ამ დროისთვის გადაკეტილია ქუჩა და მედიას დაატოვებინეს ტერიტორია.
არსებული ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩის გარდა, სამძებრო სამუშაოები დედაქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის შარტავას ქუჩაზე მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკეში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე, საბურთალოს ძველი ბაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე და საბურთალოს სასაფლაოზე.




















