15 ივნისი, 2015
„ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით...“
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა სოცოალურ ქსელში მძიმე და ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს და სტიქიის გამო მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„დღეს ბევრი სათქმელი დამიგროვდა.

იმაზე, რომ ხალხი დაგვეღუპა. თან ბევრი. თან იმაზე, რომ ალბათ მეტის გადარჩენა შეიძლებოდა.

იმაზე, რომ არასოდეს მომწონს დიდი ჩარევები ბუნებაში და არც მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევა მიმაჩნდა სწორად.

იმაზე, რომ თუ ვერეს ხეობაზე არ გაიყვან ალტერნატიულ გზას, მე არ ვიცი, როგორ უნ
და განიტვირთოს დასაცობებული თბილისი.

იმაზე, რომ გარემოს დაცვაც უნდა გვანაღვლებდეს და ქალაქის განვითარებაც.

იმაზე, რომ ამ ორი დიდი მიზნის ერთდროულად მიღწევა უპირველესად კომპეტენტურ სპეციალისტთა საქმეა და არა ნაირ-ნაირი პოლიტიკოსებისა.

იმაზე, რომ არ შეიძლება სტიქიური უბედურებების შეფასებისას უპირველესად პოლიტიკური მიზანი გვამოძრავებდეს – ვის ძველი, ვის კი ახალი ხელისუფლების კრიტიკა.

იმაზე, რომ "ახალი გზის" აშენებამდე ისედაც იყო ვერე გვირაბებში მოქცეული (თამარაშვილის ქუჩისა და ვარაზისხევის ქვეშ) და ეს გვირაბები ისევე გაიჭედა, როგორც ახლები.

იმაზე, რომ არა გვაქვს არც ზოოპარკის და არც სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებების ევაკუაციის გაწერილი გეგმები – რომელი უბედურებისას რას ვაკეთებთ. ვინ, როგორ და რა საშუალებებით.

იმაზე, რომ მაშველები და მშრომელები მაგარი ხალხია და მართლა ბევრმა იღვაწა – პროფესიონალმა თუ ისე მოქალაქემ.

იმაზე, რომ დღეს ქუჩებს აშკარად აკლდა ხელმძღვანელობაც, ორგანიზებულობაც, ტექნიკაც...

თუმცა დღის მთავარი სათქმელი მაინც ეს ახალგაზრდობაა!

შემართული და ანთებული, არავისგან დარიგებული და უაღრესად შეგნებული, დაკუნთული თუ კაფანდარა, შარვლიანი თუ შორტებიანი, ბოტებიანი და ბოტასებიანი, აკურატულად მომუშავე თუ ტალახში ამოგანგლული...

თაობა, რომელიც რწმენას გაძლევს. გაძლევს და გიბრუნებს. დიდ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.

ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით. ამდენი და ასე კარგები...

მადლობა, მადლობა...“ - წერს კუდავა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის და მოვალეობის გრძნობა. კეთილშობილ ადამიანებს აქვთ. ბავშვებს აქვთ. ახალგაზრდებსაც, მაგრამ ყველას - არა. დიდებს ნაკლებად.
23:08 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
იზი
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნიკური -"ნუ, რას ვიზამთ, ეს ხომ საქართველოას" გამო მოხდილი ბოდიში არ მესმის.
08:42 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
vera
Madloba kvelas vints garet gamovida dasaxmareblad,kvelani gmirebi xart shemogevlet!
18:08 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ოთარი
მადლობა იმ ახალგაზრდებს რომლებმაც დღეს 15 ივნისს დაუზარელათ იშრომეს მზიურის ბაღში, ისინი ბევრნი იყვნენ მუშაობდნენ ორგანიზებულათ. არ იყო საკმარისი ნიჩბები, ხელთათმანები, სასმელი წყალი, ტექნიკა. მაგრამ იყო ახალგაზრდული ენთუზიაზმი, მონდომება და ქვეყნის სიყვარული. გაუმარჯოს ამ ახალგაზდებს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ.
16:59 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS