18 ივნისი, 2015
ქეთი დოლიძისა და ანრი ბიბინეიშვილის მორიგი დაპირისპირება: ''ახლა ამასაც ვიღაც თავის თავზე მიიწერს''

არაფერ შუაშია ნაცები! გაწყდნენ ეგენი ერთ დღეს

''აი, ასეა, როცა ადამიანები აჟიტირებულნი არიან და ლოგიკას ვერ მიყვებიან! ვინ დააკავებდა ზურაბ გურიელიძეს? არც არავინ აპირებდა! ახლა ამასაც ვიღაც თავის თავზე მიიწერს! არავინ არ ემუქრებოდა! აცალეთ ამ ახალგაზრდებს თბილისი მოვლა და ხელისუფლებას ამ უბედურებას მოუაროს! რა მიტინგები გენატრებათ? მივხედოთ ყველამ თავის საქმეს!''

''საქმე მიეცათ! დარწმუნებული ვარ ნაცების აგორებული ისტერიაა''!  - წერს რეჟისორი  ქეთი დოლიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

''არაფერ შუაშია ნაცები! გაწყდნენ ეგენი ერთ დღეს! ის ახალგაზრდები ვიყავით სწორედ მისულნი
ვისაც მეოთხე ღამეა არ გვძინებია'', - უპასუხა ქეთი დოლიძეს მსახიობმა ანრი ბიბინეიშვილმა.

მსახიობსა და რეჟისორს შორის სოციალურ ქსელში ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა.

დაახლოებით ერთი წლის წინ რეჟისორმა ანრი კესარია აბრამიძესთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა.


სალომე დადიანი

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიო
ეს დოლიცე კომფორტულად გრცნობს ტავს ეხლა..გვახსოს რო დადიოდა არცევნ3ბის წინ და ამბობდა კველა სოფელს რამოდენიმე მილიონი ექნებაო ბიუჯეტი..სად არის დაპირებული..იციტ ხალხს როგორ უცირს ცალიან ბევრს სოფლად..სად ხარტ ეხლა
12:40 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS