16 ივნისი, 2015
„თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?..“
მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიური უბედურების დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა. 

''მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!

უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით - სიამაყის
ცრემლებამდე!

იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.

გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!

ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა - გრცხვენოდეთ!

თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?'', წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ბადრი
გენაცვალე მაგ გულიდან ამოსულ მართალ სიტყვებში.. მეტის ღირსი არიან ეგენი მაგრამ მაგათთვის სულერთია..სული გაყიდული აქვთ.. ღმერთი მიუზღავთ საზღაურს..
01:52 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ომარი
მართალი ხარ თამარ გენაცვალე,მართლაც რომ ზღვარს გაცდა ეს უმზგავსობა
00:29 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ღმერთმა ამრავლოს შენისთანა მამულიშვილი თამარ. მართლაც რომ ზღვარს გასცდა ეს უმზგავსობა :((
00:25 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გმერტო რა სირცხვილიაააა,,,,დაუჯერებელი ამბავია
23:42 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზი
აქ ხომ ყველაზე არ არის ლაპარაკი. თამრიკო იმ უჯიშოებზე წერს ვინც ამ უბედურებაზე ხელი გაითბო !!!
23:10 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეს საქართველოა
მასე იყო ზუსტად აგვისტოს ომის დროს,ქობულეთიდან თბილისამდე კი ჩამოვედით რეალურ ფასში, თანაც 10 აგვისტოს, მაგრამ თბილისიდან თელავამდე 150 ლარი მომთხოვა; 50 ღირდა, ახალგაზრდა ბიჭი იყო, ზუსტად მაგის ასაკის ბიჭები იბრძოდნენ იმ წამებში გორში, კევს ღეჭავდა და უნამუსოდ დააბრეხვა ფასი, მთელი დღის ნამგზავრი და ნანერვიულები ვიყავი პატარა ბავშვით ხელში, გორი გამოვიარეთ და ქობულეთში დაჭრილების და მიცვალებულების შესახებ ყვებოდნენ სამეზობლოში, ასე შეშინებულმა ჩამოვაღწიე თბილისამდე და და ეს ტაქსისი მძღოლი....თუ რამე ბოGმა, ნერვიულობა შიში დაღლა უიმედობა მქონდა სულ ზედ მივაკივლე ისანში, ბოლო ხმაზე რა აგარ ვეძახე, რომ მახსენდება, ეხლაც ნერვები მეშლება, რამე ხომ არ დავაკელი მეთქი, მერე აიწია ჩხუბი და დავიდარაბა, წამოგვიყვანა ერთმა ბაბუმ, მოყვა, როგორ გამდიდრდნენ ერთ Gამეში ტაქსის მძღოლები, ყელა არა, რა თქმა უნდა,მაგრამ....
22:56 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბონი მაია
კი ეს სამარცხვინოა ჩემო თამრიკო ,მაგრამ იყვნენ ისეთებიც ვინც ისე გაატანა ნიჩბები,წილი წილს არის კეთილი და ბოროტი ,მარადიორებიც არიან ამ დროს,ჩვენთან ღმერთმა დაიფაროს,მაგრამ ერთი სანთელი წყვდიადს ხომ ანგრევს??ჰოდა მადლობა ღმერთს ,რომ გვყავს კეთილი ადამიანებიც
22:34 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
სულიერი სიმახინჯის და დეგრადირებულობის განსახიერებაა ყველა , ვინც თამრიკო ჭოხონელიძე გაამტყუნოს და ის თქვას, ტაქსისტს და ნიჩბის გამყიდველსაც უჭირს და აბა რა ქნან, ფულს აკეთებენო!!!! ხალხო საერთოდ გესმით რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა???? რაც კი ამქვეყნად სალანძღავი სიტყვა არსებობს ყველა ერთად რომ დავწერო, მაინც ცოტა იქნება იმ ხალხისთვის ვინც ამ სიტუაციით ისარგებლა და ხელის მოთბობა სცადა!!!!!
22:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
μ
თამრიკო ჯიგარი ქალბატონია.
21:26 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიმარი
რა გიკვირთ ხალხო, ყოველთვის ეგრე არ ხდება?გაჭირვებულს წიხლს რომ აჭერენ თქვენთვის ახალი ამბავია? შობაზე, ახალ წელს, აღდგომაზე ფასებს დაკლების მაგივრად რომ ასამმაგებენ ეგეც არ შეგინიშნავთ? მე აღარაფერი მიკვირს შევეჩვიე ამ უსამართლობას,მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უნამუსობა?
21:26 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS