15 ივნისი, 2015
თინა კანდელაკი: „რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება...“
„დღეს საქართველი ტირის და ემშვიდობება სტიქიური უბედურების მსხვერპლს.

მე დავიბადე და გავიზარდე ამ საოცარ ქალაქში. ვფიქრობ, რომ თბილისი მსოფლიოში ულამაზესი ქალაქია. სადაც ერთმანეთთან შერწყმულია მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეების და თანამედროვე სტილის სილამაზე. დიდი ხანია, არ ვწერ საქართველოზე, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან არ მაქვს არც ძალა და არც სურვილი კომენტარი გავაკეთო ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ხალხზე, ვის ხელშიაც ჩემი სამშობლო ჩავარდა.

რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება. ვუყურებ ფოტოებს, სადაც ადამიანები და ცხოველები ერთ ორმოში აღმოჩნდნენ და თვალებიდან ცრემლები
მცვივა.

დღეს ტირის მთელი საქართველო, ტირის ყველა ქართველი. უძლურებისაგან და იმის განცდისაგან, როგორ დაინგრა მათი ქალაქი. უზარმაზარი ზარალი მიადგა საქართველოს, რომელიც ეკონომიურად კოლაფსშია. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ. ნათელში იყვნენ დაღუპულები, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს“ - წერს თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ანა
ეს რა დებილი ქალია :O ატანა არ მაქვს
17:53 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
პაატა
საერთოდ რა უნდა ამ ქალს ვის აინტერესებს მაგის სომხურ-რუსული აზრები და დახმარებები,როგორმე ჩვენ მივხედავთ ჩვენს პრობლემებს,რუსეთი ისედაც კარგად დაგვეხმარა )))) სამაჩაბლოში და აფხაზეთში!!! თიკა პუტინს შენს სულიერ მამას დაეხმარე შე ბო....ოოოო!!!
17:42 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა გჭირთ ხალხო!!! ადამიანმა თავისი გულის ტკივილი გამოხატა, რა უბედურებაა ამდენი ღვარძლი და ლანძღვა. დამიჯერეთ თქვენზე ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა.
17:42 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
კოლაფსში ნამდვილად არ გვაქვს ეკონომიკა რუსეთს ხო უყვავის ეკონომიკა რა, ქალაქიც არ დანგრეულა დგას, თუმცა ბევჯერ ნანგევებიდან აღდგენილა ასე რომ ძალიანაც ნუ იტირებ ჩვენს ეკონომიკაზე და ქალაქზე,გაჭირვებაში ქართველი კი არ ტირის მაგრდება...ასე რომ არა ვტირივართ..ნუ ნერვილულობ .მადლობას ვიძახით რომ გადავრჩით და უარესი არ დაგვემართა( მაგალითად რუსები არ შემოგვივარდნენ.).. პირიქით.ვინ გადაუთარგმნის ახლა თუ იცის ქართული
17:25 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
არამარტო 11 და 12 საუკუნის არამედ 5 საუკუნისაც კი ქ-ნ თინა. რაც შეეხება თქვენს დახმარებას, კარგდ შეინხეთ იქნებ თქვენ უფრო დაგჭირდეთ მალე
16:54 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
#ირაკლი
ეკონომიკური კოლაფსი მაქეთ მოიკითხე.
16:18 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
maka
რუსეთში იმდენი ქართველი მოღვაწეობს თქვენი ჩათვლით ქალბატონი თიკა, რომ დარწმუნებული ვარ ყველა გადმორიცხავდა და დაეხმარებოდა თავის თბილისს უკვე. მჯერა რომ თქვენც ასე მოიქეცით უკვე ალბათ.
15:58 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS