17 ივნისი, 2015
გამოხმაურებები „ლაგუნა ვერეზე“ მომხდარ ტრაგედიაზე - „ცხოველების ყველა დამცველმა გამასწარით აქედან…“
ნებისმიერი მეთოდითა და ხერხით უნდა განეიტრალდეს ყველაფერი, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზოოპარკის ადგილი აშკარად არ არის ქალაქის ცენტრალურ უბნებში. „ლაგუნა ვერესთან“ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, ალბინოსი ვეფხვი, რომელიც საწყობში იყო მოკალათებული, ორ ადამიანს დაესხა თავს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

არადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ზოოპარკის დირექტორი გვარწმუნებდა, რომ ქუჩაში აღარ არის არც ერთი მტაცებელი.

სტიქიის შემდგომ პერიოდში ცხოველთა დამცველები აქტიურად გამოდიოდნენ სამართალდამცველთა წინააღმდეგ და აპროტესტებდნენ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ხოცვას. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ამას გამართლებულად
მიიჩნევდა სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციის მიზნით.

თავად ზურაბ გურიელიძემაც არაერთხელ განაცხადა, რომ ტრანკვილიზატორი მხოლოდ 4-5- წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას და თუ მხეცი აგრესიულია, სხვა გზა არ იქნებოდა დარჩენილი გარდა მისი ლიკვიდაციისა.
„ლაგუნა ვერესთან“ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სოციალური ქსელი აფეთქდა სხვადასხვა სტატუსით.

„ცხოველების ყველა დამცველმა გამასწარით აქედან, ცხოველებიც და ზოგადად ბუნებაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მიყვარს უღრან ტყეებში და გალიებში და არა ქუჩებში. მარაზმამდე მიდიხართ. საძილე ტრანკვილიზატორები 4-5 წუთში იწყებს მოქმედებასო, როცა ერთ წუთში ცხოველი ადამიანს ერთ ლუკმად გადაყლაპავს, არაადეკვატურებო…“ - წერს „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

სალომე გოგიაშვილი კი მიიჩნევს: „ლომი თავს დაესხა მამაკაცს და დაუგლეჯია. „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ის ზოოპარკის დირექტორი მინდა რა ახლა, გუშინ ფოცხვერზე რომ თქვა, არ გვყოლია საერთოდ და გეჩვენებათო და ეს ვეფხვიც მაგისი არ არის?!“

კიდევ ერთი „ფეისბუქის“ მომხმარებელი წერს: „როგორ არ შემიძლია ეს კომპიუტერთან რბილად და თბილად მჯდომი „ცხოველთა დამცველები“, იმ სპეცრაზმელის და პატრულის დედას ვკითხოთ აბა როგორაა? შვილი მხეცებს რომ დასდევს შუა ქალაქში… ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულება იყო, არის და იქნება!!!

ნებისმიერი მეთოდითა და ხერხით უნდა განეიტრალდეს ყველაფერი, რაც ჩვენს და ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. დაგეწესებინათ უქმე დღეები, თუ მხეცები გარეთ დარბოდნენ, მანქანების ნაკადიც შემცირდებოდა და ხალხსაც ეცოდინებოდა, რომ საშიშია გარეთ გასვლა!!!
დ ა ი ჭ ი რ ე თ მ ხ ე ც ე ბ ი, რ ა, გ ვ ე შ ი ნ ი ა !!!

ქეთი მელაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
თეო
მაკა, მე გახლავარ ცხოველთა დამცველი... მართალია გულის მოსაკლავი სტატუსი არ გამომიქვეყნებია სოციალურ ქსელში, მაგრამ მოხალისედ ვმუშაობ და "გავწყდი წელში". სტატუსების წერას გირჩევნიათ დაეხმაროთ ხალხს, თუ მართლა ვინმეს ბედი გადარდებთ.
22:02 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
საიდან უნდა იცოდეს კაცმა რამდენი ცხოველია დარჩენილი,როდესაც ტერიტორიაა ჩაფლულია ტალახში,რადგან ადამიანები იხოცებიან,ამიტომ ყველაფერი უნდა დავიკიდოთ თუ რაა
22:02 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მოდი რა, ცოფიანი განცხადებები არ გვინდა! რას ჰქვია, ცხოველთა დამცველმა გაგასწროს აქედან? ჟურნალისტი ხარ თუ ჩაცუცქული ძველი ბიჭი, კლანჭებით რომ იმუქრები? ძალიან კარგად იცი, როგორც უნდა მოხდეს საფრთხის შემთხვევაში, – თვით ზოოპარკის დირექტორი ამბობდა, აგრესიული ცხოველის დამორჩილება თუ არ ხერხდება, ლიკვიდირებული უნდა იყოსო. საქმე ეხება იმ უმწეო მხეცს, მიყუჟული რომაა კუთხეში, არც აგრესიას რომ არ ავლენს და დაძინების ნაცვლად ცხრილავ. ადამიანის სიცოცხლე რომ პირველია, ამას სხვას ნუ ასწავლი! მაშინ მიდი, წადი აფრიკაში, იქაც ესხმის თავის ტერიტორიაზე შესულ ადამიანს ლომი, – გაჟლიტე სუყველა!
20:09 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
რა შუაშია გამასწარით აქედან. არც ერთ ცხოველს არ უთქვამს, რომ საქართველოში მინდა გალიასი ცხოვრებაო. თავად ხომ დადიოდით ზოოპარკში. თუ გალიაში გამოვამწზვდიეთ, კიდეც უნდა ვიზრუნოთ ბათზე. სისულელეა იმის თქმა, რომ დაგლეჯილ ადამიანს არავინ დარდობს და გული არ სტკივათ მათზე. ეს არ გამორიცხავს ცხოველების დაცვას. ტრაგედია მოხდა საერთოდ. გაუთვალისწინებელი. დადაანშაულებაში ბაგრები ვათ.
20:06 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თვალს ვადევნებ ცხოველთა დამცველების პოსტებს, და გაოცებული ვარ, არავინ არ დარდობს დაგუპულ ადამიანებს, ხომ შეიზლება პატარა სინანული მაინც გამოთქვან... ვეტანხმები სალომე გოგიაშვილს., ნამდვილად არაადეკვეტურები არიან რბილად რომ ვთქვათ.......
18:07 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსი
რა ვისი ბრალია გაირკვევა ალბათ, მაგრამ მიცვალებულს ვერავინ ფგააცოცხლებს. დასაფლავებამდე მაინც შეეშვით ამ უაზრო ენის ფხანას და ორთქლის გამოშვებას
17:09 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
...
ძალიან ადვილია, ნახეთ გუშინდელი რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება, სადაც ზოოპარკის ვეტერინარი ამბობს,რომ 4 ცხოველი ნაპოვნი არ არის და ჯერ კიდევ საეჭვოა... გუშინაც ყოფილა ზარები ცხოველებზე..სტიქია ნაცების ბრალია, ეს ზოოპარკის ადმინისტრაციის... გეკითხებით ვინ არის ჩვენი მთავრობა? ნაცები და ზოოპარკის დირექტორი?რაღაცაზე მაინც ხო უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. როგორ შეიძლება ყველაფრის სხვაზე გადაბრალება...
16:07 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო ბერუასჰვილი
ხალხო რა იცის ზოოპარკის დირეკტორმა ან ვინმე მუსჰამ რამდენი ცხოველი კავდატ.ვინაც იცოდა და გარკვეული იკო მანდ კველაფერსჰი ის ხალხი ცოცხალი აგარაა.
15:51 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირა
რას ბოდავ. გამოაცხადა კაცმა, რომ არც ერთი მტაცებელი აღარ დადისო. ჩემი საკუთარი თვალეით ვუყურე და მოვისმინე ტელევიზიით და პირველ რიგში, ზოოპარკია პასუხისმგებელი ამაზე. რა ვეღარ დაითვალეს ამდენი დღე ცხოველები?
14:27 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ქალბატონო ,ჯერ ზოოპარკმა განაცხადა--მოკალით ,თუ ადამიანს სიცოცხლეს უქმნისო,დამცველები და ხალხი ყვიროდა დაუცველ და პატარა ცხოველებზე,ჯერ კარგად გამოახილე თვალები და კარგად წაიკითხე!! მეორეც,არ ალაპარაკეს ზოოპარკის დირექტორიც შუმბაზე--არ ვიციტ,მოკლეს ტუ მოკვდაო--ანუ გააჩუმეს,ასე რომ მაგათი ბრალი არ არის,შსს -ს მოკითხეთ ეგ სირობა!!
14:20 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS