15 ივნისი, 2015
„თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ, თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები...“
იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში, სტიქიის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა გეტყვით რატომ ხართ ამაზრზენები და მორჩა! გავჩუმდები! ვიღაცები მწერენ - "ცხოველები არ არის ასეთი სანერვიულო თემა ასე რომ გაგიჟდიო". უბრალოდ რა არის იცი, ზოგიერთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იძლევა ზოგად ინფორმაციას მათ შესახებ!

მოკლედ, თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ: თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები, გულქვები, უტვინოები, ურჯულოები "ღრუზინი მონადირეები" და ისინი შეუცვივდნენ ვოლიერებში "უწყინარ" ცხოველებს და "მხეცურად" დახოცეს! მათ შორის პატარა ლომის
ბოკვერი, რომელიც "არავის არაფერს უშავებდა"

ამის დაეჯერება გირჩევნიათ, ვიდრე ეცადოთ დაიჯეროთ ის, რომ ცხოველებს კლავდნენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს !რატომ გამოვიყენე სიტყვა "გირჩევნიათ"?

იმიტომ, რომ ჯერ არც ერთის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, გარდა "ფეისბუქზე" დადებული ვითომ-"თვითმხილველთა" ჩვენებებისა, მაგრამ მე და თქვენს შორის განსხვავება რა არის იცით?

მე მი რ ჩ ე ვ ნ ი ა, ფაქტების დადებამდე მჯეროდეს ჩვენი გმირი მაშველების, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი

ბიჭების კ ა ი კ ა ც ო ბ ი ს ა, ვიდრე მათი ა ვ კ ა ც ო ბ ი ს ა!

თქვენ კი, ერთი სული გაქვთ როდის ჩადგებით "კეთილი ბიძიების და დეიდების" პოზაში და დაგმობთ "ავკაც" მაშველებს!

თქვენთვის ხომ მთავარია მერე თქვენმა "აღშფრთოვანებულმა" "ფრენდებმა" მოგწერონ:-

"ვაიმე შენ რა ოქროს გ უ ლ ი გქონია, გადავირიეეეეეეე"

"აუ, ვიცოდი რომ კ ე თ ი ლ ი იყავი მაგრამ აშეეეეეთიიიიიი?"

"აუ, ვ ი ტ ი რ ეეეეეე! შენ რა ყოფილხარ, ასეთი გულჩვილი. ვაიმე ვგიჟდები"

"აუ, ნუ განიცდი რა აშე ჯააან. სამყარო ბოროტებითაა სავსე და ყველა შენნაირი კეთილი და უ კ ა რ გ ე ს ი ვერ იქნება ჩემო გულკეთილოო"

აი, ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ საზოგადოებას გაეპრანჭოთ და პოზებში დადგეთ!

სინამდვილეში თქვენ ის ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ც ფეხებზე გკიდიათ და ის დაღუპული ადამიანებიც!

თქვენ პირადად რომ რამე ოდნავი საშიშროება დაგემუქროთ ვეფხვს და ნადირს კი არა ა დ ა მ ი ა ნ ს გამობდღვნით ყელს კბილებით!

აი, ეს არის თქვენი ნამდვილი სახე!

მ ი მ ი ფ უ რ თ ხ ე ბ ი ა ყველა პოზიორისთვის ამ დედამიწაზე!

და ვინც აქ ახლა ჭკუის დარიგებას დამიწყებს -"პატარა ბოკვერი არ უნდა მოეკლათო" და ეგეთ სიდებილეებს, ეგრევე დავბლოლკავ სრულიად სერიოზულად!“ - წერს სვანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
Nანა
შენ გაიხარე, ზუსტად ასეტივე პოზიცია მაქვს öეც
18:17 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ქალებში ასეთ ნიშნებს კლიმაქსი ჰქვია, ამას რა სჭირს, ადამიი ყვირის მაღიარეთ, ნახეთ რა ნიჭიერი ვარო. დედაკაცი!
18:16 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მე ვეთანხმები...! რატომ ვეძებთ ყველაფერში უარყოფითს და რატომ უნდა დავაყენოთ ადამიანზე წინ მხეცი. არჩევანის წინაშე თუ დავდექით, უნდა დავფიქრდეთ რომელი გავწიროთ? ამ ყველაფერს ვერ ვუგებ და რა ვქნა. ყოველთვის მეცოდებოდნენ გალიებში გამოკეტილი, საცოდავად მომზირალი ცხოველები და თუ ასეთი გულშემატკივრები ვართ მათი ახალი ზოოპარკი კი არ უნდა ავაშენოთ, არამედ ყველა დავაბრუნოთ თავის "სამშობლოში"
17:43 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მე ვეთანხმები...! რატომ ვეძებთ ყველაფერში უარყოფითს და რატომ უნდა დავაყენოთ ადამიანზე წინ მხეცი. არჩევანის წინაშე თუ დავდექით, უნდა დავფიქრდეთ რომელი გავწიროთ? ამ ყველაფერს ვერ ვუგებ და რა ვქნა. ყოველთვის მეცოდებოდნენ გალიებში გამოკეტილი, საცოდავად მომზირალი ცხოველები და თუ ასეთი გულშემატკივრები ვართ მათი ახალი ზოოპარკი კი არ უნდა ავაშენოთ, არამედ ყველა დავაბრუნოთ თავის "სამშობლოში"
17:37 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
აქ ლაყბობას და კომენტარების წერას გირჩევნიატ გადით და ხალხს დაეხმარეტ,ფაცებუქის მანიაკებო
17:36 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ვინც აქ მსგავს კომენტარებს აკეტებტ და ტავს ირტობტ ჯობია გახვიდეტ და ხალხს დაეხმაროტ ტქვენი ტვალიტ ნახოტ იქ რა ხდება , უსაქმურებო ფაცებუქის ავადმყოფებო ამის იქიტ არაფერი იციტ , ხალხი რა დგეშია და მარიაჟობტ აქ
17:29 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სავარძელში წამოწოლილი, რომ დირექტივებს იძლევი, იქ მყოფებმა იმ წუთას რა განიცადეს, ამას რატომ არ ფიქრობთ? ამ საქმესთან გამოუცდელი ხალხი შეუშვეს. რა იცით რა აგრესიით იყვნენ ცხოველები?
17:26 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ჯეერ მსგავსი სიმართლე არ მსმენია 2 დღის მანძილზე
16:39 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
პირველად ამ ხნის განმავლობაში გაიჟღერა როგორღაც საღმა აზრმა !
16:27 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერკა
მართალია ასეტ სიტუაციაში ნადირს ხომ არ შეაჭმევიბენენ ადამიანებს,ასე შუაგამიტ ამხელა უბედურების დროს,ნუთუ ასე ადვლია სიტუაციის გაკონტროლება ხალხო.ან ვერ ხედავტ რა ტავგამეტებიტ იცავენ ეს ბიჭები ადამაინებს??ამის დაუნახავობა მართლა როგორ შეილება,მართლა გჯერატ რომ ცხოველტა სასალკლაოს მოწყობა უნდოდა ვინმეს???
15:54 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS