16 ივნისი, 2015
„თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?..“
მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიური უბედურების დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა. 

''მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!

უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით - სიამაყის
ცრემლებამდე!

იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.

გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!

ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა - გრცხვენოდეთ!

თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?'', წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ინგა
ჩვენი საშველი არ არის, სირცხვილი ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა
16:04 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
ერთმა ჭუჭყიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო. იქნება ყველა მძღოლს ნუ გააერთიაენბთ იმ უნამუსოებთან, ვინც ასე იქცევა, ზოგიერთმა მან჻ანა გააჩერა და მისახმარებლად წავიდა, არაა ლამაზი მგონი ასე საუბარი, ზოგი მომღერალი ახლაც მღერის ბარში, იმიტომ რომ მისი სამსახურია და ამის გამო ყველა მომღერალი უნდა გაილანძღოს? არაა სწორი მიდგომა
16:04 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მიხეილი
ქალბატონო თამარ. დიდი სიმპატიით და პატივისცემით ვარ თქვენს მიმართ და აბსოლუტურად გეთანხმებით რასაც ბრზანებთ მგრამ, ზოგადად თითო-ოროლა არამზადა ყოველთვის გამოირევა ხოლმე, ესეთი ადამიანები მარტო ესეთ დროს არ ჩანან ხოლმე, ესეთები ისედაც ესეთაბად დადიან უბრლაოდ სასურველ მომენტს ელოდებიან, რომ თავიანთი ხელები მოითბონ. რათქმუნდა დასაგმობია ეს ფაქტი და რასაც ისინი იმსახურებენ მისი აქ დაწერა არ იქნბოდა კარგი შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ იმდენად ცოტანი არიან, რომ არც ღირს მათ გამო ნერვების და ხასიათის გაფუჭება, მთელმა ერმა და ქალაქმა დაამტკიცა ამ დღეებში ერთსულოვბენა და გვერდით დგომა და ეს არის საამაყო. ხოლო იმათ გამო ნამდვილად არ ღის ხასიათის გაფუჭება.
15:56 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვალერი
მართალი ბრძანდებით ქალბატონო თამრიკო . უკვე სრულად ზღვარს გადავიდა ხალხი . ამათ ოღონდ ფული აშოვნინე და სხვა არაფერი აინტერესებთ და ამ ფულს რომ სახლში მიიტანენ იმას კი არ ფიქრობენ თუ რაში მოიხმარენ . ნუ გგონიათ რომ სხვისი უბედურებით ნაშოვნ ფულს სიკეთეში გამოიყენებთ ძალიან ცდებით , ან კი სიკეთე იცით საერთოდ რა არის !!! უფლის გეშინოდეთ !!!
15:55 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
Qalbatono tamriko,kvelas ert qvabshi nu xarshavt! dzalian gtxovt...aravis vicav ,magram mkavs axlobeli taqsis mdzgolebi da mat eseti ragac ar gauketebiat....
15:21 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ღვთისნიერი ტაქსის მძღოლი შემხვდა. პირიქით, ნაკლებიც კი გადამახდევინა. ისე, რო ყველას ნუ გასვრითი.
15:20 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ქართველს ქართველზე დიდი მტერი არა ჰყავს! სირცხვილი მათ!
15:15 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მართალია!
ეს ტაქსის მძღოლები მთელი დღე ზოჰჯერ ტყუილად წვავენ ბენზინს და ახლა მოუნდათ გამდიდრება დაზარალებულების ხარჯზე? ასეთ დროს გამყიდველიც და მძღოლიც ადამიანობას გამოიჩენდა და 1 დღე მაინც უსასყიდლოდ ან ნახევარ ფასად მოემსახურებოდა თავის ხალხს!
14:57 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS