15 ივნისი, 2015
„თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ, თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები...“
იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში, სტიქიის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა გეტყვით რატომ ხართ ამაზრზენები და მორჩა! გავჩუმდები! ვიღაცები მწერენ - "ცხოველები არ არის ასეთი სანერვიულო თემა ასე რომ გაგიჟდიო". უბრალოდ რა არის იცი, ზოგიერთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იძლევა ზოგად ინფორმაციას მათ შესახებ!

მოკლედ, თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ: თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები, გულქვები, უტვინოები, ურჯულოები "ღრუზინი მონადირეები" და ისინი შეუცვივდნენ ვოლიერებში "უწყინარ" ცხოველებს და "მხეცურად" დახოცეს! მათ შორის პატარა ლომის
ბოკვერი, რომელიც "არავის არაფერს უშავებდა"

ამის დაეჯერება გირჩევნიათ, ვიდრე ეცადოთ დაიჯეროთ ის, რომ ცხოველებს კლავდნენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს !რატომ გამოვიყენე სიტყვა "გირჩევნიათ"?

იმიტომ, რომ ჯერ არც ერთის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, გარდა "ფეისბუქზე" დადებული ვითომ-"თვითმხილველთა" ჩვენებებისა, მაგრამ მე და თქვენს შორის განსხვავება რა არის იცით?

მე მი რ ჩ ე ვ ნ ი ა, ფაქტების დადებამდე მჯეროდეს ჩვენი გმირი მაშველების, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი

ბიჭების კ ა ი კ ა ც ო ბ ი ს ა, ვიდრე მათი ა ვ კ ა ც ო ბ ი ს ა!

თქვენ კი, ერთი სული გაქვთ როდის ჩადგებით "კეთილი ბიძიების და დეიდების" პოზაში და დაგმობთ "ავკაც" მაშველებს!

თქვენთვის ხომ მთავარია მერე თქვენმა "აღშფრთოვანებულმა" "ფრენდებმა" მოგწერონ:-

"ვაიმე შენ რა ოქროს გ უ ლ ი გქონია, გადავირიეეეეეეე"

"აუ, ვიცოდი რომ კ ე თ ი ლ ი იყავი მაგრამ აშეეეეეთიიიიიი?"

"აუ, ვ ი ტ ი რ ეეეეეე! შენ რა ყოფილხარ, ასეთი გულჩვილი. ვაიმე ვგიჟდები"

"აუ, ნუ განიცდი რა აშე ჯააან. სამყარო ბოროტებითაა სავსე და ყველა შენნაირი კეთილი და უ კ ა რ გ ე ს ი ვერ იქნება ჩემო გულკეთილოო"

აი, ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ საზოგადოებას გაეპრანჭოთ და პოზებში დადგეთ!

სინამდვილეში თქვენ ის ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ც ფეხებზე გკიდიათ და ის დაღუპული ადამიანებიც!

თქვენ პირადად რომ რამე ოდნავი საშიშროება დაგემუქროთ ვეფხვს და ნადირს კი არა ა დ ა მ ი ა ნ ს გამობდღვნით ყელს კბილებით!

აი, ეს არის თქვენი ნამდვილი სახე!

მ ი მ ი ფ უ რ თ ხ ე ბ ი ა ყველა პოზიორისთვის ამ დედამიწაზე!

და ვინც აქ ახლა ჭკუის დარიგებას დამიწყებს -"პატარა ბოკვერი არ უნდა მოეკლათო" და ეგეთ სიდებილეებს, ეგრევე დავბლოლკავ სრულიად სერიოზულად!“ - წერს სვანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
mariam
100% simartlea yvelaperi.. am kacs dgeidan did pativs vcem da madloveli var rom chemi satkmeli ase zustad chamoayaliba
13:00 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
shoda
კაი კცი ხარ! ღმერთი გფარავდეთ!
12:20 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ადამიანებიც ცოდონი არიან და ცხოველებიც, თუმცა ეს ადამიანიც ცოდოა იმიტომ, რომ სულ გაბრაზებულია ვიღაცაზე ან რაღაცაზე, თავს მიხედოს ყველამ, სჯობია და საზოგადოებაც ნელ-ნელა გაჯანსაღდება
10:20 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ბაკუუუურ ასე თუ ვერ აზროვნებდი არ ვიცოდი
02:05 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კობა
რაღაცაში მართალი ხარ ,ბატონო ბაკურ,:D მაგრამ მეც მინდა გითხრა რაღაც.იმ კონკრეტული პოზიორი ადამიანებისგან რომლებიც ახსენე არაფრით განსხვავდები.შენც მაგარი სირზე გკიდია ჩვენი გმირი მაშველებიც და ცხოველებიც.შენც იგივე პოზიორი ადამიანი ხარ და არაფრით განსხვავდები შენგან ხსენებული ამაზრზენი ადამიანებისგან.შენი ნაბაზრევის იდეაც ხომ იგივეში მდგომარეობს.რა არაა? :ვაიმე ბაკურ სრული სიმართლეა.... :ვაიმე ბაკურ პირველი ხარ ნათელი აზრით.... :ვაიმე ბაკურ შენ შენი მსოფმხედველობით დაგვანახე რეალობა...და ასე შემდეგ.ყველამ ტრაკები დააყენოს და საკუთარი აზრის გამოთქმას როგორც თქვენ უწოდებდით ჯობია შეინახოთ თავისთვის.
01:04 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გასაგებია ცხოველები ცოდვაა, რაზეა ლაპარაკი სადისტი არავინაა, მაგრამ მე რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი წინ ლომი დამხვდეს, ადგილზე გული გამისკდება და ყველამ თქვენი თავი წარმოიდგინეთ რომელიმე მტაცებელი ცხოველის წინ და მაშინ დარწმუნებული ვარ ცხოველების გადარჩენის გმირული ქადაგებებისგან თავს შეიკავებთ, ხალხს თავს ამხელა უბედურება დაატყდა და ეხლა ლომების და ვეფხვების შიში აკლია კიდე
23:40 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
შოთა
ხალხო ვინც ლომებს თანაუგრძნობთ ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ თქვენ როგორ მოიქცეოდით?! მითუმეტეს არა მგონია ვინმეს საქართველოში ან პირადი გამოცდილება ქონდეს ან ინსტრუქტაჟი გავლილი ლომთან და ვეფხვთან მოქცევის... ასე რომ საერთოდ არაა გასაკვირი ტუ ვინმემ უბრალოდ შიშის გამო ესროლა და ვერც გაამტყუნებ
22:19 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
საბა
იმდენი შეცდომა დაუშვი მაგარი დავიკიდე შენიაზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით :(( კონკრეტულად თუ დაინტერესდე დააკომენტარე ასევე და მივაქცევ ყურადღებას.. ნომერსაც მოგცემ და გაგესაუბრები მეტი რაგითხრა?!
21:27 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
დიახაც რომ მართალია,სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესოოოოო....მართალი ხართ
21:23 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კი ცხოველები გეცოდებათ გასაგებია, მაგრამ მაშველებს და სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭებს ნუ ლანძღავთ მათ ეს ადამიანების დასახმარებლად ჩაიდინეს
21:19 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS