსოვს… 17 წლის ბიჭია. ამ აქციის ძირითადი წევრები, როგორც თავიდანვე ამიხსნეს და ასეც არის, არიან ქართველი ემიგრანტები, ვინც რუსეთში ცხოვრობს. გროვდება თანხა ერთი კონკრეტული ადამიანისთვის გადასარიცხად. ვიღაცებმა გაიგეს, რომ კრემლს ვთხოვდით ფულს ან სახელმწიფოს. მხოლოდ რუსეთში მყოფ ქართველებს ვთხოვთ ერთად დგომას. არის ასეთი კონტრშეკითხვაც, თუკი ქართველებს მიმართავთ, რუსულად რატომ გიწერიათო. ჯერ ერთი, ასე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მე კომენტარი ქართულად მივეცი.

Rating

და მეორეც - ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც ფიზიკურად არ იციან ქართულად კითხვა. მაგალითად, ცნობილი რეპერი L’one ვერ კითხულობს ქართულად, მაგრამ ჩვენს თაობაში ძალიან პოპულარულია და ქართული სულის ადამიანია.

ალბათ, ეს გათვლილი იყო ეთნიკური წარმოშობის ქართველებზე, რომლებიც დიდი ხანია აქ ცხოვრობენ, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. იმასაც დავამატებ, რომ მართლა ვფიქრობ, ეს ანტიპიარი, რაც წამოვიდა, ერთმა ჯგუფმა ააგორა.

Rating

ჩემს გვერდზე, რომელსაც 80 000 ლაიქი აქვს, როცა განვათავსე ფოტო, არანაირი კრიტიკა არ წამოსულა. უბრალოდ, ერთმა ადამიანმა გააზიარა და შემდეგ იქიდან წაიღო ყველამ, ამიტომ მგონია, ერთი ჯგუფის ნამოქმედარია, რომელიც ყველაფერს სხვანაირად უყურებს.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მია
ვის აბოლებთ,როდესაც კონკრეტულ პიროვნებას ეხმარებიან მისი სახელი გვარი და ანგარიშის ნომერი დაწერეთ და ჩვენც დავეხმარებით.მაგ ბანერი სულ სხვა რაიმეზე მეტყველებს.ხოფერია როგორც დედამისი რუსეთის მეხიტბეები არიან.დიახაც რუსეთი ოკუპანტია და ფულის გამო ყველაფერს ნუ კადრულობთ.
22:01 / 28-08-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ლიკა პარიჟიდან არა,პარიზიდან))) ღირსეულო ქართველო ))))
20:52 / 28-08-2017
გამოხმაურება / 0 /
maia
ყველა რუსეთში მცხოვრებ ქართველმა იცის ქართული ანი ბანი.ასე რომ თუ ეგ თავის გამართლებაა
09:07 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
giga
ურუსეთოდ ვერ ძლებენ ეს სულით მონები თავმოყვარეობა სულ არ ააქვთ მაინც რითი დაგეხმარებათ? გადმოგიგდებს 2 კაპიკს და დაგამადლის.
18:30 / 20-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
პარიჟიდან, ნიუიორკიდან და კიდევ უამრავი ღირსეული ქვეყნიდან გაქვთ სასწავლი ბევრი რამ ზოგიერთს..
14:29 / 20-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS