16 ივნისი, 2015
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან, რომელიც სტიქიის მეორე დღეს მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა
ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის ამ ახალგაზრდის ფოტო, ორი დღეა სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ბიჭი სტიქიის მეორე დღეს საკუთარი ნებით გმირთა მოედანზე მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა.
როდესაც გაიგეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან იყო, მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ერთნი წერდნენ, რომ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანისგან არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ გმირი ბიჭის თავდადებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღფრთოვანებული დატოვა.

"უღრმესი მადლობა ამ ადამიანს! დასაფასებელია ის რასაც ეს კაცი აკეთებს და პოლიტიკა და ადამიანები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ! ის რაც პოლიტიკის
გამო ხდება - არ ნიშნავს რომ ადამიანების ბრალია, რომ ადამიანებიც ისეთები არიან, როგორიც სიტუაციაა პოლიტიკის გამო! აი ეს კაცი, ბევრ ქართველს მირჩევნია! ხო ბევრ ქართველს მირჩევნია მეთქი! ფეხებზე რომ ჰკიდიათ და აქვთ დამოკიდებულება ,,სტიქია მე არ შემეხო და რა მენაღვლებაო'' და არ შემედაოთ, ბევრია ასეთი! რაც შეეხება კიდევ იმის გამოკვეთას, ქართველი არააო - გუშინ სვანაძის ქუჩაზე ვიყავი, არა თუ ერთი ადამიანი იდგა და არიგებდა საჭმელს, სასმელს, სასუსნავს...

როგორც გავარკვიეთ ეს ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. დედა რუსი ჰყავს, მამა ქართველი, მეუღლე რუსი. პატარა მანქანაში მოწყობილი აქვს სამზარეულო და თბილისის ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
თაია
,,რუსეთიდან ჩამოსული ადამიანისგან არაფერი ჭირდებათო"..საოცარია, ამ ტრაგედიის ჟამსაც რომ არ ავიწყდებათ უკუდო ამპარტავნების გამომჟღავნება..დალოცვილო, ვინც მაგ აზრზე ხარ,რა შუაშია ეროვნება, სად გახსენდება ეროვნების გარჩევა იმ დროს, როცა იგებ რომ ის შენს დაღლილ თანამემამულეებს როგორც შეუძლია(და იქნებ არც შეუძლია მთლად მასე) საკვებით უმასპინძლდება...ამრავლოს მსგავსი ხალხი განურჩევლად ეროვნების
19:57 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
maria
Ra mnishveneloba aqvs sad auria da said an chamovida. Adamiannobaa dasafasebeli. Ki batono mec rusetis winaagmdegi var da putini mec mezizgeba magram ertia politika da mere aseti adamianebi .chemi mtavroba tu rames ashavebs an misi ppolitika romelime sxva qveyanas ar mowons es ar nishnavs rom me rogorc saqartvelos moqalaqe unda shemijavros an gamriyos am qveyanam.gmertma gaumarjos am kacs!
14:50 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
შალვა
მამა ქართველი თუ ყავს ქართველი ყოფილა ქართული წესით...
03:50 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა-ს
არაადამიანი ხარ ვიგაც ხარ.ბოგმა რო მარ გაურიო გასკდები ხო?ის უდანასაულო ახალგაზრდები უნდა დახოცილიყვნენ და შენისთანა ბოგმა რასისტი აქ უნდა იჯდეს?როგორ მეზიზგებით ასეთი დაუნახავი და კუდაბზიკები
01:45 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ჩემი მეუღლეც რუსია მაგრამ დღეს საქარტველოს გვერდით უდგას ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს თუ ადამიანი ადამიანობს
23:25 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS