16 ივნისი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე სტიქიასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს - „ერთმა ჭუჭყიანმა“ არსებამ რა ქნა“
დღეს მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ტრაგედიის შემდეგ ტაქსისტებმა ტარიფი გაზარდეს და ნიჩბების ფასებიც გაიზარდა. მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღის ბოლოს მომღერალმა მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა.

"ვისაც ჩემს დღევანდელ სტატუსთან დაკავშირებით ,,შენიშვნები"გაქვთ (რაშიც პირველები ვართ?!) ძალიან გთხოვთ გადაახვიეთ რუსთავზე ,,სხვა შუადღე" 13/05 ზე (მე არაფერი მომიგონია--მოვისმინე და გავოგნდი!)

მერე მითხარით- ,,გავატაროთ" არა?! - არ უნდა გავატაროთ, არაააა! - „ასეთები ცოტანი არიანო“!

,,ერთმა ჭუჭყიანმა" არსებამ რა ქნა - ყველამ კარგად ვიცით! თანაც
წაიკითხეთ კომენტარები, რას წერს ხალხი!

არ არიან ცოტა სამწუხაროდ, არა! მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - ამ დიდი ტრაგედიის ჟამს რომ არა ეს საოცარი ახალგაზრდობა, რომელთა წინაშეც ქედს ვიხრი, ძალიან ძნელი იქნებოდა ჩვენი შოკიდან გამოსვლა"!

ასევე იხილეთ


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
კახა
რას გადაეკიდა ტაქსისტებს ვერ გავიგე. ადრე 3 ლარიანი ტაქსის მძღოლი სამსახურიდან გააგდებინა რატომ ყველგან არ გაუჩერე ჩემს შვილს სადაც უნდოდაო?! შვილი ატაქსაოს იმის ღირსია, ან თვითონაც მოუხდებოდა
09:50 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ასტაროჟნა
ფრტხილად თბილისის ქუჩებში ორი ბეჰემოთია
15:00 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ეჭვი არ მეპარება იმაში, რასაც ქალბატონი თამრიკო ამბობს!!!! 14 ივნისს ჩემმა შვილმა ტაქსი გააჩერა და საბურთალოს ქუჩიდან გლდანის მიმართულებით 20 ლარი მოსთხოვა.თუ არ გაწყობს ფეხით წადიო.ასეა ყველა ხალხის ხარჯზე ითბობს ხელს.
14:53 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაიკო
თამრიკო არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე... ჯერ ერთი რუსთავი2-ს რატომ უსმენთ? არ გახსოვთ ნაცები რა გამწარებულები იყვნენ ტაქსის მძღოლებზე? მომენტი ნახეს და უსირცხვილოდ გადაუხადეს სამაგიერო! გადახედეთ კომენტარებს და დარწმუნდებით რომ ეს სიცრუეა... და თუ ერთი დინგიანი ღორის არ იყოს , იყო ერთი ან ორი შემთხვევა, რასაც ვერ დავიჯერებ, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას ასეთი საშინელი სიტყვები იხმაროთ!!! თქვენ, რადგან თქვენი ბაგეებიდან მხოლოდ სასიამოვნო ჰანგებს ვართ მიჩვეული.... ძალიან გამაოცეთ, თქვენგან ამას არ ველოდი...ალბათ ბოდიშის მოხდაც არ იქნებოდა ურიგო...
12:42 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
ასეთი აღშფოთება შეეფერება ახალგაზრდას, რომელმაც პირველად იხილა ადამიანის სიმუხთლე,სამწუხაროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ საზოგადოებაში და ეროვნება აქ არაფერ შუაშია,ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც სხვის უბედურებაზე ხელს მოითბობს, ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად ხდება ეს ურო მძიმე ფორმითაც, ამ ხნის ქალმა უნდა იცოდეს ,ასეთი განცხადება აღვივებს შუღლს,აქ უკვე ეწერა ,, ჩამოთრეულები, სოფლელები, ვაჭრები, ის რაც ჩვენ ვიხილეთ , იმასთან რა მოსატანია, საბედნიეროდ ასეთი მცირე გამონაკლისი, ასეთი ჭორიკნობა არ ეკადრება,მეორე კომენტარი კიდევ უარესი
03:57 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დღეს 16.06.2015წ. 17სთ 15წთ. მეტრო "მარჯანიშვილიდან" ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში ქუჩის, გამოყვანაში "ტაქსისტები" მთხოვდნენ 20 ან 17 ლარს, მეექვსემ 7 ლარად მომიყვნა:((((
23:34 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ქალბატონო თამრიკო, ვისაც ყურში არაფერი ესმის (ან არ უნდა გაიგოს), იმას მაინც ვერაფერს გააგებინებთ... ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კი ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთ ვითარებაში ერთიანობაა საჭირო...
23:17 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
სულით მახინჯი უნდა იყოს ადამიანი, თამრიკო ჭოხონელიძეს რომ არ დაეთანხმოს იმაში რაც ძალიან გასაგებად თქვა - ხალხმა ამ ტრაგედიით ფულის გაკეთება გადაწყვიტა!!!
23:12 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერსკი
მერედა რუსტავი 2 ხალხისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენს და პანიკობს არ იცით
23:09 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ti
Ram daboxma es qali ase
23:00 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS