15 ივნისი, 2015
გაქცეული ავაზა მანიკა ასათიანმა საკუთარ ბინასთან ნახა
ადგილზე, არის ავაზას კვალიც, კერძოდ, ბეწვი
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე მოქალაქეებმა ავაზა ნახეს.  ერთ-ერთი თვითმხილველი მოდელი მანიკა ასათიანია. მანიკა ყვება, რომ  გაურკვველი, კატის მსგავსი არსება მათი სახლის სახურავიდან დაბლა დაეშვა და მანქანას დაეცა.

დიდი ზომის ცხოველის დაცემისაგან, ავტომობილი დაზიანდა.

მანიკას თქმით, თვითონ მეშვიდე სართულზე ცხოვრობს და ვერც წარმოიდგენდა, მის ზემოთ, კორპუსში რაიმე ცხოველი თუ მოახერხებდა ასვლას. მაგრამ გაიგონა, როგორ დაეცა მის აივანს რაღაც მძიმე და აივნიდან რომ გადაიხედა,
დაბლა მანქანაზე დაცემული შავი ცხოველი დაინახა, რომელიც კატაზე სამჯერ მეტი იყო ზომით.  

ადგილზე, არის ავაზას კვალიც, კერძოდ, ბეწვი.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიო
ყოველ დილით, ჩაიში ან ყავაში, ირონიის ნაცვლად შაქარი რომ გაურიო უკეთესი იქნება.
11:48 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლადო
თუ პირისპირ შეხვდებით არ შეგეშინდეთ ჯერ გააფრთხილეთ რომ დაგნებდეს და ზოოპარკში წამოგყვეთ,თუ გაგიძალიანდათ ხელში გეცათ არ შეგეშინდეთ ავაზაა მაინც იცის ასე,აი ყელში კბენა თუ დააპირა მერე დაფიქრდით რა უფრო ჯობს 112 დარეკო თუ მეზობელს დაუძახო თოფით დახმარებისთვის,ამ შემთხვევაში შეიძლება გადარჩე, მაგრამ ღიირს კი? ცხოველთა დამცველებს მაინც ვერ გადაურჩები, იქნებ ავაზა ჯობს? ვაცალოთ იქნებ გადაიფიქროს და დაგნებდეს
01:11 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS