18 ივნისი, 2015
ბაკურ სვანიძე: ''ლაშა ბუღაძეს არავინ ეკითხება პროკურატურა დაიბარებს თუ არა დაკითხვაზე ზურაბ გურიელიძეს!''
ლაშა ბუღაძეს არავინ ეკითხება პროკურატურა დაიბარებს თუ არა დაკითხვაზე ზურაბ გურიელიძეს
17 ივნისს დაძაბულებამ თბილისში პიკს მიაღწია. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დასაკითხად მიწვევას რამდენიმე ასეული ადამიანი კანცელარიასთან აპროტესტეტებდა. მათ შორის იყო მწერალი ლაშა ბუღაძეც. იუმორისტი ბაკურ სვანიძე მომხდარს სოციალურ ქსელში მორიგი მწვავე სტატუსით გამოეხმაურა: 

''ისა, ზოგ-ზოგიერთებს მართლა ხო არ გძმარავთ?

მე ვპოსტავ - "ლაშა ბუღაძეს არავინ ეკითხება პროკურატურა დაიბარებს თუ არა დაკითხვაზე ზურაბ გურიელიძეს!" და ვიღააცეები მიკომენტარებენ:

"გურიელიძე პატიოსანი კაცია!"

"აუ, გურიელიძეს თავი დაანებე რა!"

"ახლა გურიელიძეს
რაღას გადაეკიდე?"

"გურიელიძის მეტი ვერავინ ნახო რა დასაჭერი!"

აი, ასეთ ხალხს აზროვნებაში მართლა ჯობია გმირთა მოედანზე გამოვარდნილი ჰიპოპოტამი!

ოე!

ცალტვინა "ნაროდო"!

მე ვამბობ იმას, რომ პროკურატურა და გამოძიება დაკითხვაზე ზოოპარკის დირექტორს დაიბარებს თუ ხორცკომბინატის გამგეს - ეგ არ არის არც ლაშა ბუღაძის და არც სხვა რომელიმე დიპლიპიტო ტუტუც-ფეისის საქმე!

პროკურატურაში გარკვეული ორგანიზაციების დირეტქორთა ყოველ დაბარებაზე აქცია-მიტინგები თუ ვატარეთ მაგარი "სახელმწიფო" ვიქნებით, ჩვენმა მზემა რა!

ლაშა ბუღაძეების გადასაწყვეტი არ არის, ვის დაეკისრება კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა!

მოდი, მაშინ დავსვათ ლაშა ბუღაძე გენერალურ პროკურორად და დავუსვათ მოადგილედ "მყუდრო" ცინაძე და იალაააა!

მაგათმა გადაწყვიტონ ვინ დასაკითხია და ვინ დასაჭერი, არა?

და არაფერ შუაშია აქ ზოოპარკის დირექტორის კონკრეტული გვარ-სახელი!

ზოოპარკის დირექტორი გოგია რომ იყოს თუშურაშვილი, ზუსტად იგივეს ვიტყოდი და დავწერდი!

ასე რომ, ზოგიერთმა ან წაკითხულიდან სწორი შინაარსის გამოტანა ისწავლეთ, ან დემაგოგიას  თავი დაანებეთ!

რაც არ მითქვასმს და დამიწერია იმაზე პასუხს ნუ მთხოვთ!

და ისე კი, დებილებს ვბლოკავ ხოლმე გაუფრთხილებლად და გაითვალისწინეთ''! - წერს სვანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
გეთანხმები ბაკურ.ლაშა ბუღაძეს მართლა არავინ ეკითხება. თავისთავს მიხედოს ჯობია.თუ რამე ემეტება იმით დაეხმაროს დაზარალებულებს და არა გურიელიძის დაცვით.
23:57 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კახაბერი
ძალიანც მართალს ამბობს ! * დიდი მოაზროვნე მწერლების და მსახიობების *, თან ნაცსალაფავით გამძღარი მიუდროების და ბუღაზეების საკითხავი არ არის ეგ საქმე ! მაგათი აღშფოთება გახსოვთ, როცა ხალხს ქუჩში ხვრეტდნენ და ასისხლიანებდნენ ? მტუდრო ის ერთუჯრედიანიარ არის , პატრიარქი დასაჭერიაო რომ ამოაბლუკუნა ?
22:56 / 20-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თემო
აუ, კიდევ დიდხანს უნდა იყოს ამის სიფათი წინა პლანზე? მოაშორეთ რაა, სხვა არაფერია განსახილველი?!
19:21 / 20-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ძალიან გაბოროტებული ხარ ბატონო ბაკურ,როგორ ყველას ესხმი თავს.ხომ ხედავ არ გიფასდება მთავრობისგან ეგ ემოციები,დაწყნარდი რა
17:32 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ისე მე არ მახსოვს არც ლაშა ბუღაძის და არც სხვა ჩუმი ნაციონალების პროტესტი როცა სააკაშვილმა ნახევარი საქართველო ციხეში ჩაყარა( აქედან ნახევარი უსამართლოდ), პროკურატურაში დაბარებები მაშინ იყო თუ იყო.
13:00 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS