16 ივნისი, 2015
„თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?..“
მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიური უბედურების დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა. 

''მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!

უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით - სიამაყის
ცრემლებამდე!

იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.

გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!

ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა - გრცხვენოდეთ!

თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?'', წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
52
მაია-ს გული გამითბო თქვენმა კომენტარმა, მეც თქვენთან ერთად დავლოცვ იმ მძღოლს და ყველა კეთილ ადამიანს ვინც ასეთ დროს ადამიანობას არ კარგავს!
17:52 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
რას ილანძგება ეს ქალი ერთი ვიცოდეე , რა სითავხედეა ამის გამონატვამები, უნამუსოები სახლში ეყოლება ბევრი ასე რომ ლაპარაკობს.. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს რა გაგიკვირდა რო ფასი მოუმატეს როცა ასეთ საცობებში და სემოვლითი გზებით უწევთ სიარული, აბა შენთვის ხო არ ივლიან და იმუშავებენ, მათაც აქვთ ოჯახები ა სახლში ცოლშვილი ელოდებათ რომ საჭმელი და წამალი მიუტანონ..ბოდიში მაგრამ გეტყვი ქალბატაონო თამარ შენ რომ ჭამისგან კარგად მოფუმფულებულხარ ზოგს სახლში ფური და წამალი არ აქვს.. და ლანძღვა გინებისგან თავი შეიკავეთ!
17:50 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ესქალი ყველას ლანძგავს რა არის რა?
17:38 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
მადლობთ თამრიკო, ყოჩაღ მართალი და ამომწურავი სიტყვისთვის!
17:38 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ერთი თუ უსინდისოა მთელი საქართველოს სახელით ნუ ლაპარაკობთ ხალხო.100% თუ 2% გამოერია ეგეთი საქართველოში სხვაგან კი 100% დან 90% სულ ესეთები არიან.ასე რომ პატივი ეცით ქართველებს და ქართველობას.
17:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ფრთხილად
თბილისში ორი ბეჰემოთი დადის.
17:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
Es vart qartveli xalxi daundoblebi da sheubralebelni.
17:05 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მთვარო
ღმერთის არ გეშინიაათ მართლა მდაბიოებო ნუთუ ის 10-ან თუნდაც 20-ლარი აგაშენებდათ.მრცხვენია რომ ესენიც ქართველებია
17:03 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ზუსტად იმ ღამეს ტაგედია რომ მოხდა საბურთალოდან ვაკეში თავსხმა წვიმაში ტაქსმა წამომიყვნა კი არ მოვდიოდით მოვცურავდით მძროლმა სახლში რომ მომიყვანა ფული არ გამომართვა ახლა უკან დავბრუნდები და ვინც დარჩა კაფეში ნელა ნელა სახლებში დავარიგებო.გოგოები მყავს შვილები და ასე გოგოებს ვერ დავთოვებ ამ საშინელ თავსხმაშიო.არ ვიცოდით ამ დროს რა ტრაგედია თრიალებდა თურმე ვერის ხეობაში,ერთ მანქანაში რომ ვერ ჩაგვტია დაბრუნდა უკან და დანარჩენებიც სახლში უფასოდ დაარიგა,ისე რომ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ ქალბატონი თამრიკო .მე და ჩემი მეგობრები მადლობას უხდით ჩვენთვის უცხო ადამიანს რომელმაჩ სამშვიდობოზე გამოგვიყვანა.გაიხაროს და იბედნიეროს თავის ოჯახში
16:46 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
ასეთი ფულისთვის სულის გამყიდველები ყოველთვის იყვნენ და არიან,არ გახსოვთ აფხაზეთიდან ნადავლით რომ ჩამოდიოდნენ?
16:22 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS