16 ივნისი, 2015
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან, რომელიც სტიქიის მეორე დღეს მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა
ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის ამ ახალგაზრდის ფოტო, ორი დღეა სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ბიჭი სტიქიის მეორე დღეს საკუთარი ნებით გმირთა მოედანზე მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა.
როდესაც გაიგეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან იყო, მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ერთნი წერდნენ, რომ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანისგან არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ გმირი ბიჭის თავდადებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღფრთოვანებული დატოვა.

"უღრმესი მადლობა ამ ადამიანს! დასაფასებელია ის რასაც ეს კაცი აკეთებს და პოლიტიკა და ადამიანები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ! ის რაც პოლიტიკის
გამო ხდება - არ ნიშნავს რომ ადამიანების ბრალია, რომ ადამიანებიც ისეთები არიან, როგორიც სიტუაციაა პოლიტიკის გამო! აი ეს კაცი, ბევრ ქართველს მირჩევნია! ხო ბევრ ქართველს მირჩევნია მეთქი! ფეხებზე რომ ჰკიდიათ და აქვთ დამოკიდებულება ,,სტიქია მე არ შემეხო და რა მენაღვლებაო'' და არ შემედაოთ, ბევრია ასეთი! რაც შეეხება კიდევ იმის გამოკვეთას, ქართველი არააო - გუშინ სვანაძის ქუჩაზე ვიყავი, არა თუ ერთი ადამიანი იდგა და არიგებდა საჭმელს, სასმელს, სასუსნავს...

როგორც გავარკვიეთ ეს ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. დედა რუსი ჰყავს, მამა ქართველი, მეუღლე რუსი. პატარა მანქანაში მოწყობილი აქვს სამზარეულო და თბილისის ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ეკატერინე
რას გიქვიათ რუსიო!!! მამა თუ ქართველი ჰყავს რუსი კი არა ქართველი ყოფილა!!! და რუსიც რომ ყოფილიყო "მალადეც" მაგას! უმადურ და კუდაბზიკა ქართველებს კი არავინ ეკითხება ვინ შეწვავს ჰამბურგერს გმირთა მოედანზე!!!
20:31 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
კარგი შვილი... გაიხაროს, ღმერთმა ხელი მოუმართოს კეთილ საქმეში. ადამიანად იბადებიან...!
20:21 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მათიკო
საყვარელი!!!! ადამინები ყველაგნ არიან გაიხაროს
19:35 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ამ ბიჭს მადლობა, მაგრამ რა შუაშია აქ დამპალი რუსეთი?
19:26 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ეს ბიჭი ქართველი ყოფილა (რუსეთში გაზრდილი), და ახლა საქართველოში ცხოვრობს.. გულს ნუ აგვიჩუყბთ რუსებზე. აბსოლუტურად ზედმეტია
19:24 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მიშკა
ბევრ ქართველს ტვინი არ შერჩა რომ აზროვნების უნარი ქონდეს. საკუთარი ბოგმა წამლავთ და უსირცხვილოდ ლანძღავენ ყველას. რომელ ქათველ ან რუს ახალგაზრდას უნდა ომიი. უბრალოდ ბევრი უსაქმური და უნიათო ადამიანი გვყავს რომლებიც ლანძგვის მეტს ვერაფერს აკეტებენ. იქნებ მაგ ბიჭსაც აგენტობა დააბრალონ და ჩაქოლონ არ გამიკვირდება
19:18 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარიუმადური ხალხი ტუ ვერ მიხვდება და
უმადურ და უგუნურ ადამიანებს წესად აქვთ ყველაფერში ნეგატივი დაინახონ, დაე ამ მამაკაცს ღმერტმა გადაუხადოს სამაგიერო უანგაროდ გაწეული სიკეთისათვის .
17:53 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
სამაგიეროდ ქართველები არიან იმ მაღაზიების მეპატრონეები, რომლებიც მოხალისეებისაგან ახლა უფრო მეტ თანხას ითხოვენ ნიჩბებისთვის; ტაქსის მძღოლებიც ქართველები არიან, რომლებიც ტალახში ამოსვრილ, მუშაობით დაღლილ ახალგაზრდებს მანქანას არ უჩერებენ სახლში წასასვლელად, სხვა მგზავრებს კი ამ დღეებში ორი იმდენს ახდევინებენ, ვიდრე ეს უბედურება დაგვატყდებოდა თავს. არც სხვა ქართველი მოქალაქეები უჩერებდნენ მანქანებს ამ გოგო-ბიჭებს, რომ არ დასვროდათ... იმ ნახევრდ რუს ბიჭს კი წინ დახვდება სიკეთე. ღმერთმა გაუმარჯოს
15:55 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარკი
კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე,ყოველ დღეს რომ შენს თავს ჰკითხო აბა დღეს მე ვის რა ვარგე.
15:31 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
"კაცი კაცად მაშინ ფასობს, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!"
15:04 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS