15 ივნისი, 2015
„თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ, თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები...“
იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში, სტიქიის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა გეტყვით რატომ ხართ ამაზრზენები და მორჩა! გავჩუმდები! ვიღაცები მწერენ - "ცხოველები არ არის ასეთი სანერვიულო თემა ასე რომ გაგიჟდიო". უბრალოდ რა არის იცი, ზოგიერთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იძლევა ზოგად ინფორმაციას მათ შესახებ!

მოკლედ, თქვენ ხართ ამაზრზენი ადამიანები იმიტომ რომ: თქვენ გირჩევნიათ დაიჯეროთ, რომ მაშველები არიან სადისტები, გულქვები, უტვინოები, ურჯულოები "ღრუზინი მონადირეები" და ისინი შეუცვივდნენ ვოლიერებში "უწყინარ" ცხოველებს და "მხეცურად" დახოცეს! მათ შორის პატარა ლომის
ბოკვერი, რომელიც "არავის არაფერს უშავებდა"

ამის დაეჯერება გირჩევნიათ, ვიდრე ეცადოთ დაიჯეროთ ის, რომ ცხოველებს კლავდნენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს !რატომ გამოვიყენე სიტყვა "გირჩევნიათ"?

იმიტომ, რომ ჯერ არც ერთის დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს, გარდა "ფეისბუქზე" დადებული ვითომ-"თვითმხილველთა" ჩვენებებისა, მაგრამ მე და თქვენს შორის განსხვავება რა არის იცით?

მე მი რ ჩ ე ვ ნ ი ა, ფაქტების დადებამდე მჯეროდეს ჩვენი გმირი მაშველების, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი

ბიჭების კ ა ი კ ა ც ო ბ ი ს ა, ვიდრე მათი ა ვ კ ა ც ო ბ ი ს ა!

თქვენ კი, ერთი სული გაქვთ როდის ჩადგებით "კეთილი ბიძიების და დეიდების" პოზაში და დაგმობთ "ავკაც" მაშველებს!

თქვენთვის ხომ მთავარია მერე თქვენმა "აღშფრთოვანებულმა" "ფრენდებმა" მოგწერონ:-

"ვაიმე შენ რა ოქროს გ უ ლ ი გქონია, გადავირიეეეეეეე"

"აუ, ვიცოდი რომ კ ე თ ი ლ ი იყავი მაგრამ აშეეეეეთიიიიიი?"

"აუ, ვ ი ტ ი რ ეეეეეე! შენ რა ყოფილხარ, ასეთი გულჩვილი. ვაიმე ვგიჟდები"

"აუ, ნუ განიცდი რა აშე ჯააან. სამყარო ბოროტებითაა სავსე და ყველა შენნაირი კეთილი და უ კ ა რ გ ე ს ი ვერ იქნება ჩემო გულკეთილოო"

აი, ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ საზოგადოებას გაეპრანჭოთ და პოზებში დადგეთ!

სინამდვილეში თქვენ ის ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ც ფეხებზე გკიდიათ და ის დაღუპული ადამიანებიც!

თქვენ პირადად რომ რამე ოდნავი საშიშროება დაგემუქროთ ვეფხვს და ნადირს კი არა ა დ ა მ ი ა ნ ს გამობდღვნით ყელს კბილებით!

აი, ეს არის თქვენი ნამდვილი სახე!

მ ი მ ი ფ უ რ თ ხ ე ბ ი ა ყველა პოზიორისთვის ამ დედამიწაზე!

და ვინც აქ ახლა ჭკუის დარიგებას დამიწყებს -"პატარა ბოკვერი არ უნდა მოეკლათო" და ეგეთ სიდებილეებს, ეგრევე დავბლოლკავ სრულიად სერიოზულად!“ - წერს სვანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ლანა
მაშველებს არავიინ ახსნეებს , ყველა მოხალისეებზე ლაპარაკობს და იქნებ ერთხელ ისიც აღნიDნოოთ რა დაუღალავად გაუჩერებლად მუშაობენ მეხანძრე მასველები და თავს არ ზოგავენ,მართლა დასაფასებლებია არიან ... ღმხოერთი ფარავდეს ყველა მათგანს
20:11 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
100 % გეთანხმები... საღოლ..
19:45 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის საშიშნი არიან და ხოცავენ, ასე არავის დაუცავს ჯერ ტერორისტები, თუმცა ალბათ მათაც აქვთ რაღაც თავიანთი სიმართლე, მაგრამ საშიშია და სასიკვდილოა ამაზე მთელი მსოფლიო რატომღაც ერთხმად თანხმდება და გააფთრებული და საშიში ვეფხვის მოკვლა შეირაცხა კაცობრიობის მიერ ჩადენილ დანაშაულად
19:24 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ჩვენ საერთოდ ასეთი საზოგადოება ვართ, ახლა იმისთვის ვაკრიტიკებთ რომ ესროლეს და თუ არ ესროდნენ და ვინმეს დაგლიჯავდნენ, მერე იმისთვის გავაკრიტიკებდით რომ არ ესროლეს. მაინცდამაინც ვინმე ბავშვისთვის უნდა მოეჭამათ ფეხი რომ ეს ხალხი მიხვდეს რა საფრთხეები არსებობს ზოგჯერ და რომ მათი თავიდან ასაცილებლად ხშირად ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო? ვინც უნდა იმან შემაჩვენოს, ძალიან გული დამწყდა ცხოველების სიკვდილზე, მაგრამ არცერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად არ მიღირს თუნდაც მთელი ზოოპარკი
19:18 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ტრანკვილიზატორი რომელიც სროლისთანავე თიშავს ჩვენ არ გვაქვს ძვირია ალბათ და რათქმაუნდა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ამიტომაა თითოეული ნასროლი ტყვია ამ საწყალი ცხოველების მიმართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს რომ საფრთხე არ შეექმნას, ცხოველებს თვითონ ეს ბიჭებიც როგორ ეფერებოდნენ უნდა გენახათ. რამდენიმეწლიანი ტყვეობის და დამსვენებლების უმეტესობისგან დაგროვილი შეურაცხყოფის შემდეგ ნუ იქნებით დარწმუნებული რომ ისინი თქვენ არაფერს დაგიშავებდნენ არჩილ
18:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ყოჩაღ ბაკურ, ჩემი სათქმელი თქვი ახლობელი მყავს სპეცრაზმელი და 100% ვიცი რომ არანაირ "ჩახოცვას" ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ აგრესიულ ცხოველებს ხოცავდნენ...
17:42 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კიკი
არ ვიცი რამდენად გადავურჩები დაბლოკვას,თვითონაც არ მეგონა თუ ცხოველი ასე შემეცოდებოდა,საერთოდ ზოოპარკი არ მიყვარს და არც ცხოველებზე მაფანატებს,მაგრამ კადრებს რომ ვუყურე აი ის ბავშვობის შეგრძნებები გამახსენდა მე და ჩემ ძმას მაწანწალა ძაღლები რომ მოგვყავდა შინ და ვუვლიდით,მე თაგვსაც ვზრდიდი ჩუმად, განა ზაზუნას ბებიაჩემის დარეტიანებულ და გადაგდებულ ნაცრისფერ წრუწუნას მამაჩემის ნასკებში მყავდა გახვეული,მყავდნენ ჩიტები თევზები იხვის ჭუკი წიწილები და თუ რომელიმე მომიკვდებოდა საწოლის ქვეშ შევძვრებოდი იქ შევიყვანდი მკვდარ მეგობარს და ჩუმად ვტიროდი დიდხანს,მერე გავიზარდე და მეღიმებოდა ამ ყველაფერზე გულიც გაცივდა ცხოველების მიმართ,მაგრამ ეხლა ისევ ისე ავტირდი როგორც ბავშვობაში საწოლის ქვეშ არც არაფერი დამიპოსტავს და არც მიპოზიორია უბრალოდ ვტიროდი ვტიროდი ძალიან გულმოკლული
16:19 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
არცჰილი
მაცჰინ ახსენიტ რას ნიცჰნავს იმ მხეცების იარაგიტ დახოცვა რომლებიც დახოცეს და არც უარყოფენ . ერტი მინდა გიტხრატ ყველას ასეტ და უპრო სხვა სიტუაციებცჰი ხეცი სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს ის ყოველტვის ცდილობს ადამიანის სიახლოვეს გრდზნობდეს ტავს იმიტომ რომ მან იცის ის დაიცავს ანუ ადამიანი მხეცური ინსტიკტი ასეტია და არა ის ვისმეს დაგლიჯავს
16:14 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მეც მგონია რომ უმიზეზოდ ვერავინ ესროდა ცხოველს!მიუხედავად იმისა, რომ მართლაც შემზარავი დასანახი იყო დახოცილი ცხოველები და ალბათ ყველა აატირა ამ კადრებმა,მაინც ვფიქრომ რომ არ გვაქვს უფლება დავიტიროთ ცხოველები ამდენი დაღუპული ადამიანისა და იმ ოჯახების ფონზე, რომლებიც უიმედოდ თუ იმედიანად ელიან და ეძებენ ოჯახის წევრებს.ერთი სულით ველოდები თითოეული მათგანის გამოჩენას უფლის იმედით...
14:29 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თინიკო
ცამდე მართალი ხარ
13:40 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS