Tbilisi Open Air ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც კომპანია "ალტერვიჟენი" მართავს. წელს მუსიკალურმა ღონისძიებამ ძალიან დიდი მასშტაბი შეიძინა, უპირველესად საინტერესო მონაწილეთა გამო. მათ შორის თბილისელი მელომანები ყველაზე მეტად ჯგუფ Pლაცებო-ს ელიან. ფესტივალი 3 ივლისს იწყება და 7 ივლისს პოპულარული ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფის მოსმენის საშუალება ქართველ მრავალრიცხოვან ფანებს ექნებათ.
თუმცა მოსალოდნელ კონცერტს ჩრდილი ერთმა ფაქტმა მიაყენა. ჯგუფის ბასისტმა, სტეფან ოლსდალმა სოციალურ ქსელში თბილისში მოსეირნე ჰიპოპოტამის ფოტო გამოაქვეყნა და მას საკმაოდ არაადეკვატური
მათ შორისაა საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი, რომელიც აპირებს, პლაცებო-ს კონცერტი აქტიურად გააპროტესტოს და მუსიკოსებს აეროპორტში დახვდეს. ოქიტაშვილი ამბობს, რომ კონცერტის ჩასაშლელად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, ასეთი გაჭირვების ჟამს ამგვარი კომენტარი ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს.
დავინტერესდით, აპირებენ თუ არა კონცერტის გაუქმებას მისი ორგანიზატორები.
"ალტერვიჟენის" წარმომადგენელ აჩიკო გულედანს კომენტარისთვის დავურეკეთ. როგორც შევიტყვეთ, კონცერტი არ გაუქმდება. გულედანმა კი განგვიცხადა, რომ ოფიციალურად ის არანაირ კომენტარს არ გააკეთებს და თუკი ორგანიზატორებს გაუჩნდებათ გამოხმაურების სურვილი, საიტზე დაწერენ.
- აჩიკო, მაინც საინტერესოა თქვენი პასუხი. დათო ოქიტაშვილი აეროპორტში აპირებს მუსიკოსების დახვედრას და მათი კონცერტის გაპორტესტებას და რას მოიმოქმედებთ?
- ამ განცხადებას ცოტა არასერიოზულად აღვიქვამთ. იმდენი საქმე გვაქვს, ამისთვის არ გვცალია. თუკი მოვინდომებთ განცხადების გაკეთებას, ოფიციალურად საიტზე დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს.
ქეთი მელაძე




















