17 ივნისი, 2015
ქეთი ტოროტაძე ზურაბ გურიელიძესთან დაკავშირებულ სკანდალურ განცხადებას უარყოფს - „მკითხეთ ჯერ, ვიცნობ თუ არა მას საერთოდ...“
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცვია, რომ დაკითხვაზე დაბარებულ ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს მისი მეგობარი, მწერალი ქეთი ტოროტაძე სოციალურ ქსელში ამ სიტყვებით გამოეხმაურა:

,,მე აქამდე თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ რახან ახლა მთელი პასუხისმგებლობის მისთვის აკიდებას ცდილობენ ეს ნაძირალები, აღარ დავმალავ და ვიტყვი ზურაბ გურიელიძის მიერ პირად საუბარში ნათქვამს:

"ამ ახვრებს (შსს-ს) გუშინ ტვ-ში (იგულისხმება რუსთავი2 - ქ.ტ.) ნამუსი შევუნახე და მთელი საქართველო მოვატყუე, როცა ვთქვი, ცხოველები არ დაუხოცავთ-მეთქი. არადა, შუმბა სრულიად უწყინარ სიტუაციაში,
ფაქტიურად უკვე დაკავებული მოკლეს. ასევე უკვე დაძინებული და გაკოჭილი მოკლეს 2 მგელი. ეს რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა..."

დავიცვათ ზურაბ გურიელიძე ბარბაროსული უსამართლობისგან! ეს უკეთილშობილესი ადამიანი საქართველოს სჭირდება, მის საყვარელ ცხოველებს სჭირდებათ, საკუთარი ხელით რომ ჰყავს გაზრდილი! ბევრი გეგულებათ თავისი საქმის ასეთი მოყვარული და ერთგული ადამიანი?" 

ქეთის სტატუსი გადაუმოწმებლად რამდენიმე საიტმა გაავრცელა და მოგვიანებით, გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა. სტუდიაში მყოფმა ბიოლოგმა გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ ასეთი ტერმინოლოგიით მისი მეგობარი ზურა გურიელიძე არ საუბრობდა.

დღის ბოლოს კი ქეთი ტოროტაძემ შემდეგი სტატუსი დაწერა:  

„მე, ქეთი ტოროტაძე, ზურაბ გურიელიძის მეგობარი არ ვარ, არ ვიცნობ მას არც პირადად და არც ვირტუალურად. ანუ ბატონი გურიელიძე ფეისბუქზეც კი არ არის ჩემი ფრენდი. ის, რომ გარკვეული ინფორმაცია ჩემი სახელით ვრცელდება და საჯაროვდება, ჩემს დაუკითხავად, არის ჩემი უფლების შელახვა. ამიტომ მორალურად უფლებამოსილად ვთვლი თავს განვაცხადო, რომ ის სიტყვები, რომლებიც მე მომეწერება, მე არ მეკუთვნის.

ან კი რომ აცხადებთ, ზურაბ გურიელიძის მეგობარიო, მკითხეთ ჯერ, ვიცნობ თუ არა მას საერთოდ.

ამავე დროს ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი გურიელიძის მიმართ, რაც ამ ბოლო დღეებში არაერთხელ გამოვხატე ფეისბუქის საშუალებით“ - წერს ქეთი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მასწავლე
ალბათ იცინით ხელწერა!?
13:22 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS