15 ივნისი, 2015
„X ფაქტორის“ შემოქმედებითი ჯგუფის სპეციალური განცხადება
"X ფაქტორის" შემოქმედებითი ჯგუფი მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს თბილისში სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს და მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

,,13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, "რუსთავი2"-ის სატელევიზიო პროექტ " X ფაქტორის" დღევანდელი ლაივკონცერტი გადაიდო. გუშინვე გაუქმდა დაგეგმილი გენერალური რეპეტიცია - პროექტის მონაწილეები, წამყვანები, შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფის წევრები, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გამო, მეორე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქალაქის დასასუფთავებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად დაგეგმილ ღონისძიებებში. " X ფაქტორის" ყველა მონაწილე და არხის საერთაშორისო
პროექტების განყოფილების შემოქმედებითი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის დროს დაზარალებულთა გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რუსიკო
მადლობა
19:46 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS