„3 წელია თბილისში ვცხოვრობ და დღეს პირველად მეტროში შესვლისას ერთმანეთს გზას ვუთმობდით, ჭყლეტვა არ იყო.
მერე კიდე მარშუტკამ მოუხერხებლად გამიჩერა და რომ ავედი, მაპატიე სხვანაირად ვერ გავაჩერეო.
მერე ტაქსმა რა პრობელმაა, რამდენიც გაქვს იმდენი მომეო (ბევრი ვიარე დღეს
მაგრამ დღეს მე ამდენი დამშვიდებული, ცოტათი სევდიანი, მაგრამ მაინც ბედნიერი სახე არასდროს მინახავს. მიუხედავად იმისა რომ ვგლოვობთ, მაინც მშვიდად ვართ იმით რომ ვიცით, ჩვენს ქვეყანას არ ვკიდივართ!
სულ ერთი პატარა, პატარა ოცნება მაქვს...
მინდა რომ შემდეგი, რამდენიმე წელი მაინც არ დაგვავიწყდეს ეს დღე, ისე გვესმოდეს ერთმანეთის, როგორც დღეს გავიგეთ. მე არ მგონია რომ ყველა ადმიანის შეყვარებას შეძლებთ, მეც ვერ შევძლებ, მაგრამ ყველას პირადი ცხოვრების პატივისცემა, თავისუფალი არჩევანი, ოცნებები, აზრები, ამის მიღება ხომ შეგვიძლია?
გუშინ და დღეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის რა ორიენტაცია აქვს, ვის სჯერა ღმერთის და ვის- არა, ვინ არი ნაცი და ვინ არი ქოცი, ვის ჰყავს ფულიანი მამიკო და ვის- არა.
ხომ ხვდებით, რომ ამას მერეც არ ექნება მნიშვნელობა?!
შევრიგდეთ რა, ჩვენი თაობა თუ არ დავიწყებთ, არავინ დაიწყებს“, წერს ანეტი მიქელაძე.




















