16 ივნისი, 2015
რას წერენ მოქალაქეები სტიქიის შემდეგ: „ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის რა ორიენტაცია აქვს, ვის სჯერა ღმერთის და ვის- არა“
სულ ერთი პატარა, პატარა ოცნება მაქვს თბილისს რომ შეუძლია, გვერდში დგომა, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სწორედ ასეთ ტრაგიკული წუთები გამოავლენენ ხოლმე ჭეშმარიტ გმირებს. სოციალურ ქსელში ანეტი მიქელაძის დაწერილი სტატუსი ზუსტად ასახავს თბილისურ რეალობას:

„3 წელია თბილისში ვცხოვრობ და დღეს პირველად მეტროში შესვლისას ერთმანეთს გზას ვუთმობდით, ჭყლეტვა არ იყო.

მერე კიდე მარშუტკამ მოუხერხებლად გამიჩერა და რომ ავედი, მაპატიე სხვანაირად ვერ გავაჩერეო.

მერე ტაქსმა რა პრობელმაა, რამდენიც გაქვს იმდენი მომეო (ბევრი ვიარე დღეს
)ასეთ სიცხეში მით უმეტესს თბილისში ხალხი ქუჩაში ისეთი სახით დადის ხასიათს გაგიფუჭებენ, სულ რომ ქორწილი და დაბადების დღე გქონდეს.

მაგრამ დღეს მე ამდენი დამშვიდებული, ცოტათი სევდიანი, მაგრამ მაინც ბედნიერი სახე არასდროს მინახავს. მიუხედავად იმისა რომ ვგლოვობთ, მაინც მშვიდად ვართ იმით რომ ვიცით, ჩვენს ქვეყანას არ ვკიდივართ!

სულ ერთი პატარა, პატარა ოცნება მაქვს...

მინდა რომ შემდეგი, რამდენიმე წელი მაინც არ დაგვავიწყდეს ეს დღე, ისე გვესმოდეს ერთმანეთის, როგორც დღეს გავიგეთ. მე არ მგონია რომ ყველა ადმიანის შეყვარებას შეძლებთ, მეც ვერ შევძლებ, მაგრამ ყველას პირადი ცხოვრების პატივისცემა, თავისუფალი არჩევანი, ოცნებები, აზრები, ამის მიღება ხომ შეგვიძლია?

გუშინ და დღეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის რა ორიენტაცია აქვს, ვის სჯერა ღმერთის და ვის- არა, ვინ არი ნაცი და ვინ არი ქოცი, ვის ჰყავს ფულიანი მამიკო და ვის- არა.

ხომ ხვდებით, რომ ამას მერეც არ ექნება მნიშვნელობა?!

შევრიგდეთ რა, ჩვენი თაობა თუ არ დავიწყებთ, არავინ დაიწყებს“, წერს ანეტი მიქელაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიორგი
სიმართლეა რასაც წერ ანეტი შენს სიტყვებში გულწრფელობაა და სრული სიმართლე მიხარია, რომ აქ ვნახე შენი სტატუსი .. ღმერთი არს ჩვენთან!!!
13:16 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
marianna
Droa yvela dacynardes da yvelaperi kargad iqneba ,xom gjerat rom sicocxle zalian xanmoklea amitom ecadet rom yoveli cuti chatvalit rom bednieri xart
10:21 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS