16 ივნისი, 2015
ნინო წიკლაური თბილისის სტიქიას „კაზანტიპის“ ფესტივალს აბრალებს - „გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს...“
ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ სტიქიას კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზოგი მომხდარს, საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ ''კაზანტიპს'' უკავშირებს.

მათ შორისაა მომღერალ გიგა კვენეტაძის ყოფილი მეუღლე ნინო წიკლაურიც, რომელიც ამჯერად მოსკოვში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერია. ნინო ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.  

''ახლა დავწერ და ვიცი, ბევრი იტყვის ამან გააფრინაო, გოიმიაო, ქაჯიაო და ეგ რა შუაშიაო, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს აზრს. როდესაც შუა დიდმარხვაში, მარიამობის მარხვაში, ღვთიშმობლის წილხვედრ მიწაზე, სადაც ღვთისმშობლის
კვართია, საქართველო და ქართველი დაუშვებს იმას, რომ გარყვნილი, თავზე ხელახებული ყველა ნებადართული ''კაზანტიპი რესპუბლიკის'' ჩატარებას, ამას ეს აუცილებლად მოყვებოდა.

ძალიან ვწუხვარ, ძალიან. ვინც მიცნობს, იმათ იციან, რომ შარშან ვამბობდი, არ დაგვემართება კარგი ამბავი-მეთქი. გინდა, ჯუნა მეძახეთ ახლა და გინდა ვანგა, თუმცა ეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა ესმოდეს და აქ ნათელმხილველობა არ არის საჭირო...

სხვამ რაც გინდა, ის აკეთოს თავის ქვეყანაში, ჩვენ მათზე მეტი მოგვეკითხება. ჰოდა მოდით, ახლა დავრთოთ ნება, რომ გეი პარადები ჩაატარონ, გავაგრძელოთ გეი და ლესბოსელების გადაცემებში მოწვევები, სასულიერო პირების და პატრიარქის ლანძღვა და კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ''კაზანტიპი'', რადგან ნაწყენი დარჩნენ შარშან არ არის სასაცილო, მაგრამ სიმწრის სიცილია! დაიწყეთ ახლა, როდის მერე გახდა წიკლაური მონაზონი და რას ბოდავსო'' - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 81 /
გიორგი
ყველაფერს საზღვარი უნდა ქონდეს. უბრალო ლოგიკა მაინც რომ ჩარტოს ადამიანმა, ასეთი აზრი ყალბი გამოჩნდება.
19:37 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სახელი
საქართველო უნდა შემოღობო, კავკასიონის გარშემო სკამები დაამონტაჟო და 'თელ 'სოფლიოში უდიდესი და საუკეთესო ცირკი იქნება. არ გინდათ ეს რელიგიური ფანატიკოსები სადმე ერთად რომ დასახლდეთ, მაგალითად პრავასლავნიკ რუსეთს რომ თხოვოთ ტერიტორია სადმე ტაიგაში, ცივილიზაციისგან შორს. არც კონცერტებს ჩაგიტარებთ ვინმე და არც დასავლელი "სატანები" შეგაწუხებენ. ერთია ტაიგაში სიცივე იცის და ამ დროს ლოცვა გააძლიერეთხომე
19:30 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მორწმუნე
ძლივს მოვისმინე ამ უბედურების მეცნიერული ახსნა. ეხლა ბარემ ის გვითხრას, ამას გვაკმარებს თუ კიდევ რამეებს უნდა ველოდეთ კაზანტიპის გამო. ვაი ჩვენს პატრონს!...
19:26 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბელჯამ დინგვაი
გინდა კაზანტიპს, გინდა აღლუმს, გინდა ზარებით აშენებულ ზოოპარკს. რეალობა ერთია. მეწყერმა და მდინარის გაუმართაობამ გამოიწვია ყველაფერი ))))))))))))))))))))))
19:24 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
soph
Auntet shuqi am bnels :))))
19:17 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
აი კიდევ ერთი ნიჭიერი და ჭკვიანი(((
19:14 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
არც გოიმია და არც ქაჯი, უბრალოდ, შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი. ისევე როგორც ბევრნი საქართველოში, XV-XVI საუკუნის კატეგორიებით რომ აზროვნებენ და თანამედროვეობისთვის თვალის გასწორების მცდელობას ლამის ქართველობის დაკარგვად აღიქვამენ. მათთვის მართლაც ესეა და შუა საუკუნეების ქართველები რომ წამოაყენო, ალბათ ასე იფიქრებდნენ ისინიც - იმათ სულს ვენაცვალე, ამ იოდნაკლულებისგან განსხვავებით.
18:50 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
Mდაა
ეს ქალი თვითOნ იყო სუტენიორშა და ეწეოდა Aღვირახსნილ ცხოვრებას და Vის არიგებს ჭKუას
18:36 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
მდაააააააა....................... გასაგებია ყველაფერი... მთავრობა კიდევ ვერეს ხეობასთან არასწორად დაპროექტებულ გზას და ბეთანიის მთის ჩამოწოლას აბრალებდა ყველაფერს. დროულად ვერ კითხეს აზრი ნინო წიკლაურს? როდემდე შეიძლება ქოცების არაკომპეტენტურობის ატანა ხალხო??????
18:25 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ყოფილი ცოლი იქნება აბა ასეთი რო სახლში გიზის ხო გაგიჟდები :))) რამდენი სიბრძნე ედება კიდევ თავში
18:25 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS