17 ივნისს დაძაბულებამ თბილისში პიკს მიაღწია. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დასაკითხად მიწვევას რამდენიმე ასეული ადამიანი კანცელარიასთან აპროტესტეტებდა. მათ შორის იყო მწერალი ლაშა ბუღაძეც. იუმორისტი ბაკურ სვანიძე მომხდარს სოციალურ ქსელში მორიგი მწვავე სტატუსით გამოეხმაურა:
''ისა, ზოგ-ზოგიერთებს მართლა ხო არ გძმარავთ?
მე ვპოსტავ - "ლაშა ბუღაძეს არავინ ეკითხება პროკურატურა დაიბარებს თუ არა დაკითხვაზე ზურაბ გურიელიძეს!" და ვიღააცეები მიკომენტარებენ:
"გურიელიძე პატიოსანი კაცია!"
"აუ, გურიელიძეს თავი დაანებე რა!"
"ახლა გურიელიძეს
"გურიელიძის მეტი ვერავინ ნახო რა დასაჭერი!"
აი, ასეთ ხალხს აზროვნებაში მართლა ჯობია გმირთა მოედანზე გამოვარდნილი ჰიპოპოტამი!
ოე!
ცალტვინა "ნაროდო"!
მე ვამბობ იმას, რომ პროკურატურა და გამოძიება დაკითხვაზე ზოოპარკის დირექტორს დაიბარებს თუ ხორცკომბინატის გამგეს - ეგ არ არის არც ლაშა ბუღაძის და არც სხვა რომელიმე დიპლიპიტო ტუტუც-ფეისის საქმე!
პროკურატურაში გარკვეული ორგანიზაციების დირეტქორთა ყოველ დაბარებაზე აქცია-მიტინგები თუ ვატარეთ მაგარი "სახელმწიფო" ვიქნებით, ჩვენმა მზემა რა!
ლაშა ბუღაძეების გადასაწყვეტი არ არის, ვის დაეკისრება კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა!
მოდი, მაშინ დავსვათ ლაშა ბუღაძე გენერალურ პროკურორად და დავუსვათ მოადგილედ "მყუდრო" ცინაძე და იალაააა!
მაგათმა გადაწყვიტონ ვინ დასაკითხია და ვინ დასაჭერი, არა?
და არაფერ შუაშია აქ ზოოპარკის დირექტორის კონკრეტული გვარ-სახელი!
ზოოპარკის დირექტორი გოგია რომ იყოს თუშურაშვილი, ზუსტად იგივეს ვიტყოდი და დავწერდი!
ასე რომ, ზოგიერთმა ან წაკითხულიდან სწორი შინაარსის გამოტანა ისწავლეთ, ან დემაგოგიას თავი დაანებეთ!
რაც არ მითქვასმს და დამიწერია იმაზე პასუხს ნუ მთხოვთ!
და ისე კი, დებილებს ვბლოკავ ხოლმე გაუფრთხილებლად და გაითვალისწინეთ''! - წერს სვანიძე.




















