"გმირი ავტობუსიდან! თუ ჩემი მონაყოლი გულზე მოგხვდებათ გაიზიარეთ ან მონიშნეთ მერიის ხალხი. იქნებ მათაც მოეწონოთ იდეა! მზიურიდან ამოვედი ჭავჭავაძეზე. ბარით ხელში, დასვრილი. ავტობუსი მალევე მოვიდა, ავედი და ბილეთის აღება რომ დავაპირე კონტროლიორმა გამაჩერა!
"დღეს მოხალისეები უფასოდ იმგზავრებთ"! გამიხარდა! მალევე გაირკვა რომ ეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინიციატივა ყოფილა! იმედია ეს კაცი სამსახურს არ დაკარგავს და მის ინიციატივას მერია მიიღებს როგორც კეთილ იდეას! იმგზავრონ მოხალისეებმა უფასოდ!" - წერს




















