"ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია და ჩემი შეტყობინების საფუძველზე ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდეს," - აღნიშნა გურიელიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს და ამ წუთებშიც დაკითხვაზე მიდის.




















