თიკა ჯამბურია თბილისში მომხდარ ტრაგედიას შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:
''მგონი, მე არ დამიწერია, მარტო დიდი სტატუსი, ასე რომ ჩემი ჯერიც დადგა... პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მეამაყება ის, რომ ამ თაობის წევრი ვარ ! 90-იანებიდან მოყოლებული ჩვენ ჩვენ სამშობლოსთან ერთად გამოვიარეთ ყველა უბედურება და გასაჭირი...
ჩვენ ვიცით და სისხლში გვაქვს გამჯდარი ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის... ჩვენ ვართ თაობა რომელსაც ენატრება, უფრო სწორად აინტერესებს რა არის მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება...
მართლა
იმის თქმა მინდოდა, რომ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ აქედან წასვლა სულ მინდოდა, ახლა ვხვდები, რომ ჩემნაირი სამშობლო არავის არ აქვს და ვერასოდეს ვერ შემიცვლიან...
არ გვჭირდება არავის რუბლები და ძალით დახმარებები უბედურებაზე აწყობილი პიარები... ჩვენ ჩვენ თვითონ მოვუვლით ჩვენ პატარა და სიყვარულით სავსე ქვეყანას ერთად ყოფნით''.
სალომე დადიანი




















