13 ივნისის ღამეს სტიქიის დროს გარდაცვლილი ადამიანებიდან ერთ-ერთი იყო ინდირა ზარანდია. გოგონას შეყვარებული ჰყავდა, ირაკლი ჟორჟოლიანი, რომელმაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერილი გამოაქვეყნა:
„ყველამ ვინც მე მიცნობს იცის რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან.
ინდირა იყო ზეადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ყოველდღე
პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით.
სხვა ცხოვრებაში რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაგაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა.“ - წერს ირაკლი.
სალომე დადიანი




















