15 ივნისი, 2015
„თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ, თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები...“
იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში, სტიქიის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა გეტყვით რატომ ხართ ამაზრზენები და მორჩა! გავჩუმდები! ვიღაცები მწერენ - "ცხოველები არ არის ასეთი სანერვიულო თემა ასე რომ გაგიჟდიო". უბრალოდ რა არის იცი, ზოგიერთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იძლევა ზოგად ინფორმაციას მათ შესახებ!

მოკლედ, თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ: თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები, გულქვები, უტვინოები, ურჯულოები "ღრუზინი მონადირეები" და ისინი შეუცვივდნენ ვოლიერებში "უწყინარ" ცხოველებს და "მხეცურად" დახოცეს! მათ შორის პატარა ლომის
ბოკვერი, რომელიც "არავის არაფერს უშავებდა"

ამის დაეჯერება გირჩევნიათ, ვიდრე ეცადოთ დაიჯეროთ ის, რომ ცხოველებს კლავდნენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს !რატომ გამოვიყენე სიტყვა "გირჩევნიათ"?

იმიტომ, რომ ჯერ არც ერთის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, გარდა "ფეისბუქზე" დადებული ვითომ-"თვითმხილველთა" ჩვენებებისა, მაგრამ მე და თქვენს შორის განსხვავება რა არის იცით?

მე მი რ ჩ ე ვ ნ ი ა, ფაქტების დადებამდე მჯეროდეს ჩვენი გმირი მაშველების, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი

ბიჭების კ ა ი კ ა ც ო ბ ი ს ა, ვიდრე მათი ა ვ კ ა ც ო ბ ი ს ა!

თქვენ კი, ერთი სული გაქვთ როდის ჩადგებით "კეთილი ბიძიების და დეიდების" პოზაში და დაგმობთ "ავკაც" მაშველებს!

თქვენთვის ხომ მთავარია მერე თქვენმა "აღშფრთოვანებულმა" "ფრენდებმა" მოგწერონ:-

"ვაიმე შენ რა ოქროს გ უ ლ ი გქონია, გადავირიეეეეეეე"

"აუ, ვიცოდი რომ კ ე თ ი ლ ი იყავი მაგრამ აშეეეეეთიიიიიი?"

"აუ, ვ ი ტ ი რ ეეეეეე! შენ რა ყოფილხარ, ასეთი გულჩვილი. ვაიმე ვგიჟდები"

"აუ, ნუ განიცდი რა აშე ჯააან. სამყარო ბოროტებითაა სავსე და ყველა შენნაირი კეთილი და უ კ ა რ გ ე ს ი ვერ იქნება ჩემო გულკეთილოო"

აი, ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ საზოგადოებას გაეპრანჭოთ და პოზებში დადგეთ!

სინამდვილეში თქვენ ის ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ც ფეხებზე გკიდიათ და ის დაღუპული ადამიანებიც!

თქვენ პირადად რომ რამე ოდნავი საშიშროება დაგემუქროთ ვეფხვს და ნადირს კი არა ა დ ა მ ი ა ნ ს გამობდღვნით ყელს კბილებით!

აი, ეს არის თქვენი ნამდვილი სახე!

მ ი მ ი ფ უ რ თ ხ ე ბ ი ა ყველა პოზიორისთვის ამ დედამიწაზე!

და ვინც აქ ახლა ჭკუის დარიგებას დამიწყებს -"პატარა ბოკვერი არ უნდა მოეკლათო" და ეგეთ სიდებილეებს, ეგრევე დავბლოლკავ სრულიად სერიოზულად!“ - წერს სვანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ნია
ყოჩაღ ბაკურ!...........თორემ ამდენმა ვითომ გულშემატკივრობამ პიკს მიაღწია.დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ ესაააააააააა.
14:42 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გაიხარე. ვგიჟდები ცხოველებზე, მაგრამ ადამიანი უპირველესია.
11:42 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
ეგ აგრესია ყველა მასჰველს არ ეხება,კი ნამდვილად გმირიც ბევრი გვყავს და მოდზალადეც.რაც სჰეეხება ფაქტებს სამწუხაროდ მაგ სიამოვნებას ყოველტვის მოკლებულები ვარტ და ცჰვენ უბრალო ხალხი გვიან ვიგებტ ხოლმე.დზალიან სამწუხაროა და მტელი გულიტ ვიზიარებ ყველა დაგუპული ოჯახების ტრაგედიად.მაინც ვფიქრობ,რომ სხვა ხერხის გამონახვა უნდა მოეფიქრებინატ და ეს უდანასჰაულო ცხოველები არუნდა ამოეჯლიტატ.ხალხი სტიქიამ იმსხვერპლა,ცხოველები კი ადამიანებმა.აი ის უბედური კაცი კი ტყუილმა.
08:47 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სვანი
ბაკურ და შენ რას აკეთებ? ამ სტატუსების წერას აიღე ბარი და გამოდი მზიურთან, რა სტატუსების წერა აგიტყდა
21:19 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სინამდვილეში ცხოველთმოძულე - ბუნების მოძულეა,ბუნების მოძულე-კაცთმოძულე და არა პირიქით!
21:11 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS