15 ივნისი, 2015
თინა კანდელაკი: „რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება...“
„დღეს საქართველი ტირის და ემშვიდობება სტიქიური უბედურების მსხვერპლს.

მე დავიბადე და გავიზარდე ამ საოცარ ქალაქში. ვფიქრობ, რომ თბილისი მსოფლიოში ულამაზესი ქალაქია. სადაც ერთმანეთთან შერწყმულია მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეების და თანამედროვე სტილის სილამაზე. დიდი ხანია, არ ვწერ საქართველოზე, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან არ მაქვს არც ძალა და არც სურვილი კომენტარი გავაკეთო ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ხალხზე, ვის ხელშიაც ჩემი სამშობლო ჩავარდა.

რუსეთის დახმარებაზე უარი თქვეს, გული მწყდება. ვუყურებ ფოტოებს, სადაც ადამიანები და ცხოველები ერთ ორმოში აღმოჩნდნენ და თვალებიდან ცრემლები
მცვივა.

დღეს ტირის მთელი საქართველო, ტირის ყველა ქართველი. უძლურებისაგან და იმის განცდისაგან, როგორ დაინგრა მათი ქალაქი. უზარმაზარი ზარალი მიადგა საქართველოს, რომელიც ეკონომიურად კოლაფსშია. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ. ნათელში იყვნენ დაღუპულები, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს“ - წერს თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ნდზ
ყოვლად გარეწარო კაგებეს აგენტო, რუსებს დეოკუპაცია რო მოთხოვო, სჯობია!
20:12 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ფუი შენს ქალობას ქართველობას შე სამარცხვინიო ქართველო
20:02 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
...
დაგვცინის თუ მე ვერ ვხვდები რაგაცას..?!აფხაზეთზე და ოსეთზე რატომ არ გწყდება გული...???2008-ში დაღუპულ ბიჭებზე რატომ არ დაგწყდა გული,მათი შვილები უმამოდ რომ იზრდებიან...ძუკნა!!!
19:49 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
Xo aba ra 2008welsac "dagvxmarebodnen".unamusoebo erti sityva yvelafris mtqmelia.yvelas qartvelsac araqartvelsac
19:47 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გეორგია 20154
ღმერთმა აშოროს შენნაირი ქართველები საქარტველოს
19:43 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დავით
მაინტერესებს ამ ვაი პატრიოტ(კა) ქალბატონს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რატომ არ ტკივა გულიი ??? საქართველოზე ფიქრზე "გულდათუთქულს" ერთხელ მაინც თუ გაუპროტესტებია მისი სათაყვანებელი პუტლერის მოქმედება ან საქართველოში ან მსოფლიოში ???
19:14 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
დიახ, თბილისი ულამაზესი ქალაქია იმიტომ, რომ მასში ქართული სულია და ეს ქართული სული იმ დანგრეულ ორმოშიც ლამაზად წარმოჩინდა, როდესაც ქართველებმა მხარი მხარს აუბეს და ნგრევიდან რამდენიმე საათში შენებას შეუდგნენ. ჩვენც კი, ვინც არ ვართ საქართველოში უკვე არ დავიზარეთ და საბანკო ანგარიშებზე გადავრიცხეთ თანხები. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ასე განიცდით იმ ტრაგედიას, რაც დატრიალდა, თუმცა, მოდით ღირსეულად მოვიქცეთ და ნურავის დახმარების იმედად ნუ ვიქნებით. რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა საქართველოს, როდესაც ჩვენ თვითონაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. თქვენს საქმეს, ქალბატონო თინა, რუსეთი არ უნდა აკეთებდეს. თუ გული შეგტკივათ, მაშინ შემოგვიერთდით, როგორც რიგითი ქართველი და სიმბოლური თანხა მაინც გადარიცხეთ თქვენი ხელფასიდან.
19:10 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
...
ხო, აბა რა, დავიჯერეთ! შენ იმდენჯერ დაუდექი საქართველოს მხარში, რომ შეუძლებელია არ დაგიჯეროთ! ეგ შენი ვითომ წუხილი და ტირილი ხომ იცი სად უნდა წაიღო?
18:43 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
...
ძალიან ვწუხვარ თითოეულ მსხვერპლზე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახზე... ერთი ადამიანის სიცოცხლეც ფასდაუდებელია საქართველოსთვის... მაგრამ ქალბატონო თინა რა ზიანსაც თქვენი საყვარელი რუსეთი გვაყენებს და რამდენ ხალხსაც გვიხოცავს... ისეთ ზიანს ვერც ერთი სტიქია ვერ მოგვაყენებს. რაგაც არ მახსოვს თქვენი მწუხარება რუსეთის მიერ დაბომბილ ქალაქებსა და დახოცილ ხალხზე. ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტებს მოეშვით... თვითონ მივხედავთ თავს...
18:33 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
kandelaks
Guli gtskdeba?ratom?
18:01 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS