16 ივნისი, 2015
ნინო წიკლაური თბილისის სტიქიას „კაზანტიპის“ ფესტივალს აბრალებს - „გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს...“
ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ სტიქიას კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზოგი მომხდარს, საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ ''კაზანტიპს'' უკავშირებს.

მათ შორისაა მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნინო წიკლაურიც, რომელიც ამჯერად მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერია. ნინო ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის
კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.

ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...

სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
რომანოზი
გაიხარე! კაზანტიპის გახსნა და დევდორაკის წამოსვლა ერთ და იმავე დროს მოხდა. 2014- წლის 20 აგვისტოს. სამი ავტობუსი კაზანტიპელები (წითელ - ყვითლები და ნახევრად ლურჯად შეღებილები ლარსიდან უკან გავაბრუნეთ)))))
18:10 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეკსო
იმაზე არ დაფიკრებულახართ რომ სტორედ რომ გარკვნილი საპატრიარქოს გამო მოგვევლინა Eს უბედურება! --- არა Mე ბოდიში იქ ხომ Aნგელოზები და უცოდველიბი არიან მხოლოდ. თვალები გაახილეტ----ვინაიდან ჩვენ ეკლესიას გველები შეესივნენ შAვრაზმელების სახით
17:52 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თათია
მე ვეთანხმები ამ ადამიანს... მგონი ღირს დაფიქრებაად... საქართველო არ არის ის ქვეყანა სადაც ესეთი ფესტივალები უნდა იმართებოდეს. ყველანაირ უბედურებას ცოდვა იწვევსს და ჩვენი ქვეყანაც მიექანებაა ევროპისკეეენ ნელ-ნელა და იქნებ ეს არის ნიშანიი იმისა რო დროა გონს მოვეგოოთ.მეც ჩამთვალეთ თუ გნებავთ გოიმად და ჩამორჩენილად,მაგრაამ ასეა!!!
17:37 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თათია
მე ვეთანხმები ამ ადამიანს... მგონი ღირს დაფიქრებაად... საქართველო არ არის ის ქვეყანა სადაც ესეთი ფესტივალები უნდა იმართებოდეს. ყველანაირ უბედურებას ცოდვა იწვევსს და ჩვენი ქვეყანაც მიექანებაა ევროპისკეეენ ნელ-ნელა და იქნებ ეს არის ნიშანიი იმისა რო დროა გონს მოვეგოოთ.მეც ჩამთვალეთ თუ გნებავთ გოიმად და ჩამორჩენილად,მაგრაამ ასეა!!!
17:35 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
tatia
მე ვეთანხმები ამ ადამიანს....შეიძლება მართლააც ეს იყოს მიზეზი,ამიტო ღირს დაფიქრებაად... არ არის საქართველო ის ქვეყანა სადაც ესეთი ფესტვალები უნდა იმართებოდეს.
17:32 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
vlad-ს
მოვა დრო,პასუხს აგებ ამ სიტყვებზე.
17:24 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაიმე
გიგა კვენეტაძის ყოფილი ცოლის სტატუსი თუ არ გააპიარე რაა ჟურნალისტიკა
16:53 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კოფე11
ჟჯუნა კიარა გიგლაჯუნ ხაარ.დ
16:47 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კოსტა
ყველა ჭკუანაკლულის ბოდვა უნდა გამოაქვეყნოთ აუცილებლად? :)))
16:47 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნ.კ
ვაიმე გავიგიდე სიცილით, კაზანტიპი ვისაც არ მოწონს ნუ ნახავს, ვისაც მოწონს და მიდის ვისი რა საქმეა, არ მომკლა ამ ჩარჩოიანმა აზრებმა.. ოეეეე აი ამას რომ ტაშტივით აქვს დაბრეილი ტუჩები, კაცებს, რომ მოაწონოს თავი( სულ ბებიამის რომ მოაწონოს თავი, იმიტო დაიბერა ხო?მაგან არ იცის რომ ეგეც ცოდვაა), არ მომწონს რა ქნა ახლა ავუკრძალო? ხო კიდევ მე არ მომწონს, ლირიული სიმღერები, რაღაცას რომ კნავიან, ავკრძალოთ
16:44 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS