16 ივნისი, 2015
„თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?..“
მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიური უბედურების დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა. 

''მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!

უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით - სიამაყის
ცრემლებამდე!

იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.

გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!

ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა - გრცხვენოდეთ!

თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?'', წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
მაკა
სალომე დადიანო , ამ ტექსტიდან , სათაურად ამ ადამიანის პოზიტიური ნათქვამი რომ დაგედო წარწყმდებოდი ? ნახევარზე მეტი ქება დიდება უწერია. სალომე , ნაგვის მქექავი ბრილიანტებშიც აუცილებლად ნაგავს იპოვის . რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდა შენს ამ ქმედებას დარწმუნებული ვარ ღირსეული დადიანები , სათაურად ამ წინადადებას არ გამოიტანდნენ. უფრო მეტი კორექტულობა მოგეთხოვება ამ გვარის მატარებელს.
17:51 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო --nino
კარგით რა,სახლში ზიხართ და სხვისგან გაგონილ ამბებს თქვენც იმეორებთ,რამდენი ტაქსის მძღოლი უსასყიდლოდ ემსახურება ჩვენს მოხალისეებს,ერთმა ვიგინდარამ რაღაც თქვა და თქვენც ყველა ერთ ქვაბში მოხარშეთ,რა ქნას იმ ტაქსისტმაც თქვენსავით ლევი-პრავი ფულები არ მოსდით სახლში.გულში ჩაიხედეთ თამარ ქალო რა მოიმოქმედეთ დაზარალებული ხალხისთვის?თქვენი ოჯახის წევრი თუ იღებდა ვინმე რამეში მონაწილეობას? ჯერ კარგად გაარკვიეთ ყველაფერი და ისე ილანძღეთ, გადით აბა გარეთ,მოხალისეებთან გაჩერდით და ბევრ კარგ რამესაც დაინახავთ.თავში ნუ გაქვთ მართლა ავარდნილი კაი ცხოვრება.
17:37 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კი, ნამდვილად. ტაქსი რომელიც 7-8 ლარს ითხოვდა ადრე გარვეულ მანძილზე გადასაადგილებლად, ამ დღეებში 20-25 ლარი გახდა..
13:36 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
სამწუხარო რეალობაა,ყოველთვის ასე ხდება,გაჭირვების დროს გაერთიანება და ერთმანეთის გვერდით დგომა გვჩვევია,მაგრამ მეორე მხარე ამით სარგებლობს და ხელებს ითბობს,მძულს ასეთი ,,ქორ-ვაჭრები''/ყველას არ ეხება რა თქმა უნდა/
11:52 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო/
იმედი მაქვს ასეტები ცოტანი იქნებით,თქვე ნაკაცარებო.
11:36 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თა
მანანა შენ ხარ ჩლუნგი!
10:44 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ხელს მთავრობაც ითბობს და პოლიტიკურ ქულებს იწერს, თამრიკო, იყავი ბოლომდე ვაჟკაცი და ამ უბედურებას და ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული გვირაბის ამბებს მაინც ნუ დააბრალებთ კაცს, რომელიც ისედაც ციხეში გიზით.
09:36 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სამწუხაროდ მწარე რეალოობაა,მაგრამ მხარებს ის ფაქტი რომ ქარტველებს თურმე ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვზლებია.იმ ადამინებს რომლებიც ასეთი სიტუაციით სარგებლობს საცოდავები არიან რადგან მათგან ყოველივე ადამიანური შორსაა და გაჭირვებად ესეც ეყოფად.
08:42 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დავითი
რატო ორკაპზე არ ჩამოკიდებთ მაგისთანა ეშმაკზე სულგაყიდულ ნაძირალებს. განა რამდენი უნდა იშოვოთ იმ 1-2 ლარით მილიონერი ხომ ვერ გახდებით,ნამუსზე სულ აიღეთ ხელი. ფუი თქვენს კაცობას მედროვე სულით მახინჯებო
06:53 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
უცხოპლანეტელი
არადა, ამდენი სალანძღავი სიტყვა ამ ასე მშვენიერ მომღერალ ქალბატონს როგორ ამოუვიდა პირიდან? ალბათ მე მართლა სხვა პლანეტიდან ვარ
05:29 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS