საზოგადოებამ კი რა დააშავა ასეთი არ ვიცი
მომღერალი
ეკა კვალიაშვილი ლომისობაზე მსხევრპლშეწირვის გავრცელებული კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ერთ-ერთ უცხოურ საიტზე გავრცელდა. მომღერალი ვიდეოს ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველების დახოცვის ფაქტს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ ქართველების საშველი კიდევ დიდხანს არ იქნება.
„აი, ამ ტრადიციების მიმდევრები რომ გვეყოლება ამ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სულაც არ მიკვირს, ამ ველურების შთამომავლებისგან, მათი გენისგან ცხოველების დახოცვა და ზიზღი, მთელი მსოფლიო შეძრულია, წაიკითხეთ და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ, მოინდომეს აქ ევროკავშირი, ფუუ, ველურები!!!
ჯერ გამოიფხიკონ ყურები და
გაზარდონ შეგნება საკუთარ თავში, მერე ისწავლონ ერთურთის პატივისცემა, ზრდილობა, უშურველობა, ეთიკის ნორმები, და მერე როდესმე ალბათ მომავალში იქნება შანსი ცივილიზაციის განვითარების ამ დროში !!!
საზოგადოებამ კი რა დააშავა ასეთი არ ვიცი“... წერს მომღერალი.
სალომე დადიანი