16 ივნისი, 2015
ნინო წიკლაური თბილისის სტიქიას „კაზანტიპის“ ფესტივალს აბრალებს - „გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს...“
ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ სტიქიას კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზოგი მომხდარს, საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ ''კაზანტიპს'' უკავშირებს.

მათ შორისაა მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნინო წიკლაურიც, რომელიც ამჯერად მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერია. ნინო ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის
კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.

ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...

სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
ნანა
იქნებ შენი დაბერილი ტუჩია დამნაშავე ამაში? რაო რუსეთს ულოკავ ერთ ადგილს? კაზანტიპი ხომ უკრაინის იყო და რა თქმა უნდა ცოდვაა ხო? ვაი შენს პატრონს რამდენი გაკლია !!!!!
21:37 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატო
რა კაზანტიპი, გოგო, ჯუნას რას ედრები , ის მასეთ სისულელეებს არ აფრქვევდა. გააწყალეთ ყკვე გული. კეთილი და სათნო გოგოები დაიხოცნენ და იმ კაზანტიპის მონაწილეები და მომწყობები ისევ საღსალამათები დადიან? და საერთოდ, შეეშვით ღმერთის სახელით ლაპარაკს და ნუ ამახინჯებთ ქრისტიანობის არსს, რომ ღმერთი სიყვარულია და ყოვლადმოწყალეა. ყველამ თქვენს უბედურ ცოდვებს მიხედეთ და თქვენ საკუთარ ცოდვებზე აგეთ პასუხი!!!!!!!!!!!!!!!
19:44 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ნათია "გაიხარე, ნინო. მიხარია მართალ სიტყვას ადამიანი რომ იტყვის." შინაარსით ვერ მივხვდი მხარს უჭერ თუ არა, მაგრამ თუ ეთანხმები მაგ სიმართლით გატაროთ თქვენმა "შურისმაძიებელმა" ღმერთმა მთელი ცხოვრება, ჩვენი ღმერთი სხვანაირია და სხვანაირად ფიქრობს, ასე რომ კაზანტიპსაც ჩავატარებთ და ბევრ სხვა კარგ საქმესაც გავაკეთებთ, თორემ თქვენნაირების იმედზე საქართველო ვერ იქნება
19:12 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
სრული სიბნელე.........................
01:11 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
გაიხარე, ნინო. მიხარია მართალ სიტყვას ადამიანი რომ იტყვის.
17:46 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
წიკლაური
სიბნელე!
15:49 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ზოგი ასე უბერავს ზოგი ისე უბეერავს რა გაატრაკეთ ამ ორმაგი სტანდარტებით კაზანტიკის გამო წაგვლეკა და იქნებ იმის გამო რომ ბათუმში ბორდელების ქუჩაა და ქართვრლ ქალებს თურქრბი ხმარობენ ან იმიტომ რომ ანჩისხატისა და საპატრიარქოსა და სიონის გვერხე კაზინი და საჟიმაო სასტუმრიებია. არ და არა ეს 6ველაფერი სისულელეა ეს სტიქიაა დედამიწაზე ეს ჩვეულებრივი პროცესია ხან მიწის ხვრაა ხან ვულკანი ხან ცუნამი ხან წყალდიობა და ხან ქარბორბალა ეს ჩვენი პლანეტის ჩვეულებრივი ამბავია და ღვთის სასჯელი არაფერ შუაშია ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით ზევს ცემთ თაყვანს თუ ყოვლად შემწყნარებელი იესოსი გწამთ.
12:09 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ბნელა საქართველოში ბნელა, განუვითარებელია "მამათა" თაობა, იმედია აზრზე მოვალთ "შვილთა" თაობა და ასეთ მარაზმს ჩემი თაობის წარმომადგენლებიდან იშვიათად მოვისმენ, განუვითარებელი ბრბო რომელსაც ღმერთი მარტო იმიტო წამთ, რომ ეშინიათ, სჯერათ მათზე უარესად ცოდვილი ბაბუაწვერა ჯიპოსანი მამაოების, არ უჩნდებათ კითხვა "რატომ?" და ღებულობენ ყველაფერს, "მამაომ თქვა და დაეჯერება",გაახილეთ თვალი, ზოგადად როგორი თავისუფალიც რელიგიაა,იმდენად ვითარდება ერიც და ბერიც, ჩემი "შვილთა" თაობა აზრზე მოდის, საღად უყურებს რეალობას და მარტო "ღმერთი გვიშველის" და "ღმერთი დაგვსჯის" ფრაზებით არ გამოდიან, ეს ის თაობა ვართ, ვინც მოხალისეების 80%-ს შეადგენდა, ეს ის თაობა ვართ რომელთაც სიყვარული შეგვიძლია და ეს ის თაობა ვართ "ღმერთის აღარ წამთ", "ეს რა თაობა მოდის", "გოგო ბიჭს ქუჩაში კოცნის", "გოგოს მოკლე კაბა აცვია", მაგრამ მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა შეგვიძლია და ქვეყნისთვისაც გაცილებით მეტს გავაკეთებთ
11:33 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
საშკა
დზალიან მეეჭვება ეს გოგონა წარმატებული პროდიუსერი რომ იყოს... ესეთი "პრადვინუტი" აზროვნებით...
10:55 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ივანიშვილი ანტიქრისტეა და კაზანტიპი სამოთხე იყო???? აზროვნების უნარი სუ დაკარგეთ????? ქართველობაც სუ დაკარგეთ, რამე შეგრჩათ ქართული თქვენ თუ არა!!!!!!
09:57 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS