15 ივნისი, 2015
„თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ, თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები...“
იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში, სტიქიის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა გეტყვით რატომ ხართ ამაზრზენები და მორჩა! გავჩუმდები! ვიღაცები მწერენ - "ცხოველები არ არის ასეთი სანერვიულო თემა ასე რომ გაგიჟდიო". უბრალოდ რა არის იცი, ზოგიერთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იძლევა ზოგად ინფორმაციას მათ შესახებ!

მოკლედ, თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ: თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები, გულქვები, უტვინოები, ურჯულოები "ღრუზინი მონადირეები" და ისინი შეუცვივდნენ ვოლიერებში "უწყინარ" ცხოველებს და "მხეცურად" დახოცეს! მათ შორის პატარა ლომის
ბოკვერი, რომელიც "არავის არაფერს უშავებდა"

ამის დაეჯერება გირჩევნიათ, ვიდრე ეცადოთ დაიჯეროთ ის, რომ ცხოველებს კლავდნენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს !რატომ გამოვიყენე სიტყვა "გირჩევნიათ"?

იმიტომ, რომ ჯერ არც ერთის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, გარდა "ფეისბუქზე" დადებული ვითომ-"თვითმხილველთა" ჩვენებებისა, მაგრამ მე და თქვენს შორის განსხვავება რა არის იცით?

მე მი რ ჩ ე ვ ნ ი ა, ფაქტების დადებამდე მჯეროდეს ჩვენი გმირი მაშველების, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი

ბიჭების კ ა ი კ ა ც ო ბ ი ს ა, ვიდრე მათი ა ვ კ ა ც ო ბ ი ს ა!

თქვენ კი, ერთი სული გაქვთ როდის ჩადგებით "კეთილი ბიძიების და დეიდების" პოზაში და დაგმობთ "ავკაც" მაშველებს!

თქვენთვის ხომ მთავარია მერე თქვენმა "აღშფრთოვანებულმა" "ფრენდებმა" მოგწერონ:-

"ვაიმე შენ რა ოქროს გ უ ლ ი გქონია, გადავირიეეეეეეე"

"აუ, ვიცოდი რომ კ ე თ ი ლ ი იყავი მაგრამ აშეეეეეთიიიიიი?"

"აუ, ვ ი ტ ი რ ეეეეეე! შენ რა ყოფილხარ, ასეთი გულჩვილი. ვაიმე ვგიჟდები"

"აუ, ნუ განიცდი რა აშე ჯააან. სამყარო ბოროტებითაა სავსე და ყველა შენნაირი კეთილი და უ კ ა რ გ ე ს ი ვერ იქნება ჩემო გულკეთილოო"

აი, ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ საზოგადოებას გაეპრანჭოთ და პოზებში დადგეთ!

სინამდვილეში თქვენ ის ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ც ფეხებზე გკიდიათ და ის დაღუპული ადამიანებიც!

თქვენ პირადად რომ რამე ოდნავი საშიშროება დაგემუქროთ ვეფხვს და ნადირს კი არა ა დ ა მ ი ა ნ ს გამობდღვნით ყელს კბილებით!

აი, ეს არის თქვენი ნამდვილი სახე!

მ ი მ ი ფ უ რ თ ხ ე ბ ი ა ყველა პოზიორისთვის ამ დედამიწაზე!

და ვინც აქ ახლა ჭკუის დარიგებას დამიწყებს -"პატარა ბოკვერი არ უნდა მოეკლათო" და ეგეთ სიდებილეებს, ეგრევე დავბლოლკავ სრულიად სერიოზულად!“ - წერს სვანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ირაკლი
ამაზრზენი დედაშენია ეგეთი ჩამოსხმა რომ მოგჯვა!
20:15 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
Mგდ
ვითომ არა მართლა თვითმხილველმა დაადასტურა...და საერთოდ არასდროს არცერთი ჭორი აზრს და რეალობას მოკლებული არაა..რაღაც პროცენტი ყოველთვიის სიმართლეა.. და მართლაც ვიღაცამ ცხოველით გაიკაიფა (დაძინებულს ტყვია დაახალა,მოწმე დღეს გამოვიდა რუსთავი 2,სხვა შუა დღე) ან შეიძლებაც სროლას სტრესი გადააყოლა (ჰმმ).... აი რაც შეეხება ახალგაზრდებს . იცი გამკვირვებიხარ...გულწრფელად გეტყვი შენისთანები შენისთანების წასაკითხად იწერებიან მსგავსად ...ასეა სხვას სხვა ის გონია რაც თვითონაა! აბა დაფიქრდი და მიხვდები ეს '' განსხვავებული'' აზრი რის გამო გამოხატე
20:03 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევან
კარგით რა ხალხო.ადამიანები დაიხოცნენ და ცხოველებზე ნუ ჯავრობთ,,დღეს გლოვის დღე იყო და ილოცეთ ქვეყნისთვის და გარდაცვლილი ადამიანების სულებისთვის და ღმერთს ვთხოვოთ აღარ განმეორდეს ასეთი რამ სამყაროში..ორი დღეა მანქანაში მუსიკაც კი არ ჩამირთავს იმის გამო რო ქვეყანაში გლოვის კვირაა და იმ ხალხის სულებს ვცემ პატივს ვინც უმიზეზოდ დაიხოცნენ..
19:46 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
1956
ეს კაცი 1000%-ით მართალია და ნუ თამაშობთ დედა ტერეზას როლს!!!!!!!!!
19:42 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
მეც ასე ვფიქრობ!!!
19:32 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
მართალია ეს კაცი, კომპიუტერიდან დაგმობა ადამიანების, რომლებიც იმ პირობებში სხვისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ უღირსი საქციელია. ადამიანებო აწიეთ ჯერ ერთი ადგილი კლავიათურიდან, შეეხიდეთ სხვებს, შრომა გაინაწილეთ და მერე ილაპარაკეთ თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად
19:25 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
და რატომ გონია ზოგიერთ ადამიანს რომ აქვს ცხოოველის მოკვლის უფლება. აბა ადამიანს საფრთხე ხო არ შეექმნება ხო? ცხოველებიც და ადამიანებიც ერთად გაჩდნენ დედამიწაზე. აა ალბათ ადამიანი მოაზროვნე რომაა, ბევრად მეტი უფლება აქვს? არა აქაც ცდებით. სწორედ ეს "მოაზროვნე" ადამიანები ეპყრობიან ბუნებას ისე თითქოს ის მათი საკუთრება იყოს და ყოველ წელს უფრო მეთი სტიქია ხდება ვიდრე წინა წლებში. და ჩვენს მაშველებს უწევთ საკუთარი სიცოცხლის გაწირვა სხვა ადამიანების შეცდომის გამო.
18:58 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნ
100% გეთნხმები.......
18:29 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
nata li
სწორეა ეს კაცი, დავიღალე უამრავი ადამიანის პოზიორობით. კიდევ იცით რა მიკვირს? გმირთა მოედანზე ნემსი არ ჩავარდება იმდენი მოხალისე ტრიალებს, ნიჩბის მოსაქნევი ადგილი არაა, სულ რაღაც 200 მეტრში კი 2 მუშა მუშაობს მხოლოდ(სურათი იდო რომელიღაც გვერდზე), რატომ?
18:21 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ საკუთარ თავზე კარგი კომენტარების წერა არ გიტყდება?
18:21 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS