16 ივნისი, 2015
ნინო წიკლაური თბილისის სტიქიას „კაზანტიპის“ ფესტივალს აბრალებს - „გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს...“
ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ სტიქიას კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზოგი მომხდარს, საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ ''კაზანტიპს'' უკავშირებს.

მათ შორისაა მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნინო წიკლაურიც, რომელიც ამჯერად მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერია. ნინო ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის
კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.

ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...

სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ტანტი
ისე ჯობია ერტმანეტის ლანზგვას ყველამ სიკეტე ვაკეტოტ კარტველებო...................
09:51 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მართალს ამბობს ეს ადამიანი, რას ერჩით!!! მორიდება და შიში უფლის მიმართ სულ დაიკარგა, ცოდვებისთვის პასუხს ყოველთვის ვაგებთ და ეს ის ერთერთი შემთხვევააა!!!
09:45 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეხლა ეს ხომ არის ღირსი მთელი ცხოვრება კაცი არი მიაკარო და ტანჯვაში ამოხადო სული :D
09:45 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ეუჰ ...
09:22 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ილონა
სადაც ცხოვრობ ჯერ იმ ქვექნიდან ცადი და სტიქიის მიზეზებზე მერე გააკეტე კომენტარი...
02:38 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი წიკლაური
გენაცვალე შენ ჩემოოოოოოო!!!!!! მართალი კიარა და ძალიან მართალი ხარ!
01:35 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამ ქალის კომენტარზე მისივე მსგავსი აზრი დამებაადა. შენადა, ტუჩების დაბერვისთვის არ დაგსჯის ღმერთი?! თავხედობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ? ღმერთო, როგორ ბნელა!!
00:19 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
t
ასეთი აზრის,(უაზრობის)გამოთქმა არ შეიძლება, მითუმეტეს ახლა,ჯერ კიდევ არ უპოვიათ ყველა დაღუპულები.ისე თუ მართლა ფიქრობ,რომ ღმერთმა დაგვსაჯა ეს შენი(ფარისეველის) დამსახურებაა.შენ და შენს ახლობლებს 10 ადამიანს, რომ გელოცათ ( გახსოვს ალბათ სოდომის ცოდვა)ღმერთი გადაგვარჩენდა.შენი ბრალია ყველაფერი და კიდევ მათი ვინც გეთანხმებიან,ვითომ მორწმუნეები.
00:11 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევან
მამაოს ნათქვამს რატომ ვიგებთ "ბუკვალურად"?!.. ვინ ამბობს, რომ ღმერთმა შური იძია მათზე?!.. იქნებ აცხონა და დროზე ადრე გაიყვანა ამ ცოდვილი წუთი(წამი)სოფლიდან?! მამაო ხომ პერსონიფიცირებას არ ახდენს, ის მოვლენაზე საუბრობს და არა კონკრეტულ პიროვნებებზე... ღმერთმა აცხონოს ამ ტრაგედიის მსხვერპლთა სულები...
23:31 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
საქმეს მიხედეთ და ბოდვებს თავი დაანებეთ
23:24 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS