16 ივნისი, 2015
„თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?..“
მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიური უბედურების დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა. 

''მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!

უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით - სიამაყის
ცრემლებამდე!

იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.

გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!

ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა - გრცხვენოდეთ!

თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?'', წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
თეა კანდელაკი
იტაქსავეთ და იმუშავეთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ამ უბდურების გამო საშველად დარაზმულ ხალხს რომ იგივე მანძილის გადაადგილებაში ორმაგს გადაახდევინებ,ან იმ ხელსაწყოებზე რაც თბილისის გასაწმენდად მოხალისეს დასჭირდება და შენ გაორმაგებულ თანხას მოსთხოვ, იმიტომ რომ იცი აუცილებლობაა მისი შეძენა და ამაზე ხელს მოითბობ უსინდისობაა ეს და სხვა არაფერი. Pშ. ბატონო ავთო აქ იმ მძღოლებზე არ უნდა იყოს ლაპარაკი ვინც სინდისიერად ემსახურება ხალხს და ტაქსაობს იმიტომ რომ ოჯახი არჩინოს... აქ ლაპარაკია იმ უსინდისო ხალხზე ვინც ამ სტიქიით ისარგებლა !!!
21:23 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ისე სიტყვებს თუ შეარჩევთ უკეთესია, ყველას თავის გაგება აქვს და ყველას თავის სინდის --სპეკულიანტობთ რომ წერ თქვენსავით ტაშფანდურში ყველა ვერ ცხოვრობს, ზოგი სპეკულიანტობს არსებობისთვის , ზოგი მევახშეობს, ზოგი მათხოვრობს და ტქვენსავით არ აქვთ საშუალება საზგვარგარეთ ასწავლონ შვილებს, ნუ გამოხტებით ანგელოზებათ. თქვენ რა გინდათ ეხლა ყველა ადამიანი ერთნაირი ლამაზი სინდისით ცხობრობდეს, ყველას თავის სინდისი აქვს და მის სინდისსზე იყოს, ტქვენგან უხერხულია ტამრიკო
21:02 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ავთო
თამრიკო რომ ტაქსაობდეს და მთელი ოჯახი ტაქსაობით ირჩენდეს თავს მაშინაც დაწერდა ასეთ რამეს? არავის არა აქვს სხვაზე ლაპარაკის უფლება როცა თვითონ უარესს გააკეთებდა. გასაგებია ქალბატონო თამრიკო?
21:00 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ნამდვილად ვუერთდები თქვენს მიმართვას ქალბატონო თამარ რაც ნამდვილად ამაზრზენია. ესაა ჩვენი უბედურება რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისი უბედურებით და მდგომარეობით სარგებლობენ და წუთიერად მაინც არ გაითავისებენ მათ ტკივილს და ამით ვითომ ,, გამდიდრება'' გადაუწყვეტიათ. მასე ეკონომიურად თუ ცოტა მეტს იშოვნიან საუბედუროდ სულით ღარიბდებიან.
19:52 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ტჰფგ
სახლში მიიტანეს ეს ფული და თავის დებილ ცოლშვილს ჩაახუტეს...ასეთი ნაძირლები უნდა გაროზგო სახალხოდ და გააძევო ქვეყნიდან
19:09 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირა
მარტალია უნამუსო ხალხი ვარტ ისე ეს კერდო ტაქსები ყველა გასაყრელია ფეხებში გვედებიან სოფლიდან არიან ჩამოყრილები ესენი უნდა მოვიშოროტ მაგრამ ვინაა პატრონი ეს ვაჩრების უნდა გაყარო ეგებ ტბილისმა ცოტა ამოისუნტქოს
19:03 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
manana
არ ვამართლებ არავის,ქალბატონო თამრიკო, მაგრამ არც ასეთი გასალანძგი სიტყვებით არ გავლანძგავ, ასეთები ყველგან გამოერევიან. ამით, არც ისინი გამდიდრდებიან და არც მყიდველები გაღარიბდებიან, ყველას ტავის ნამუსით გაუმარჯოს...
18:32 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ციო-ციო
დედას ვფიცავარ ვგრძნობ ამ წუთში როგორ ავარდა ბოღმისაგან მოწოლილი სისხლი თავში.ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხელებდაკაპიწებული ტურისტებიც კი ცდილობდნენ რაღაცით დახმარებოდნენ დაზარალებულებს და კოჭებადე ტალახში მუშაობდნენ მცირე წვლილის შესატანად.
18:31 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
არც 2008 წლის ომის დროს ჰქონდათ ნამუსი მიკროავტობუსის მძღოლებს გორიდან ტრასაზე გაქცეულებს რომ ორმაგს ართმევდნენ
18:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქალბატონო თამრიკო ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით და ამიტომაც ამოიღეთ ხმა ამ უმსგავსობაზე! თორემ ზოგს საკუთარი თავის და საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებს. დღეს სოციალურ ქსელში შევედი და ერთი გახარებული ''ფრენდი'' წერს ფეხსაცმელი ჩამომივიდაო. თან ფოტოც დაურთო... ამისთანა ხალხს რა უნდა ელაპარაკოს ნორმალურმა ადამიანმა. თუმცა ალბათ ამ ერთეულ ''არსებებზე'' ფიქრიც არ ღირს როცა მთელმა ქალაქმა საოცარი ერთიანობა გამოიჩინა. ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა დასასვენებლად წასვლის თარიღი შეცვალეს რომ ამ დღეებში მოხალისეების გვერდით შეძლონ ყოფნა...
18:18 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS