16 ივნისი, 2015
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან, რომელიც სტიქიის მეორე დღეს მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა
ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის ამ ახალგაზრდის ფოტო, ორი დღეა სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ბიჭი სტიქიის მეორე დღეს საკუთარი ნებით გმირთა მოედანზე მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა.
როდესაც გაიგეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან იყო, მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ერთნი წერდნენ, რომ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანისგან არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ გმირი ბიჭის თავდადებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღფრთოვანებული დატოვა.

"უღრმესი მადლობა ამ ადამიანს! დასაფასებელია ის რასაც ეს კაცი აკეთებს და პოლიტიკა და ადამიანები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ! ის რაც პოლიტიკის
გამო ხდება - არ ნიშნავს რომ ადამიანების ბრალია, რომ ადამიანებიც ისეთები არიან, როგორიც სიტუაციაა პოლიტიკის გამო! აი ეს კაცი, ბევრ ქართველს მირჩევნია! ხო ბევრ ქართველს მირჩევნია მეთქი! ფეხებზე რომ ჰკიდიათ და აქვთ დამოკიდებულება ,,სტიქია მე არ შემეხო და რა მენაღვლებაო'' და არ შემედაოთ, ბევრია ასეთი! რაც შეეხება კიდევ იმის გამოკვეთას, ქართველი არააო - გუშინ სვანაძის ქუჩაზე ვიყავი, არა თუ ერთი ადამიანი იდგა და არიგებდა საჭმელს, სასმელს, სასუსნავს...

როგორც გავარკვიეთ ეს ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. დედა რუსი ჰყავს, მამა ქართველი, მეუღლე რუსი. პატარა მანქანაში მოწყობილი აქვს სამზარეულო და თბილისის ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
სოფი
რუსეთიდან ჩამოსული ქართველია რომელსაც ქართული სისხლი უჩქეფს.გაუმარჯოს მაგას.
14:31 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
რუს
ღმერთმა გაახაროს რუსია თუ ქართველი კარგი ადამიანია
14:22 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
უღრმესი მადლობა ამ ადამიანს.უმადურებს კი ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოაწონებ.
13:49 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS