16 ივნისი, 2015
ნინო წიკლაური თბილისის სტიქიას „კაზანტიპის“ ფესტივალს აბრალებს - „გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს...“
ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ სტიქიას კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზოგი მომხდარს, საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ ''კაზანტიპს'' უკავშირებს.

მათ შორისაა მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნინო წიკლაურიც, რომელიც ამჯერად მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერია. ნინო ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის
კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.

ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...

სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ნათია
ტყუილად არაფერი არ ხდება. ეს უნდა გავაცნობიეროთ.
23:20 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევან
"ყველას შეეშინდა მიწისძვრისა, მე კი შემეშინდა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზისა" - წმ. იოანე ოქროპირი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ P.S. “გარყვნილებაში ჩაფლულ ადამიანებს უჭირთ სახარებისეული სინათლისათვის თვალის გასწორება, სანამ ქრისტეს სწავლება არსებობს, იგი ამა სოფლის მსაჯული და მამხილებელი იქნება. და თუ ასეა, მაშ, რომელ ცოდვილს სურს სარკეში თავისი მახინჯი სახის დანახვა, ან იმის გაგება, რომ ამქვეყნიური ფილოსოფია საღორის ფილოსოფიაა, სადაც მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ღორს ჰქონდეს სალაფავთან მიახლოების საშუალება?!.. წარმართებიც ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის პოზიციებიდან ღვრიდნენ ქრისტიანების სისხლს. ისინი ამბობდნენ, ქრისტიანები კაცთმოძულეები არიან საკუთარ თავსაც და სხვებსაც ცხოვრების სიხარულს უსპობენო. დოგმატებისადმი ქრისტიანების ერთგულებას წარმართები ფანატიზმად თვლიდნენ. რატომ სურთ ლიბერალებს ასე დაჟინებით გარდამოცემისგან გადახვევა, იმის შეერთება, რისი შეერთებაც შეუძლებელია: ქრისტეს სულისა და ამა სოფლის სულისა? თუ კედლიდან ერთი ქვა გადმოვარდა, უმჯობესია მეორეც გამოიღო. ამიტომ მართლმადიდებლობა არ შეიძლება შეიცვალოს ისეთ დეტალებშიც კი. მოდერნიზმი და ლიბერალიზმი ქრისტიანობის მტრები არიან, მათთან მორიგება შეუძლებელია. ყოველ დათმობას ისინი აღიქვამენ, როგორც გამარჯვებას და კიდევ უფრო გააძლიერებენ ეკლესიაზე ზეწოლას. ფარისევლებსაც მიაჩნდათ, თითქოს მათ უკვე გაიმზადეს ცხონება თავიანთი კეთილი საქმეებისა და აბრაამისაგან წარმომავლობის გამო, ბოლოს კი იმით დაასრულეს, რომ არა მარტო უარყვეს, არამედ ჯვარს აცვეს ქრისტე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (ღვთისმეტყველების მაგისტრი)
23:06 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარა
ეე ბოტოქსის დედა :)) თავის ტომოგრაფია ჩაიტარე, ტვინის რაოდენობა ანომალიურად მცირე გექნება :)))
23:02 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დოდოსაბა
მე კი გეტყვით: მმკ_ას ვითომ "მამაოების" და ვაიმართლმადიდებელი "მრევლის" მიერ ანტიქრისტე ბიძინა_მდიდარის "ტახტზე" დასმის გამო ვისჯებით უფლისგან! ქრისტიანობის შენ რა გცხია? ანტიქრისტე პუტლერის "მადლი" გფარავდეს! "გაგიჟებული", რომ იყო რა გიჭირს? დემონჩასახლებული გვამი ხარ შე უბედურო! თქვა ამანაც "რეჩი":(:(
22:51 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
იაპონიაში ეტყობა უფრო ბევრჯერ ჩატარდა ,,კაზანტიპი',' ჩვენზე მკაცრად რომ იაპონელები. ღმერთმა სასჯელად ცუნამი გამოუგზავნა. ღმერთო უშველე ყველა ტვინგამორეცხილს და გააგებინე, რომ ბოროტი არ ხარ!
22:30 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
რა კაზანტიპი?
მაგ ლოგიკით, რუსეთი საერთოდ აღგვილი უნდა იყოს დედამიწის პირიდან
22:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
იმდენი სილიკონი გაქვს სახეზე, ეტყობა სისხლი ტვინს ვეღად მიექოდება... ძალიან მწყინს.. თქვენი მეუღლე რამე კაი სიმღერას ხომ არ მიუძღვნის ამ ფაქტს, ძალიან აკლია ქართულ ესტრადას... მად დალოცვილ მიწაზე დარჩით, ნუ ჩამოხვალთ
22:23 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მართალი ხართ!
22:06 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
მამა პეტრე კვარაცხელია სსიტყვებს დავიხმარ. “ ვინც თვლის, რომ ღმერთმა ჩვენზე შური იძია, ის შორს დგას მართლმადიდებლობისგან. ვინც თვლის, რომ თავად წმინდანია და დაღუპულები ცოდვილი, საერთო არაფერი აქვს რწმენასთან. ვინც თვლის, რომ აგრესია და სიძულვილი სამართლიანი მიდგომებია, ვერასდროს ეზიარება სიმართლეს. ”
21:54 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
mell
კაზანტიპი რომ საქართველოში არ უნდა ჩატარებულიყო (დიდი კრახი კი განიცადა მარა მაინც..) ეგ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ კაზანტიპის და ლგბტ თემებს რომ რუსეთი სატავისოდ იყენებს და შენც რუსეთიდან სწორედ ეგ გალაპარაკებს ეგეც ნათლად ჩანს.. ამ სტიქიაზე კი პატრიარქმა გააკეთა საკმარისი განმარტება და მიზეზიც დაასახელა..
21:51 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS